მაგალითად დღეს გავაცნობიერე რომ არსებობენ ორი კატეგორიის ადამიანები, რომლებსაც ჩემზე ძლიერი ზეგავლენა აქვთ - ერთი კატეგორიაა ადამიანები, რომლებიც მაშინებენ და საკუთარ თავში ეჭვს მიჩენენ. მათ შემყურეს, მიჩნდება შეგრძნება, რომ მათნაირი ვერასდროს გავხდები. მათთან ყოფნისას თითქოს ვპატარავდები. მათ შორის ზოგჯერ ჩემი მეგობრებიც არიან. თუმცა ეს მათი "ბრალი" სულაც არაა, ჩემშია რაღაცა, ღრმად ჩაბუდებული, რომელსაც ჯერ ვერ მივაკვლიე.
აი მეორე კატეგორიის ადამიანები კი თავს უკეთ მაგრძნობინებენ და მგონია, რომ ყველაფერს შევძლებ. ხშირად ეს მათგან დამოუკიდებლად ხდება, ანუ მე კი არ მეუბნებიან, შენ ძალიან კარგი ხარ და ყველაფერს შეძლებო, არა, უბრალოდ თავიანთი ცხოვრებით ხდებიან ჩემთვის ინსპირაციულები. რა მაგარია, ასეთი რომ ხარ, არა? ვიღაცისთვის ბიძგის მიმცემი.
ძალიან მინდა, ვიღაცისთვის შთამაგონებელი ვიყო. და ძალიან მინდა, ჩემ გვერდით არასდროს იგრძნოს ვინმემ თავი პატარად.
დოჩანაშვილის მანუელო კოსტა რომაა, ისეთი ტიპის ადამიანები მიზიდავდა სულ და ცხოვრებას დამანახვებდა იოლად. მათ გვერდით მეც ასე ვფიქრობდი, რომ ყველაფერს შევძლებდი. ქვეცნობიერად მივილტვოდი ასეთი მხიარული ადამიანებისკენ. ყურადღებით ვუსმენდი, როგორ კომენტარს აკეთებდნენ სხვადასხვა თემებზე, რა დამოკიდებულება ჰქონდათ იმ თემებისადმი, რისიც მე მეშინოდა და ჩემთვის ვფიქრობდი, აჰა, ანუ, ასეც შეიძლება.
ReplyDeleteმეგონა, ვინც სიცილით ილაპარაკებდა რთულ თემებზე, მას არაფრის ეშინოდა და არასასურველის შეცვლა შეეძლო ასეთი დამოკიდებულებით.