Monday, June 7, 2010

დღეს კარგი დღეა - 06.06.10

დილიდანვე მზიანი დღე იყო. არა, მზე რომ ანათებდა, მარტო ამიტომ კი არა; დილიდანვე მზიანი დღე იყო.


ბუნება, რომელიც ასე მენატრებოდა, თავიდან ბოლომდე შევიგრძენი. უამრავი ადგილის ნახვით გამოწვეული კმაყოფილებაც.

და კიდევ ის, რომ შეგიძლია იჯდე მანქანაში, მუსიკა ხმამაღლა იყოს ჩართული, გარშემო ადამიანები ხმაურობდნენ, იცინოდნენ და შენ ფიქრობდე, რომ გიყვარს ისინი, ის მომენტი, და გიხარია, რომ აქ ხარ, ზუსტად აქ და არა სადმე სხვაგან.


და ამ ყველაფრის დაგვირგვინება - დღეს რაფაელ ნადალმა როლან გაროსი მოიგო, მეხუთედ.


ჰო, კიდევ, ხვალიდან [უკვე დღეიდან, ღამის 3 საათია, კი არადა, დილის] ნომერ პირველი ჩოგანი ხდება.


დღეს კარგი დღე[ა] იყო :)

7 comments:

  1. ჰეჰ გილოცამ ნადალიკო ;))

    ReplyDelete
  2. daaglijaaaaaaaa :D Vamossssssss :P

    ReplyDelete
  3. და კიდევ ის, რომ შეგიძლია იჯდე მანქანაში, მუსიკა ხმამაღლა იყოს ჩართული, გარშემო ადამიანები ხმაურობდნენ, იცინოდნენ და შენ ფიქრობდე, რომ გიყვარს ისინი, ის მომენტი, და გიხარია, რომ აქ ხარ, ზუსტად აქ და არა სადმე სხვაგან.
    აიიიი ზუუუუუუუსტად.
    საყვარელიი... :***

    ReplyDelete
  4. MAAAAAAAAAN!
    გული ამიჩუყდა რაფაზე, მართლა გეუბნები. უცებ წარმოვიდგინე, თვითონ როგორ გაუხარდა, მერე შენ როგორ გაგიხარდა და მერე უბრალოდ ის წარმოვიდგინე, რომ ერთადერთია, რომელიც 100%-ით იმსახურებს როლან გაროსის ჩემპიონობას :) Bravo, Rafa!

    ReplyDelete
  5. ორივეს გულით გილოცავთ. შენ გამო შემიყვარდა ეგ ტიპი :)

    ჰოდა ორ კვირაში შენი ნახვის იმედი მაქვს ბლოგერების ექსკურსიაზე :*

    ReplyDelete
  6. რა მაგარია, როცა ასეთი დღეები გაქვს.. ფოტოაპარატი არ იქნებოდა ურიგო ასეთ დროს.. ბევრ ფოტოს გადაიღებდი..

    ReplyDelete
  7. მართლაც და კარგი დღე ყოფილა :)

    ReplyDelete