
ჩემი ბინა იქნება 4 სართულიანი სახლის მესამე სართულზე. აი, ჩვეულებრივ კორპუსში კი არა, უფრო არასტანდარტულში, შიგნით რომ შეხვალ და კერძო სახლის შთაბეჭდილებას ტოვებს. აუცილებლად ექნება დარაბები, თანაც - მწვანე.
[შთაგონებულია ამ ფოტოთი]

ოთახები იქნება ნათელი და მზიანი [თუნდაც მოღრუბლულ ამინდში]. სამზარეულო ძალიან მყუდრო და თბილ ფერებში. მახსოვს, ერთი საახალწლო რუსული ფილმი ვნახე და იქ მთავარ გმირ გოგონას აქვს ისეთი სამზარეულო, რომ სიმყუდროვისგან სავარძელზე მოიბუზები და გენდომება, ხელში დიდი ჭიქით ცხელი ყავა გეჭიროს და თვალები დახუჭული გქონდეს.

სამზარეულოს ფანჯრებზე მექნება ჭრელი და გამჭვირვალე ფარდები, აი ისეთი, მხოლოდ სამზარეულოს რომ უხდება. აქ გავატარებ უმეტეს დროს - გამოვაცხობ, სტუმრებს მივიღებ და ნოუთბუქთან ვიჯდები. [მარტო მე მაქვს ასეთი გართულება სამზარეულოზე, თუ თქვენც გიყვართ?]
საძინებელი იქნება ღია მწვანე ფერში [დაახლოებით ისეთში, როგორიც ახლაც მაქვს], მექნება ფართო საწოლი და კარადა უამრავი სათავსოთი. სარკეები, დიდი ფანჯრები და აივანი, საიდანაც სასურველია ლამაზი ხედი იშლებოდეს. ჰო, აუცილებლად საწერი მაგიდა, უამრავი წვრილმანით [ბლოკნოტები, სტიკერები, შუში სუვენირები..] და წიგნების თარო.

ნუ, აბაზანაზე რა საჭიროა წერა.
და კიდევ ერთი ოთახი - მისაღები, ყოველდღიური თუ რაც არის, მოკლედ ოთახი, რომელიც ყველაზე დიდი იქნება, ტელევიზორით, რბილი დივანით, დაბალი მაგიდით და ბევრი სივრცით.

ჰო, ფოტოები არც ისე ემთხვევა ჩემს წარმოდგენილ ოთახებს.
აი ასე, მხოლოდ 3 ოთახისგან შედგება ჩემი მწვანე დარაბებიანი, ნათელი სახლი.
პ.ს კადნიერებას ვიჩენ და რატომღაც, ეს სახლი საფრანგეთში ან იტალიაში წარმომიდგენია.
ლამაზი იქნება ^_^
ReplyDeleteმე გერმანიაში წარმომიდგენია :შ
ან სკანდინავიის რომელიმე ქვეყანაში :შ
მაცხოვრებ შენთან?
ReplyDeleteცოტა ხნით.. :)
მეც ძალიან მინდა ეგეთი პატარა, ლამაზი, ჩემი სახლი... მყუდრო საყვარელი სამზარეულოთი :)
ReplyDeleteბოლო ფოტოდან ხედი, უფრო სწორედ ოთახი ასეთი ფართო ფანჯრებით და ხედით ისე მინდა...
ReplyDeleteაბაზანაზე კი ბევრს დავწერდი :)
მყუდროა შენი ოცნების სახლი :)
მეც როგორ მინდა ცალკე და მარტო ცხოვრებაა, როდის დადგება ეგ დრო!
ReplyDeleteჩემი სახლიც მწვანე იქნება, ოღონდ კერძო და უელსში აუცილებლად ;))
raiooo? espaneTSi ar aris Seni saxli???? O_o :)))))
ReplyDelete:P
ReplyDeletevasasi, დიდი სიამოვნებით გაცხოვრებდი :)
ReplyDeleteSophie, ხოდა რომ მექნება [ოდესმე] ჩემს სამზარეულოში დავსხდეთ ხოლმე :))
AnnA, ჰმ, ესპანეთს დაწერაც არ ჭირდება. :D კი არადა, იმ მომენტში რატომღაც ეს ორი ქვეყანა მომივიდა თავში, არ ვიცი რატომ :))
xooo, mec ara vTqvi, ra xdebaaa :D :D
ReplyDeletemmm me mgonia, shens saxls stumris otaxi aklia, romelsac mere shvilistvisac gamoiyenebdi :)))))
ReplyDeleteერთი ცალი ჩემთვისაც, თუ შეიძლება :)
ReplyDeleteმარტო ცხოვრება ძალიან, ძალიან კარგია...
ReplyDeleteგისურვებ, გამოცადო :)
P. S. სამზარეულო რულზ :)
babisa, სტუმრებს living room-ში დავაძინებ-მეთქი, ასე ვიფიქრე, ან ჩემს ოთახში :)) თუმცა შეიძლება კიდევ ერთი პატარა, მყუდრო ოთახის მიმატება :))
ReplyDeleteახლა ჩემს სახლზე ნუ მომაყოებ, თორე სპამერობა გამომივა :))
ReplyDeleteრაღა დაგიმალო, და, მქონდეს ეგეთი სახლი. კიდევ ორ კაცს (ნუ ქალს) ავიტან :))
მაგარია :) ჩემი სახლი კვებეკში იქნებოდა
ReplyDeleteაქ ტრადიციული ფრანგულ-იტალიური დეტალები ვერც მე დავიჭირე, უფრო რაღაც ჩრდილოეთია