Tuesday, May 5, 2020

თუთა


სოფლის ბაღში რომ გადიხარ, დიდი თუთა გვიდგას. შავი თუთაა, ამიტომ ზაფხულში, როდესაც მწიფს, მის ტოტებს ქვეშ გავლა დამოკლეს მახვილის ქვეშ გავლის ტოლფასია. თუ თავზე არ დაგეცა, ძირნაყარს მაინც დააბიჯებ ფეხს და მერე აივანზე მუქ წითელ ნაფეხურს შეიტან. ასევე ძალიან იზიდავს ფუკტრებს, მთელი დღე დაზუზუნებენ და მათაც უნდა აარიდო ფეხი. თუთა არ მიყვარს, ამიტომ ბავშვობის მერე მისი ნაყოფი აღარ მიჭამია. ბოლო მოგონება ამ ხესთან 2010 წლის ზაფხულს უკავშირდება, მის ქვეშ სიმინდი რომ შევწვით, მაგრამ ტაროები იმდენად ხმელი იყო, ვერ ვჭამეთ.

არ ვიცი ახლა ეს თუთა რამ გამახსენა. სოფელი მომენატრა ძალიან. ნეტა მალე გაიხსნას გზები.

2 comments:

  1. წელს იმდენი გეგმები გვქონდა, დაჩასავით ვიყიდეთ სახლი ახლოს თბილისთან, წყლულეთში (უცნაური სახელია :დ), რაღაცების დარგვას ვაპირებდით, თუმცა ალბათ მაინც მოვასწრებთ პატარა ნაკვეთის მოწესრიგებას.

    ReplyDelete
  2. ხშირად დავდივართ მაგ მხარეში სასეირნოდ... :) მშვენიერია.

    ReplyDelete