Monday, December 6, 2010

Am I hired? or.. Fired.

   მუშაობა მინდა. ერთი ჩვეულებრივი სამსახური - შაბათ-კვირას რომ ველოდებოდე მუდმივად, ორშაბათი დილა მძულდეს და შვებულებამდე დღეებს ვითვლიდე. ვიცი, ვიწუწუნებდი დროის უქონლობასა და დაღლილობებზე, მაგრამ გულის სიღმეში ყოველთვის მადლიერი ვიქნებოდი იმის, რაც მაქვს.

  გარდა მედიცინისა, რამდენიმე პროფესია თუ საქმიანობა არსებობს, რომლებსაც სიამოვნებით შევითავსებდი.

   მაგალითად, მინდა მქონდეს საკონდიტრო, სადაც გემრიელი ნამცხვრები და სხვა ტკბილეულობა გაიყიდებოდა. რა თქმა უნდა, ყავასთან, ცხელ შოკოლადთან და სხვა ცხელ სასმელებთან ერთად. მე თვითონ სიამოვნებით მოვემსახურებოდი ადამიანებს და ვეცდებოდი, მყუდრო გარემო შემექმნა, რომ იქ გატარებული თითოეული წუთი სასიამოვნო ყოფილიყო მათთვის.




 ოჰ, ოცნებებში გადავეშვი ძალიან.

  კიდევ.. ჰო, კიდევ წიგნების მაღაზია მინდა, ეს ადრეც დავწერე. პატარა, აი დაახლოებით ისეთი, კეტლინს რომ აქვს.

  ერთი პერიოდი, ჩოგბურთელობაც კი მინდოდა. იმდენად აზარტული ვარ, გამარჯვება ისეთ დიდ სიხარულს და სტიმულს მგვრის, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემგან კარგი სპორტსმენი დადგებოდა. სხვა თუ არაფერი, ფსიქოლოგიის ხარჯზე მოვიგებდი - ყველაფერს გავაკეთებდი გამარჯვებისთვის.

   ამ ბოლო დროს მწერლობასაც კი ვნატრობ. მითუმეტეს, ეს საქმიანობა ადვილად შეთავსებადია ნებისმიერ პროფესიასთან. მწერალი რომ ვიყო, მექნებოდა პერიოდები, როცა სადმე გადავბარგდებოდი, სიმშვიდესა და ლამაზ ბუნებაში და ვწერდი და ვწერდი..


 
  თუმცა ახლა ნებისმიერ [ნუ, თითქმის ნებისმიერ] სამსახურზე ვარ თანახმა, ოღონდ საკუთარი ფული მქონდეს. ეჰ, ადამიანებს ჭკუა რომ ჰქონდეთ, მარტო ჩემი მონდომების გამო უნდა ამიყვანონ ხელქვეითად :D

 პ.ს მედიცინა მომენატრა, ექიმობა, და თეთრი ხალათი მომენატრა კიდევ :/

20 comments:

  1. მედიცინის გარდა, ზუსტად ერთნაირი ოცნებები გვქონია.
    ნუ შენთვის რაც მედიცინაა, ის ეკონომიკაა ჩემთვის.
    დანარჩენი ზუსტად იგივე რაღაცეები.
    პლუს, ასრე სამოდელო სააგენტოში დავდიოდი. 3-4 წელი ვიარე და მოდელობა მინდოდა, მაგრამ დამიწუნეს :D

    მეც ეგრე ვარ. ოღონდ ამიყვანონ და.
    ხოდა აი ზუსტად მაგ პრინციპით ვარ ზუსტადაც რომ მედიცინაში.

    ReplyDelete
  2. miuxedavad imisa, rom samsaxuri maqvs
    chemi survilebi sheni survilebisgan ar gansxvavdeba
    ubralod me sxva samsaxuri minda

    warmatebebi :*

    ReplyDelete
  3. Kate, გავხსნათ მერე ერთი საკონდიტრო მე და შენ ^^

    babisa, thanks, you too <3

    ReplyDelete
  4. მეც მინდა ეგეთი სამსახური :) ანუ რეჟიმში რომ ვიყო, დილის რვა საათზე ვდგებოდე და ორშაბათი მძულდეს :)))

    მეც მოგეხმარები საკონდიტროში რა :) სტატიების წერა უქმეებზეც შემიძლია :)

    ReplyDelete
  5. მოდი გავხსნათ. მე იტალიური ნაყინით მოვამარაგებ საკონდიტროს. :დდ

    ReplyDelete
  6. Nina, ჩვენი საკონდიტრო დილით ადრე გავხსნათ ხოლმე [და რეჟიმშიც ჩავდგებით], სამსახურში მიმავალებსაც ხომ უნდათ გემრიელი ნამცხვრები? დილას ასე კარგად რომ დაიწყებს კაცი, მთელი დღე წარმატებული ექნება, აბა. დილა ნოყიერი საუზმიდან იწყება [ჩემი დევიზია :D]

    Kate, შენ ცოტა გვიან მოხვალ ხოლმე სავარაუდოდ, იტალიელივით :D რა შუაშია, მე თვითონაც ვერ მივხვდი უცებ, მაგრამ იტელიელები ზარმაცი ხალხი მგონია რატომღაც :D

    ReplyDelete
  7. კიიი.
    პლუს ჩემი სასწაული არაპუნქტუალურობა. :დდდ

    ReplyDelete
  8. ჰო, ასე რვა საათისთვის))
    მე კრუასანების გამოცხობას ვისწავლი და ნაირნაირი შიგთავსით გავაკეთებ ხოლმე :)
    მალე რეკლამასაც დავდებ ბლოგზე, მოიცა :)))

    ReplyDelete
  9. კარგი, მეც მაგ დროს მაწყობს. მანამდე დავიძინებ, გავერთობი, ვიმუშავებ კიდევაც. ხოდა მაგ დროს მოვალ.

