Thursday, April 8, 2010

შოკოლადის პოსტი

დღეს წვიმიანი დღეა, ნაცრისფერი და ნოტიო. ჰაერის ტემპერატურა 11 C°, ხოლო ტენიანობა 71%-ია. ამ დროს, როცა გარეთ მსუბუქი ნიავი უბერავს, ნატალია ზის და ცდილობს, აბეზარი ფიქრები თავიდან მოიშოროს - აბეზარი ფიქრები შოკოლადზე, აყვავებულ ხეებზე და იმაზე, თუ როგორ წააგო რამდენიმე წუთის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა.

შოკოლადი მინდა. ისე კი არა, უბრალოდ; არამედ ფსიქოლოგიურად მინდა. როცა ფოტოების ყურებისას წარმოიდგენ, თუ როგორ მოატეხავ ფილას ერთ კუთხეს, როგორ გადნება პირში ნელ-ნელა ნატეხი და როგორ შეიგრძნობ გემოს თხემით ტერფამდე.
[ახსნა: ასე ხშირად იმიტომ ვწერ შოკოლადისადმი ჩემს სურვილზე, რომ არ მეჭმევა და ამიტომ სულ მაქვს მოთხოვნილება. თორემ ვიცი, რომ მაღაზიაში იყიდება და აქ წერის ნაცვლად უნდა მივდიოდე და ვყიდულობდე]

ბოლო რამდენიმე დღის შესაბამისი ფოტო:

პარასკევი, 2 აპრილი



ოთხშაბათი, გუშინ [მე გადავუღე ამ ხეს და იმიტომ არის ასეთი კარგი ხარისხი]



დღეს, sunshine ufter rain.


[საერთოდაც, მინდოდა ყოველი დღისთვის დამედო ფოტოები, მაგრამ დღეები არ მეყო, ყველა ერთმანეთს გავდა მეტ-ნაკლებად, ან ფოტო ვერ შევურჩიე]

8 comments:

  1. ნატალია, რემარკი თუ წაგიკითხავს, ის წერს ხოლმე ყოველთვის სუნებზე, ვისკის და სიგარის სუნზე, გემოზე, მისგან მთვრალ ადამიანებზე,ვისკის კასრებზე..

    მოკლედ, გაუთავებლად.. არადა რაღაც დაავადება ჭირდა, როგორც მე ვიცი, რის გამოც სუნებზე მგონი ალერგიული იყო, და ამიტომ ისე ენატრებოდა ყველანაირი სუნი,შენ რომ შოკოლადი გენატრება, და წერდა და წერდა..

    ჰოდა. "სამი მეგობარი" წაიკითხე რა.. ნეტა მეც მქონდეს ეხლა წიგნი,ფანჯარასთან მივჯდებოდი და დავიწყებდი..

    ReplyDelete
  2. ანუშკა, რემარკის ერთადერთი სწორედ ’სამი მეგობარი მაქვს’ წაკითხული. ეხლა მოვძებნი, თუ ვიპოვე გადავიკითხავ. თან ისეთი წიგნია, ძველი, გაცრეცილი. მე რომ მიყვარს :)

    ReplyDelete
  3. შოკოლადს ვერც მე ვჭამ და მეც ასე ვოცნებობ ხოლმე :|

    არადა სიგიჟემდე მიყვარს :შ

    ReplyDelete
  4. პირველ აბზაცში მეგონა "ამელის" ვუყურებდი/ვკითხულობდი.

    მმმ, ანუშკამ რა გამახსენა, რემარკის "სამი მეგობარი", რა კარგია შაბათი მოდის დღეს და ჩავუჯდები, მეც გაცრეცილი, უძველესი წიგნი მაქვს.

    ReplyDelete
  5. სიგიჟემდე მიყვარს მეც შოკოლადი.
    ეს ორი დღეა იცი რა ამეკვიატა?.

    ნეტავ უტკბილო შოკოლადი იყიდებოდეს სადმე, აუცილებლად გავხდებოდი მისი მყიდველი... :)

    ReplyDelete
  6. vasasi
    utkbilo anu mware xom?
    mec mware shokoladi ufro miyvars
    :)
    ufro igrznoba misi gemo

    ReplyDelete
  7. ჰო, ეგ ვიგულისხმე..

    რამდენჯერაც მწარე შოკოლადის ყიდვა დავაპირე, იმდენჯერ რაღაც საზიზღრად ტკბილი შავი შოკოლადი მომცეს.. :(

    ReplyDelete
  8. ძალიან კარგი სურათებია.
    შოკოლადი დიდი ხანია არ მიჭამია და მენატრება :(

    ReplyDelete