Sunday, April 25, 2010

დაგვიანებული პოსტი წიგნის ფესტივალზე

სამედიცინოში გვიან მივედი, 4 იყო დაწყებული. ანუ უკვე ის დრო იყო, როცა ყველაფერი არეულია ხოლმე - ყველა წიგნთან ბევრი ხალხია და წესრიგს არავინ იცავს.

ზოგიერთი რამ ისევე იყო, როგორც გასულ წელს.

მაგალითად, დეფის მაგიდის გარშემო უამრავი თვალებანთებული გოგონა იჯდა:

დეფი წინიდან


დეფი უკნიდან


ცაგარელთან უამრავი ადამიანი იდგა.


ესეც ცაგარელის თავს ხდება


ჯუმბერ ლეჟავასთან კი 2-3 კაცი იყო მხოლოდ [არადა რამდენი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია ამ ადამიანს..]


იყვნენ ახალი წიგნებიც; მაგალითად, გოგა ჩანადირი. ერთ ხანს ვფიქრობდი, რომ მივსულიყავი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. თუმცა თვალს ვერ ვაშორებდი, ვინაიდან ძალიან მაგონებდა როჯერ ფედერერს [მართლა გავს, თუ მე ვამსგავსებ მხოლოდ?].


ასევე, ახალი წიგნი იყო დათო რობაქიძე, რომელიც კარგად გემახსოვრებათ ნიჭიერიდან. მასთან სრული ანშლაგი იყო, რაც ალბათ არც არის გასაკვირი, ნიჭიერის ნახევარფინალში მისი ნომრების შემდეგ.


დათო აკრიანის წაკითხვა მინდა ორივე ფესტივალია და ვერ მოვახერხე. რაღაც მაგიური ძალა მიშლის ხელს :D


ჩემი ზურგსართი


[ეს 2 ზომით დიდი მაისური ისე მიყვარს, მეორე წელია მშვენიერ სამსახურს მიწევს]

ჰანნას ზურგსართი


ბიბლიოთეკის ერთ კუთხეში აღმოვაჩინე ’ტკბილი ქვეყანის’ ძალიან ბევრი ტკბილეული და თავი სამოთხეში მეგონა :D მერე გავიგე, თურმე სპონსორი ყოფილა.

გავიცანი როდრიგო, რომელსაც ძალიან კეთილი და თბილი ღიმილი აქვს. [აქვე, მანაც დაწერა პოსტი წიგნის ფესტივალზე, შეგიძლიათ იხილოთ - გაყინული წიგნის ფესტივალი]

პოეზიის საღამოს ნახევარს დავესწარი და წამოვედი, ძალიან დაღლილი ვიყავი და რა თქმა უნდა, თავი მტკიოდა.


საბოლოო შეფასებით, ყველაფერმა სასიამოვნოდ ჩაიარა, მე მიყვარს ეს ფესტივალი : )

პ.ს ფოტოები ჰანნამ მომაწოდა, მაგრამ ფოტოგრაფი ვინ არის არ ვიცი, თორემ მივაწერდი.

12 comments:

  1. 23-ში მეც რარაც გადაღებაზე ვიყავი, თურქული რახათლუქუმითა და ფახლავათი ამოვსკდი..


    არ ვიცოდი, თორემ აუცილებლად წამოვიდოდი წიგნის ფესტივალზე..

    სადაც წიგნებია, ჩემი სულიც იქ ტრიალებს.. :D

    ReplyDelete
  2. "იყვნენ ახალი წიგნებიც; მაგალითად, გოგა ჩანადირი." - LOOOL - ეს ალბათ სისწრაფეში შეგეშალა, თორემ არა მგონია, ჩანადირი ახალი წიგნი იყოს :D :D არ ჰგავს ფედერერს, არა და არა! :P
    როდრიგოსთან უკვე წავიკითხე და ერთადერთი, რაზეც გულის დაწყვეტა შეიძლებოდა, ის იყო, რომ თქვენი გაცნობა ძალიან მაინტერესებდა. იმედია, ოდესმე გნახავთ

    ReplyDelete
  3. ვასასი, როგორ არ იცოდი, პოსტიც ხომ დავწერე წინასწარ. ეხლა გული დამწყდა რომ არ იყავი.

    სოფი, I mean, ახალი წიგნი ანუ შარშან არ ყოფილა ’წიგნად’ , წელს პირველად იყო-მეთქი :)) [ანუ, არ გავს ფედერერს? აბა ჩემში რატომ იწვევს ასეთ ასოციაციას :( ]

    ReplyDelete
  4. რაღაცით მართლა გავს ფედერერს. ისე რა უხერხულია ჯუმბერ ლეჟავასთან ასე ცოტა ადამიანი რომ ზის. ზოგადად კი, წიგნებთან დაკავშირებული რაც არის – ყველაფერი კარგია. ვეცდები ივნისში თუ როცა არის ხოლმე უფრო მაშტაბურად, მივიდე ერთხელ მეც, ვახ.

    ReplyDelete
  5. არ წამიკითხავს.. :( ისეთი დაკავებული ვარ ათასი საქმით, რომ ბლოგებისათვის ვერ ვიცლი და გამომრჩა, თორემ..


    :(

    ReplyDelete
  6. ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ წიგნების ფესტივალზე სიიაფე უნდა იყოს, დებო/ძმებო :)

    ReplyDelete
  7. mindoda mec mosvla rogor.. kargi iqneboda

    ReplyDelete
  8. Zurriuss, ეგ მეც ძალიან მინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ორგანიზატორებზე არ იყო დამოკიდებული წიგნების ფასი.. გამომცემლობები მოვიდნენ საკუთარი წიგნებით და საკუთარი ფასებით :)

    ReplyDelete
  9. აი, რაღაცნაირი დღე იყო. ხო წვიმდა და შენ ვერ გიპოვე და სადაც წიგნები იყო გაშლილი იქ ბნელოდა,თან დიდ ხანს მინდოდა დარჩენა და არ მაცადეს, სამსახურში მოდიო. :(
    არადა, იმდენი ხნის უნახავი ნაცნობი ვნახე და ისე კარგად ვკითხულობდი ბუნდოვანს <3
    ხოოდა, კი ცოტა ხნით ვიყავი, მაგრამ გავიგე რომ ,,ტკბილ ქვეყანას'' სულ წუწუნით მოუტანია ის ორი ყუთი ტკბილეულობა, რაც მანდ იყო :(

    კიდევ, ჩანადირის წიგნობა დიდად არ გამეხარდა და ფოკუსებს რომ ყველაზე მეტი მომხმარებელი ყოლია და ,,დიდი გენია''დეფი ისევ გოგოების უპირობო ფავორიტია, არც ეგ მომეცონა დიდად.

    მაგრამ, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ცოცხალი ბიბლიოთეკა ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროექტია, სადაც კი ოდესმე ცხვირი ამომიყვია :)

    ReplyDelete
  10. დეფი მოწოდების სიმაღლეზე იყო :))

    მაინც კარგი იყო :)

    ReplyDelete
  11. Hi... Looking ways to market your blog? try this: http://bit.ly/instantvisitors

    ReplyDelete