    ხო აბა რა. ბლოგებიც გვაქვს და რეკლამაც გვექნება.

    ReplyDelete
  10. ვაიმე თითქოს მე ვწერ :)))
    ასეთი პატარა საკონდიტრო ან უფრო კაფე მექნებოდა დიდი სიამოვენებით , სადაც ასევე შენი არ იყოს მე თვითონ სიამოვნებით მოვემსახურებოდი ხალხს, რაღაც საფრანგეთი დამიდგა თვალწინ, ანუ ფრანგული ტიპის პატარა შინაურული კაფე, გარეთ დასაჯდომებითაც იფ იფფფ
    ვაიმეე კეტლინის წიგნების მაღაზიაა! ერთი პერიოდი ამ კინოზე ძალიან ჩაციკლული ვიყავი და მაშინ ყოველ ღამე ვოცნებობდი ესეთ წიგნების მაღაზიაზე, სადაც მშობლები ბავშვებს მოიყვანდნენ დიდი სიამოვნებით, ჩემს ირგვლივ დასხდებოდნენ და მეც წვაუკითხავდი საინტერესოდ საინტერესო წიგნებს....ეჰჰ
    გადარჩით კიდევ ერთი "ვაიმე"-სგან იმიტომ რომ ჩოგბურთი არ მიყვარს :))))
    ჰოდა "თუმცა ახლა ნებისმიერ [ნუ, თითქმის ნებისმიერ] სამსახურზე ვარ თანახმა, ოღონდ საკუთარი ფული მქონდეს. ეჰ, ადამიანებს ჭკუა რომ ჰქონდეთ, მარტო ჩემი მონდომების გამო უნდა ამიყვანონ ხელქვეითად :D"__ეს ძალიან მაგარი იყო!

    ReplyDelete
  11. როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები და ყველა იმედი გადაწურული გაქვს, მაშინ გამოჩნდება რამე. მე ასე დამემართა. მართალია მიკროფონი და კამერა მეც მენატრება, მაგრამ რას ვიზამთ :) ჩემგან განსხვავებით შენს პროფესიას აუცილებლად დაუბრუნდები

    ReplyDelete
  12. ამდენი მოვგროვდით და ერთი საკონდიტროს გახსნა რა გახდა :D

    ნატ, შენ რატომ აღარ დაუბრუნდები? :/

    ReplyDelete
  13. "ორშაბათი რომ მძულდეს" :)))
    აი, მე ვმუშაობ და ორშაბათი ვერ შევიძულე. არა იმიტომ, რომ სამსახურში მივქრი, უბრალოდ, ახალი კვირის დაწყება მომწონს ხოლმე. მგონია, რაღაც კარგს მოიტანს :)

    გისურვებ სასურველი სამსახურის პოვნას :)

    ReplyDelete
  14. ნატალია, ვგიჟდები შენზე..

    რომ იცოდე, რა დიდ სიმშვიდეს მანიჭებს შენი ბლოგი..
    რომ ვკითხულობ, ასე მგონია, ზღაპარში ვმოგზაურობ..
    ზღაპარში, სადაც ბევრი შოკოლადია, სითბო, მზე და სიყვარული.. :)

    ღმერთო ჩემო, როგორ მაკლია რაღაცები..

    ReplyDelete
  15. თამ - სიმშვიდე გაკლია უპირველეს ყოვლისა. ეს გუშინწინაც შევნიშნე. :yes:
    :**

    მიას ბლოგი გრ-ში მე "უმშვიდესი არსება"-ს სახელით მაქვს შეყვანილი. ძალიან მსიამოვნებს მისი კითხვა.

    ReplyDelete
  16. ვინ მომანიჭებს სიმშვიდეს? :))
    :*
    ჰო, მაკლია..:(

    ReplyDelete
  17. keti, დიდი მადლობა!
    ამდენი კეთილი სურვილების მერე, სხვა თუ არაფერი, ბევრი დადებითი ემოცია მივიღე :)

    vasasi, <3 მეც ვცდილობ, რომ რაღაცეები, რაც მაკლია, ბლოგზე შევივსო :) რეალური ცხოვრება სულაც არ არის ასეთი შოკოლადიანი, ნათელი და თბილი. ჰოდა მიხარია, აქ თუ ცოტა განიტვირთები ხოლმე :)

    Kate, :*

    ReplyDelete
  18. Natalia
    რავიცი ნატ, ჩემს პროფესიას დიდხანს შესვენება არ უყვარს, დუნდები და კონკურენტები უფრო სხარტები ხდებიან :) თან მგონია, რომ დასახელოვნებელი დრო გავუშვი და ეგრევე პროფესიონალად აღარ ვვარგივარ. მოკლედ, ვბოდიალობ რა :)) არავინ იცის წინ რა გველოდება, მაგრამ შენ ნამდვილად ნემსები ხელში და ფონენდოსკოპი ყელზე გელის, მაგაზე არ იდარდო :*

    ReplyDelete
  19. ეჰ, ჩვენ ყველას გვაკლია ჩვენი წილი სიმშვიდე.

    ReplyDelete
  20. რამდენი საინტერესო ოცნება გქონია..
    ყველაზე მეტად საკონდიტრო მომინდა... მოდი ერთად გავხსნათ რა :) მაგრამ რისკი ის იქნება, რომ შოკოლადებს შეგიჭამ :))

    ReplyDelete