ყველაზე აქტიური ფერები - მწვანე და იისფერის კომბინაცია.
უიმბლდონი იწყება, ყველაზე დახვეწილი და არისტოკრატული საჩოგბურთო ტურნირებს შორის.

თანამედროვე ჩოგბურთი მე-19 საუკუნის ინგლისში ჩაისახა. თუმცა მანამდე, განსხვავებული ფორმით ის უკვე არსებობდა და პოპულარული იყო საფრანგეთსა და ინგლისში [წყარო - http://en.wikipedia.org/wiki/Tennis].

ანუ, ჩოგბურთი უმეტესად სწორედ დიდ ბრიტანეთთან ასოცირდება, და რა გასაკვირია, რომ უიმბლდონი განსაკუთრებული ტურნირია სხვებთან შედარებით. წელს ის კიდევ უფრო განსაკუთრებულია - დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელოდებიან სტუმრად, რომელიც 30 წელზე მეტია, აღარ ყოფილა აქ.

ჰო, უიმბლდონს განსაკუთრებული წესები აქვს. მაგალითად, თვითონ შეუძლიათ გადაწყვიტონ, ვინ რა ნომრად განთესონ. ასევე, ყველა ჩოგბურთელს აუცილებლად თეთრი ფორმა უნდა ეცვას.
დიდი სამზადისი


წინა კვირას კი თითქმის ყველა შეიკრიბა:
კიმ კლაისტერსი

ჟუსტინ ენინი

მარია შარაპოვა


რაფაელ ნადალი


როჯერ ფედერერი


[მე რომ უიმბლდონის თამაშებს ვესწრებოდე, თეთრ შორტებს და ამავე ფერის მაისურს ჩავიცვამდი, რომელსაც მუქი მწვანე ფერის დეტალები ექნებოდა :)]
რაფას ბლოგი კვლავ გააქტიურდა, ახლა უკვე ლონდონიდან. პირველი პოსტიც დაწერა უკვე, და ბედნიერია, რომ ორი წლის შემდეგ კვლავ მიეცა შესაძლებლობა, ამ [მისთვის] განსაკუთრებულ ტურნირზე ითამაშოს.
აი ასე. ახლა კი, Let play begin!

me rom vescrebode tetri sportuli maika da jinsebi mecmeboda, fexze sandlebi, shens gverdiT meqneboda adgili da civ yavas, xrashuna nushian suxars da cota shokolads movimaragebdi xolme :) da fartod gavicinebdi!
ReplyDeleteრაფა რაფაა! რაფასკენ ვარტ მტელი ქარტული ბლოგოსფერო ხო??
ReplyDeleteმოკლედ, ჩვენ ფეხბურთში და შენ ჩოგბურთში პარალალურად გვიცახცახებს ხერხემლები.. :)
ReplyDeleteმე გული იმაზე მწყდება, რომ წელს ფეხბურთის ჩემპიონატი უიმბლდონს დაჩრდილავს :(((
ReplyDeleteგანსაკუთრებით ფინალზე მაძაგძაგებს ხოლმე, არცერთი სხვა დიდი მუზარადის ფინალს ასე არ განვიცდი და ისეთი სიამოვნებით არ ვუყურებ, როგორც უიმბლდონისას. ოღონდ წელსაც უილიამსები ნუ გავლენ ფინალში, ღმერთო!!!
რას ჩავიცვამდიო და დავიბენი :) არ ვიცი, რას ჩავიცვამდი, მგონი ტანსაცმელი სულ დამავიწყდებოდა, მანდ რომ მოვხვედრილიყავი :) თეთრ სარაფანს ჩავიცვამდი და მწვანე ჟაკეტს, ალბათ :)
P.S. @ როდრიგო, ჩემ გარდა ;) ROGER ROGER ROGER!!!
უაღრესად მშვენიალური პოსტია და შარაპოვას ფეხები ჩამაკბეჩინა :))
ReplyDeleteერთადერთი სპორტია რომელიც მიყვარს : D
ReplyDelete