Monday, July 12, 2010

La furia roja

  იცით, რაღაც საკითხებში ეგოისტი ვარ. რაც მე ძალიან მიყვარს და ჩემია, არ მინდა ყველას უყვარდეს; არ მინდა, საქვეყნოდ იყოს ცნობილი და ყველა ამაზე ლაპარაკობდეს. მინდა რომ მხოლოდ მე ვატარებდე გონებაში და მერე სხვებს ვუყვებოდე. უფრო სწორედ, ვწერდე. თორემ ხმამაღლა არც მიყვარს ჩემეულ რაღაცეებზე ლაპარაკი.

   ადრე მოყოლილი მაქვს, თუ როგორ შემიყვარდა ესპანეთი. რაულიდან დაიწყო ყველაფერი, ასე 2000-2001 წლებში. მომეწონა რაული, მერე გავიგე რომ ესპანელი იყო, და შემიყვარდა ესპანეთი. მას მერე მიყვარს. თუ როგორ მიყვარს, ეს უკვე ყველამ იცის მგონი, ვინც ამ ბლოგზე ორჯერ მაინც შემოსულა :) 

 ახლა, მხოლოდ ფეხბურთის კუთხით რომ განვიხილო - თავიდან უფრო მეტად რაული მიყვარდა, ვიდრე თვითონ ნაკრები. და თამაშებზეც სულ რაულს ვეძებდი, ოღონდ თვალი მომეკრა. მოკლედ, თინეიჯერული ამბები. 

  მე მახსოვს ესპანეთი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაშს იგებდა, თან დამაჯერებლად, და შემდეგ პირველივე, ან მეორე მატჩებში მარცხდებოდა. საკმაოდ განვიცდიდი. ზოგადად, მე არ ვარ ფეხბურთის მოყვარული, ამ სიტყვის ღრმა მნიშვნელობით. გამოთქმა 'ეს უფრო მეტია, ვიდრე სპორტი' არასდროს განმიცდია ფეხბურთის ყურებისას. ერთი-ორჯერ მქონდა ეს მომენტი ჩოგბურთზე. მაგრამ არც ჩოგბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივრად ვთვლი თავს, თუმცა ყველაზე მეტად მიყვარს. ან შეიძლება მხოლოდ ჩოგბურთის გულშემატკივარი ვარ, ვინ იცის.

  მოკლედ, იმას გეუბნებოდით, რომ ესპანეთი, როგორც ერთი მთლიანი, 2008 წელს აღვიქვი, როცა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. თავიდან გადავწყვიტე, რომ აღარ მეგულშემატკივრა მათთვის, ვინაიდან გულწრფელად მჯეროდა, რომ მე მათთვის ცუდი იღბალი მომქონდა. ხანდახან ცრუმორწმუნე ვარ, ვაღიარებ. მაგრამ პირველივე თამაშს ვუყურე და ბოლომდე ასე მივყევი. 

 მერე კი დაიწყო ის, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდი. რაღაც ჩემი, საყოველთაო გახდა. ხალხმა ესპანეთის შესახებ გაიგო და რახან ჩემპიონები გახდნენ, ჩათვალეს რომ მათთვის უნდა დაეჭირათ მხარი, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა. 

 და აი, წელს 'მიდგა'. 

 გუშინ ბოლო წუთებზე ტელევიზორს გამოვეცალე და კომპიუტერში გრეის ანატომია ჩავრთე, ყურსასმენები გავიკეთე და ხმამაღლა ავუწიე, კომენტატორის ხმას ჩემამდე რომ არ მოეღწია. არადა საერთოდ ვერ აღვიქვამდი, რას ვუყურებდი. თან ანგარიშს ვნახულობდი, აკანკალებული ხელებით. 

 იცით, რას ნიშნავს, როცა 117-ე წუთზე [როცა თამაში 120-ე წუთზე უნდა დამთავრდეს] შენი გუნდი გოლს გაიტანს? 

 იმას, რომ ყურსასმენები ნერვიულად მოიძრო ყურებიდან, წამოხტე, ხმამაღლა იყვირო და იხტუნო.  


 ესპანეთი საყოველთაო გახდა. მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემი ესპანეთი ჩემთან რჩება, და მას ვერასდროს გაიცნობენ.


p.s

 რაფაელ ნადალმა 2008 წელს როლან გაროსი და უიმბლდონი მოიგო. იმავე წელს, ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა. წელს, რაფამ მეორედ შეასრულა 'დუბლი' და კვლავ, როლან გაროსი - უიმბლდონი მოიგო. ესპანეთის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

11 comments:

  1. ჩემი ესპანეთი 2002 წელს დაიწყო ფერნანდო ტორესის ამ ილეთით :)

    http://image.hotdog.hu/_data/members0/136/985136/images/fernando_torres_01.jpg

    ნახე, რა ბავშვია აქ :))
    მერე კასილიასი აღმოვაჩინე 2008-ში, როცა ესპანეთმა გერმანიას ჯიგრულად დაახურა! ვაიმე, როგორ გულით გამიხარდა. ამდენი გახარებული "პატარა ბიჭი", რამდენიც ესპანეთის ნაკრებში იყო, მგონი, იმ წელს არავის ჰყავდა.
    ამის შემდეგ (როგორც კი ბრაზილია გამოვარდა), ეგრევე ესპანეთზე გადავერთე. მანამდეს ვჭოჭმანობდი, ესპანეთის სიყვარული გულს მიღონებდა და აჰა!
    აჰა!
    აჰაააააააა
    კასილიასს არც ერთი გოლი არ გაუშვია მთელი ჩემპიონატის მანძილზე. რა ნახტომი და ტრიუკები გააკეთა! ჩემი ფავორიტი და გმირი მეკარეა.

