Wednesday, April 14, 2010

My green shadow

გუშინ ავტობუსში ორი ბიჭის საუბარს მოვკარი ყური. ვარჯიშიდან ბრუნდებოდნენ ალბათ, დიდი სპორტული ჩანთები ქონდათ ორივეს. ერთი ამბობდა, ნეტავ 10 წლის მერე დამანახა, როგორ ვიქნებიო. მეორემ უპასუხა, რად გინდა, მერე გული რომ გაგისკდესო?..

მე არ მინდა ვიცოდე, რა მელის მომავალში. სწორედ ამიტომ არის ცხოვრება საინტერესო, რომ მოლოდინით არის სავსე. სულ ყოველთვის და ყველაფერს ველოდები, ზოგჯერ მეტად უმნიშვნელოს და ზოგჯერ გადაჭარბებულადაც.

მაგრამ მიზანი, მიზანი ყოველთვის უნდა გქონდეს ადამიანს. თუმცა ამ ეტაპზე, ჩემი მომავალი მეტად გაურკვეველია და ეს მაშინებს. წელს სტუდენტობის პერიოდს ვამთავრებ, და მერე არ ვიცი, რა იქნება. უკვე აღარ ვიცი, მეყოფა თუ არა ძალა, რომ ველოდო. ესპანეთი ძალიან შორეული მეჩვენება, რეზიდენტურა - განუხორციელებელი. მადლობა ღმერთს, რომ ფინანსურად არ შემიძლია საქართველოში სწავლის გაგრძელება, თორემ რაღაც მომენტში მომბეზრდებოდა და უარს ვიტყოდი ჩემს დიად მიზნებზე, დავრჩებოდი აქ და სავარაუდოდ, თავს ძალიან უბედურად ვიგრძნობდი მაშინ, როცა გამახსენდებოდა, თუ რისი მიღწევა მსურდა.

ასეთ პერიოდში როცა უკან ვიხევ თითქოს, ისეთ ადამიანებს ვხვდები, რომ ძალა მომეცემა ხოლმე. ასეთი ადამიანები არ მეუბნებიან ’სად მოდიოდი’, ’აქ რამ ჩაგაბარებინა’ ან ’დიაგნოსტიკა აირჩიე, სუფთა საქმეა..’ ისინი საერთოდ არაფერს მეუბნებიან; არც არის საჭირო რამის თქმა. უბრალოდ, რომ უყურებ თუ როგორები არიან ისინი, ისევ გიბრუნდება რწმენა, რომ შენც გამოგივა.

ასეთ დროს ყოველთვის ნოდარ დუმბაძის ’მარადისობის კანონი’ მახსენდება ხოლმე. კანონი, რომელსაც გაუცნობიერებლად ყველა ვასრულებთ.

8 comments:

  1. ki, miznebi unda gvqondes, magram me grzelvadiani gegmebi da miznebi ar miyvars. minda, rom kargad vigrzno tavi,magram es sheizleba ert weliwadshi sxva ram iyos da ara is, rac wels mgonia, rom mere kargad magrznobinebs tavs.. amitom moklevadiani gegmebi maqvs xolme da danarchens dro moitans, hope so :)

    ReplyDelete
  2. მეც შენს დღეში ვარ..

    წელს ვამთავრებ და მერე არ ვიცი...

    მაგისტრატურაზეც არ მინდა ფიქრო, ჩემი პროფესიით ხარისხიან განათლებას ვერსად მიიღებ..

    ასე თუ ისე, ჯიპაში შეიძლება, მაგრამ ძვირია და ჩემებს ნამდვილად ვერ დავავალდებულებ..

    ReplyDelete
  3. babisa, grdzelvadiani gegmebi mec ar maqvs, imitom rom rac davgegme, araferi shemisrulda. ertaderti mizani maqvs, rom gavxde eqimi da didad arc maqvs chamoyalibebuli rogor, rodis da sad unda moxdes es :))

    vasasi, eh :(

    ReplyDelete
  4. მგონი, ძალიან ბევრს ფიქრობ :)

    ReplyDelete
  5. natalia, aq aris uamravi granti universitetebSi (samedicino, marTali giTxra, ar vici, Sexeba ar mqonia...). iqneb gecada?

    ReplyDelete
  6. AnnA, ინტერნეტით კი ვეძებ შიგადაშიგ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ :) აი სწორედ სამედიცინოზეა რთული გრანტის მოპოვება :)

    ReplyDelete
  7. გაურკვეველ მომავალს რაც შეეხება - სჯობს, ასე იყოს...

    მე მქონდა ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ჩემი მომავალი ძალიან, ძალიან გრკვეულდ დავინხე და სუნთქვა გამიჩერდა და გული შემეკუმშა...

    მას მერე ასე არფერი არ მიხარია, როგორც ის, რომ რელსებიდან ჩამოვედი...

    აი ასე :)

    ReplyDelete