Wednesday, April 5, 2023

Main Character

ორი დღის წინ გავაცნობიერე, რომ ჩემს ცხოვრებაში მთავარი პერსონაჟი აღარ ვარ და მეორეხარისხოვანი, უფრო სწორედ კი supportive პერსონაჟი გავხდი. "supportive" ზუსტად აღწერს იმას, რაც ვარ - რაღაცების და ვიღაცების მხარდაჭერაა მხოლოდ ჩემი როლი. 

ეს აღმოჩენა, ერთი ჩატის ძველი მიმოწერების კითხვისას მეწვია - 2015 წლის მიმოწერებს ვკითხულობდი და ვხედავდი, ჩემი ცხოვრება ჩემ გარშემო ბრუნავდა. ახლანდელ ცხოვრებას შევხედე და თავისთვის ბრუნავს, შიგნით არავინაა. ხანდახან ვეცდები და შევყოფ ხელს, მაგრამ მალევე უკან გამომაქვს და უბრალოდ მივჩერებივარ. ეს, მხატვრულად რომ ვთქვათ.

არა, აქამდე ვერ ვხვდებოდი. ვერ ვამჩნევდი. რაღაცნაირად შემაშინა, ცხოვრება გადის, ახალგაზრდობის წლებს ვკარგავ თითქოს. ზუსტად ვერც ვიხსენებ, როდის დაიწყო ეს ტრანსფორმაცია. ალბათ, პანდემიის დროს, თუმცა მგონია უფრო ადრეც. პანდემიის დროს ალბათ გაიზარდა და პიკს მიაღწია. ანუ, ცხოვრების საუკეთესო წლებს მეორეხარისხოვნად ვატარებ. ისე კი არ ვიცი, რაღაცები გადასახედი მაქვს.

ეს გაცნობიერება ერთგვარი თვალის ახელა იყო. რაღაცისთვის სახელის დარქმევა. აქ დაწერა კი ერთგვარი თერაპიის სეანსიც - ამ უმცირესი აუდიტორიის წინაშე. თუ არსებობს კიდევ ეს აუდიტორია საერთოდ :)

სოციალიზაცია მაკლია. ამას მივხვდი კიდევ. მხოლოდ უახლოეს მეგობრებთან ვკონტაქტობ ბოლო დროს (ბოლო=პანდემიიდან მოყოლებული). რაც კარგია და კომფორტულია, მაგრამ ზედმეტად კომფორტულია. ახალი ადამიანები მჭირდება, თუნდაც მხოლოდ 15 წუთიანი ადამიანები. მაგრამ თან არც ძალიან ბევრი ახალი ადამიანი. აჰჰ, რა რთულია. 

გავაგრძელებ მთავარ პერსონაჟობაზე, უფრო სწორედ კი, მთავარ პერსონაჟად დაბრუნებაზე საუბარს. ბოლო დროს საკუთარ თავს შევუთანხმდი, რომ საუკეთესო მეგობარი მაინც შენი თავია. ეს ერთგვარი შვებაც იყო, მაგრამ თან საკუთარ თავთან ყოფნამ მიჩვევა იცის და მერე სხვებისთვის აღარაფერი გრჩება გასაზიარებელი. შეიძლება სწორედ ამიტომაც, რომ საკუთარ თავზე ხმამაღლა, სხვებთან აღარაფერს ვლაპარაკობთ, მთავარ პერსონაჟობასაც ვკარგავთ და მხოლოდ მეორეხარისხოვან, დამხმარე როლებს ვჯერდებით.  იმის თქმა მინდა, რომ ზედმეტად ჩვენს გონებასა და წარმოსახვაში ვეშვებით, იქ გვაქვს როლ(ებ)ი მორგებული და რეალობისთვის აღარაფერი გვრჩება, რასაც შევთავაზებთ. არა?

მე ასე ვარ, ყოველ შემთხვევაში.

წერა მომნატრებია. იმდენი ხანია, არაფერი დამიწერია. ახლა შევხედე და 2023-ში - საერთოდ არაფერი. 

4 comments:

  1. so relatable! <3 The Holiday-ში ეუბნება ქეითს ის კაცი, ფილმების სცენარისტი რომაა, best friend ხარ და არა მთავარი გმირიო.

    ყველა მიზეზი რელევანტურია, რაც ჩამოთვალე :(

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 კი, ზუსტად მაგ ფილმიდან გამახსენდა, რომ მთავარი პერსონაჟი აღარ ვიყავი : )

      Delete
  2. რაღაცნაირად გამიხარდა ამ წელში მაინც რომ დაგიწერია! მესმის ზუსტად რაზეც საუბრობ. აუცილებელია რომ დაუბრუნდე შენს მეინ ჩარაქთერობას, აი აუცილებელი! რადროს სიბერეა, რამდენი წლის ხარ ახლა?!

    ReplyDelete
    Replies
    1. 35-ის, ანუ არც ისე დიდი, რომ თავს ბებრად ვგრძნობდე : )))

      Delete