Friday, June 4, 2010

A Medical Student Blog

ამ ბოლო დროს სულ ერთ რამეზე ვარ კონცენტრირებული და მგონია, რომ სხვა ყველაფერს მოვწყდი. ჰო, ინტერნეტიც არ მქონდა რამდენიმე დღე. ზუსტად იმ დროს, როცა საშინლად, საშინლად მჭირდებოდა. თემა მქონდა დასაწერი და მთლიანად ინტერნეტზე ვიყავი დამოკიდებული, რომელიც მაინცდამაინც იმ დროს გაითიშა, თან ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ისე, რომ ვერაფერს ვიღონებდი. ასეთ დროს ისეთი სასოწარკვეთილი ვარ, რომ მგონია სამყაროს დასასრული დადგა. უკანასკნელ მომენტში ინტერნეტი ჩაირთო. ხანდახან ძალიან მიმართლებს, მართლაც.

დღეს ბოლო ლექცია მქონდა. წარმოგიდგენიათ? ამის შემდეგ, როცა დილით ჩვეულებრივი სტუდენტები ადგებიან და უნივერსიტეტებში წავლენ, მე აღარ ავდგები. ცოტა რთულია იმასთან განშორება, რაც ბოლო რვა წელი [დიახ, ასე დიდხანს] ჩემი ცხოვრების წესს შეადგენდა. ერთი სახელმწიფო გამოცდა დამრჩა და მერე სტუდენტი აღარ ვიქნები, და ეს ისეთ წარმოუდგენელ ამბად მეჩვენება, რომ ფიქრშიც ვერ ვახერხებ გააზრებას. მერე ალბათ ბანკეტიც გვექნება. [როგორი ბანალურია ყველაფერი - სწავლის დამთავრება, გამოცდა, ბანკეტი, ექსკურსია.. მაგრამ მე მაინც მსიამოვნებს]

გამოკითხვის პროცესი მენატრება. რა სასაცილოა არა? კომპიუტერში ცალკე ფოლდერი მაქვს, სადაც მთელი ჩემი სტუდენტური ისტორიაა შენახული, უამრავი ფოტოთი და ვიდეოთი.
საქმე ისაა, რომ არც აქტიური სტუდენტობა მქონია, და არც მხიარული, მაგრამ მაინც გაუსაძლის სევდას ვგრძნობ. რაღაც ეს სიტყვა მოუხდა ყველაზე მეტად ჩემს განწყობას.

რა ვუყო ამდენ თავისუფალ დროს, რომელიც მანამდეც მქონდა ხოლმე, არდადეგებზეც და ისეც, მაგრამ ეხლა ძალიან თავისუფალი გახდა. იმედია ბლოგზე დღეში რამდენჯერმე პოსტვას არ დავიწყებ.

ანუშკა მენატრება, და კიდევ სხვები..

10 comments:

  1. ეგ მომენტი ისე უკიდეგანოდ მაშინებს, რომ ლამისაა კურსზე ჩავრჩე :D

    ReplyDelete
  2. ntvare, ar ginda shens jguftan ertad viaro xolme leqciebze? :mo:

    ReplyDelete
  3. აღარ ვიცი მოგილოცო თუ არა სწავლის დამთავრება.
    გულ ნუ გაიტეხ, ეხლა უფრო საინტერესო რამეები დაიწყება შენს ცხოვრებაში
    თუ გსურს ჩემს საინტერესო ლექციებზე წაგიყვან ხოლმე ;)

    ReplyDelete
  4. მოკლედ, ნასტავლი გოგო გქვია ახლა შენე და შეგიძლია, გაეპრანჭო რაფას. მეტი რა გითხრა :))

    ReplyDelete
  5. hoda
    am kvirashi gcalia ho? ^^

    ReplyDelete
  6. natalia, kide kai dghes aq shemovedi da sheni posti vnaxe!!!
    dzalian gamixardi! imdenad ver vicli rom sakutar blogzec ver shevdivar bolo ori kviraa...\\

    menatrebi, da danarchens fb-ze mogcer :)

    ReplyDelete
  7. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება..

    ისე, ეს ტავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოიყენე და დაისვენე.. :)

    გული მეც მწყდება, რომ ვამთავრებ, ალბათ, სტუდენტობის ნოსტალგიებიც ისევე შემაწუხებს, როგორც სკოლისა მაწუხებს...

    ReplyDelete
  8. წარმატებები და კარგი სამსახური/კარგი კარიერა ^_^

    და 8 წელი სწავლობდი? :შ

    ReplyDelete
  9. ინოგდა ჯა დუმაჯუ: ჩჯოჯოჯოჯო დელატ? ა ინოგდა, ჯა ფროსთო დელაჯუ...
    ფრიქინ'...:)

    ReplyDelete
  10. არც აქტიური სტუდენტობა მქონია, და არც მხიარული, მაგრამ მაინც გაუსაძლის სევდას ვგრძნობ. რაღაც ეს სიტყვა მოუხდა ყველაზე მეტად ჩემს განწყობას.

    მეც ზუსტად... არც ჯგუფი მყავდა მხიარული, არც არაფერი, მაგრამ მაინც სევდას ვგრძნობ. მაგისტრატურაზე ბევრი ჩემი ჯგუფელ-კურსელი სწავლობს და შედარებით მიიოლდება.

    ReplyDelete