    Espana, yo te quieroooo!!!

    ReplyDelete
  2. ramxela samkutxedia nadali espaneti da shen :D
    nu echvianob espanetze, nu, xalxs xom gamarjvebebi uyvars da mere gamarjvebulebis sheyvareba.
    tumca vici, mec maseti var da mitqvams kidec xshirad, rom vechvianob mwerlebze, musikaze, mxatvrebze da a,sh :D hoda aba rogor gagamtyuno :D magram shen xom hseni espaneti gaqvs, mat ki mxolod fexburti.

    amxela emociebi didi xania ar mqonia, es sul am 117-e wutis damsaxureba iyo! :))))) <3

    ReplyDelete
  3. როგორ მესმის შენიიი:) მთელი ბავშვობა მიყვარდა რაული და შესაბამისად მადრიდის რეალი და ესპანეთის ნაკრები.ჩემი ოთახის კედლები აჭრელებული იყო რაულის ფოტოებით, რომლებიც მერე რემონტმა იმსხვერპლა :(
    ტირილით მოვკვდი და ერთი კვირა ვგლოვობდი 2006 წლის ჩემპიონატზე კორეასთან რომ წააგო ესპანეთის ნაკრებმა... მოკლედ სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ. ერთადერთი რაზეც გული მწყდება, ესპანეთის ნაკრები რაულის გარეშე გახდა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ...

    ReplyDelete
  4. Zurriuss, ფერნანდო ტორესისი ეგ ილეთი 2006 წლისაა და არა 2002-ის :P :))2002-ში ძალიან პატარა იყო ნაკრებისთვის :)

    babisa, ჰო, აი ასე ვარ მეც - რაც მიყვარს, მინდა სხვებსაც გავაგონო, და მერე როცა იმათაც უყვარდებათ, ეჭვიანობას ვიწყებ :D პ.ს თუმცა, გააჩნია ადამიანებსაც, ყველას არ ეხება :)

    Anonymous, რაულზე მეც მწყდება გული, თუნდაც სულ სათადარიგოზე მჯდარიყო, მასთან ერთად უნდა მოეგო ესპანეთს.
    ჰოდა, 2006-ში საფრანგეთთან წააგო ესპანეთმა :) კორეასთან 2002-ში :)

    ReplyDelete
  5. Cemi rom daiwyo, ise Zlierad daiwyo, rom qariSxaliviT movarda da gamomaqana da davsaxldi kidec samudamod am Cems usayvarles espaneTSi :-) dabadebidan ido CemSi aSkarad espanuri geni :D

    ReplyDelete
  6. ვაიმე....
    მომასულიერეთ კი არადა
    აბსოლიტურად ანალოგიური სიტუაციაა :)
    ჩემი ესპანეთიც რაულიდან იწყება.
    2002-ში მსოფლიო ჩემპიონატზე.

    ჩემს ძმას უყვარდა ძალიან.. ყველგან მისი სურათები .. ყველასთან მასზე ლპარაკობდა და ა.შ.
    მე იმ პერიოდში საერთოდ არ მაინტერესებდა ფეხბურთი
    2002 წელს კი თითქმის ძალით დამსვა ტვ-სან და მაყურებინა...


    მერე ძალიან შემიყვარდა როდესაც გავიგე რომ ყველა თავის გატანილ გოლს მეუღლეს უძღვნიდა :რამანწიკა: მისი ეს ჟესტი გოლის გატანის შემდეგ ისე მომწონდა თითქოს მე მეძღვნებოდა. :)

    ჰო ამის მერე მიყვარს რაული, რეალი და ესპანეთი

    და როდესაც 2008-ში ესპანეთის ნაკრებში რაული ვერ დავინახე მივხვდი რომ მხოლოდ რაული კი არა ესპანეთი მიყვარს, როგორც ერთი მთლიანი.

    ReplyDelete
  7. ჰო რაულმა ისე ამაღლევა დამავიწყდა მეთქვა არც მე მიყვარს როდესაც ის რაც მე მიყვარს ყველას უყვარს. სულ ვაკვირდები რომ ისეთი რაღაცეები მიყვარს რაც ბევრს არ უყვარს, ბევრმა საერთოდ არ იცის მათ შესახებ. საყოველთაოდ აღიარებული რაღაცეები მძაგს. :)

    ReplyDelete
  8. AnnA, რა ბედნიერი ხარ რომ ესპანეთში ცხოვრობ.. :)

    უბრალოდ, მადლობა! და მე მიხარია, ესპანეთის მოყვარულ ადამიანებს რომ ვხვდები :)

    hexe, ჰმ, ჰექსე, უფრო და უფრო მეტ საერთოს ვპოულობ შენთან :))

    ReplyDelete
  9. ნატალია სხვა ბლოგი გავაკეთე და ლინკი ჩასორე რა :უსერ: ^_^ <3

    http://klounuri.wordpress.com/

    ReplyDelete
  10. აი, მე კი პირიქით ვარ, როდესაც რამე მომწონს მინდა ყველამ იცოდეს, გაიგოს და გაიზიაროს ეს სიხარული. როდესაც ახალ მუსიკალურ ჯგუფს გავიგე, ყველას ვასმენინებ და ვეუბნები, აი ნახე რა კარგია თქო. როდესაც რაღაც ახალ ადგილს ვპოულიბ ასევე ყველას ვაგებინებ. არასდროს მესმოდა ადამიანების (რომლებიც საქართველოში მრავლად არიან), რომლებიც ვთქვათ რაღაც მუსიკალურ ჯგუფს გაიგებენ და ჰგონიათ, რომ მათ კუთვნილებაა და თუ ვინმე გაიგო ძალიან სწყინთ.

    ReplyDelete