Sunday, June 10, 2012

ბაბუაწვერას ღვინოს დღეები



   ჩემს თავს პირობა უნდა მივცე, რომ საინტერესო ზაფხული მექნება.

   აუცილებლად უნდა მქონდეს საინტერესო ზაფხული. სხვაგვარად არ გამოვა. ყველაზე მეტად სპონტანურად გამოსული კარგი ამბები მიყვარს და ამჯერადაც ამის იმედზე ვიქნები.

    ალბათ ეგრეა ზოგადად, ბევრს უნდა საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ ეზარებათ. და მერე ასეთები ვხდებით ყველა – დილით ზომბებივით მივდივართ ოფისებში, მერე 8 საათის განმავლობაში ვუყურებთ მონიტორს, საღამოს ასევე, ინდიფერენტული სახით ვბრუნდებით სახლში და კვლავ შევყურებთ მონიტორს, სადაც ვირტუალურად ვაფიქსირებთ, რომ ამის დედაც, საინტერესო ცხოვრება გვინდა გვქონდეს!

   მეც ეგრე ვარ, ამის დედაც, საინტერესო ცხოვრება მინდა მქონდეს!  ხოდა აი ეგრე,  რობოტივით ვმუშაობ, ფულს კი სამსახურიდან გამოწვეული სტრესის მოხსნაში ვხარჯავ: ყოველ საღამოს მივდივარ სადმე და ვჭამ.

 ხო, ამ ეტაპზე აი ეგაა ჩემი ცხოვრება – ვმუშაობ და ვჭამ.

 არადა ყველაფერი სხვაგვარად მინდა რომ იყოს.



    მინდა რომ  ზოგიერთ ღამებში აი უცებ, ავდგე, წავიდე და ლუდი დავლიო, მერე ფეხით ვიარო  თბილისის ქუჩებში და დილით სამსახურში გამოუძინებელი და დაღლილი თვალებით მივიდე. მე მაინც მეყვარება ჩემი ასეთი სახე, იმიტომ რომ ზედ წინა ღამის კვალი იქნება.

  ლაშქრობაში უნდა წავიდე აუცილებლად, რადაც არ უნდა დამიჯდეს. არადა როგორ გამიჭირდება, ვიცი, მე – ასფალტის ადამიანს, მაგრამ მაინც წავალ და საერთოდ არ დავიწუწუნებ.

მარიხუანას მოწევა მინდა და ჯანდაბა, მაინც მოვწევ, რაც არ უნდა მოხდეს.

  ჩემი ბაბუაწვერას ღვინო უნდა დავწერო.  ავდგები და ზაფხულის საინტერესო დღეებს დავითვლი.   აი, დღევანდელი დღე უკვე ჩაეწერა ასეთი დღეების სიაში.



   თუ შენიშნეთ, რომ დღეს ჰაერში ჭეშმარიტი ზაფხული ტრიალებდა?  აი, მე, ანამ და მარიმ შევნიშნეთ. ბევრი ვისეირნეთ, ვჭამეთ ნაყინი და დავლიეთ ლიმონათი [ნუ, მარიმ დალია :)]. ასე მეგონა, ბრედბერის სამყაროში ამოვყავი თავი. არადა, მანამდეც ყოფილა ასეთი, ზაფხულისეული დღეები, უბრალოდ სახელი არ ერქვა ხოლმე და ახლა უკვე ბაბუაწვერას ღვინოს დღეებს დავუძახებ. 

  რა მშენიერია თბილისი ზაფხულობით არა?

   ეს ფეხბურთის ჩემპიონატის ზაფხულები განსაკუთრებით მიყვარს – სახლში მუდმივად კომენტატორის ხმა რომ გაისმის და შიგადაშიგ მამაჩემის და ჩემი ძმის შეძახილებიც  დაემატება ხოლმე, მერე დედა გაივლის შეწუხებული სახით და წუწუნებს, რომ აღარ შეუძლია ამდენი ფეხბურთის ატანა.

  მოკლედ, 60–იანი წლების ამერიკულ ზაფხულში მგონია თავი – ვითომ მაცვია ჭრელი, ფრიალა კაბა, ვზივარ კართანაზე, ვსვამ homemade ლიმონათს და ჰაერში ეს მუსიკა ჟღერს.


5 comments:

  1. მეც სულ ამ ფიქრებით ვიწყებ ყველა ზაფხულს
    კი არ მავიწყდება მერე, უბრალოდ ისე გადის ხოლმე ზაფხული, უცებ, იმ საინტერესო რაღაცების კეთებას ვერ ვასწრებ :)

    მაგარია კართანაზე ჰოუმმეიდ ლიმონათის სმა :)

    ReplyDelete
  2. "ალბათ ეგრეა ზოგადად, ბევრს უნდა საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ ეზარებათ. და მერე ასეთები ვხდებით ყველა – დილით ზომბებივით მივდივართ ოფისებში, მერე 8 საათის განმავლობაში ვუყურებთ მონიტორს, საღამოს ასევე, ინდიფერენტული სახით ვბრუნდებით სახლში და კვლავ შევყურებთ მონიტორს, სადაც ვირტუალურად ვაფიქსირებთ, რომ ამის დედაც, საინტერესო ცხოვრება გვინდა გვქონდეს!"
    ზუსტად.
    "დავწერო" კი არა, "დავწურო" :დ

    ReplyDelete
  3. მინდა, რომ სამსახური (რომელიც ოდესმე მექნება) მეორეხარისხოვანი იყოს ჩემთვის. ვერაფრით ავიტან რამენაირ სტრესს სამსახურის გამო. არანაირ ფულად არ მიღირს.
    საინტერესო ცხოვრებას რაც შეეხება, სულ მგონია, რომ "ჯერ არ დამდგარა ჩემი დრო" და მხოლოდ ვალდებულებების შესრულებაზე ვარ ორიენტირებული. ხანდახან მგონია, რომ ჩემი ცხოვრება უჩემოდ გადის.

    ReplyDelete