არა, ამ შემთხვევაში რამე განსაკუთრებულს არ ელოდოთ. უბრალოდ, ასე შემთხვევით აღმოვაჩინე ერთი მსახიობი.
რამდენიმე კვირის წინ IMDb-ზე ვათვალიერებდი ფოტოებს და თვალი მოვკარი ვიღაც ქალის სახეს, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. გადავედი მის ფოტოზე და ვეღარც მოვწყდი..

Amira Casar - მსახიობია, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, თუმცა ძალიან საინტერესო წარმომავლობა და ასეთივე საინტერესო გარეგნობა აქვს. დაიბადა ირლანდიაში, დედა რუსი ყავს [ან ყავდა], მამა კი - ქურთი. ალბათ ამ უკანასკნელი მიზეზის გამო, მასში რაღაც აზიური იგრძნობა, თუნდაც თვალები.. საოცარი თვალები აქვს.


და სხვანაირი სილამაზე - ერთი შეხედვით არ იძლევა ისეთ ეფექტს, როგორსაც მაშინ, თუ კარგად დააკვირდები. რაც მეტს ვუყურებ, მით უფრო ვიხიბლები. მე კი სწორედ ასეთი სილამაზე მომწონს..


ხანდახან მონიკა ბელუჩს ჰგავს თითქოს, მაგრამ მე უფრო სხვას მაგონებს..


მე ვთვლი, რომ ადამიანებს გარეგნობაზე ეტყობათ თუ როგორი პიროვნებები არიან. განსაკუთრებით - თვალებზე.
და თუ ჩემს თავს ვენდობი, ჩისკა კარგი ადამიანი უნდა იყოს, ისეთი თბილი თვალები აქვს..

ზუსტად ვერ გეტყვით, რა აქვთ ამირა კასარს და ჩისკა პერელოს საერთო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ერთმანეთთან ასოცირდებიან ჩემთვის..


პ.ს როგორც ანუშკა თავის Hippie Song-ს, მე ამირა კასარს ვინახავდი დიდ ხანს ასე და არავის ვაჩვენებდი, რომ საბოლოოდ მასზე ეს პოსტი დამეწერა :)
ძალიან ლამაზები არიან. რაღაცნაერი ველური და უცხო სილამაზეა :)
ReplyDeleteრაფას girlfriend-ი მომწონს ძალიან.. <3
ReplyDeleterogor velodebodi am qalebs <3
ReplyDeleteorive sayvarlebi arian
ReplyDeleteda ra aqvt saerto da tvalebi - me ase mgonia
momnusxveli mzera :)
uu lamazebi arian;))
ReplyDeleteორივე ლამაზია მართლა.
ReplyDeleteამირაზე დაბადების ადგილი ლონდონი წერია imdb-ზე.
ჩისკა ტიპური ესპანელია. ცეცხლოვანი.
Kate, ui ho, Londonshi dabadebula da Irlandiashi gazrdila :)
ReplyDeleteლამაზია ძალიან. შერეული სისხლის ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულები გამოდიან.
ReplyDeleteმე კიდევ - ორივე ქალი "ჩვენს" ბლოგერ ანუშკას მივამსგავსე, I mean Candy :)
ჩისკა უფრო მომწონს
ReplyDeleteგაცილებით უფრო