Saturday, July 13, 2019

Mrs. Jagger

დღეს ინსტაგრამის უმიზნო სქროლვისას, ერთ ვინტაჟურ ფოტოზე შევჩერდი, სადაც ლამაზი და ოდნავ სევდიანი ქალი იყო აღბეჭდილი. მისმა გარეგნობამ მომაჯადოვა და მაშინვე ფოტოს სათაურს შევხედე, რომ გამერკვია, ვინ იყო. ასე აღმოვაჩინე ბიანკა ჯაგერი.



ბიანკას შესახებ აქამდე არ მსმენოდა და ამიტომ, პირველ რიგში, ვიკიპედიას მივაშურე. ის ნიკარაგუაში დაიბადა, რაც გარეგნულადაც ეტყობა -  ჯეკი კენედისეული იერს სამხრეთ ამერიკულ ეშხი ემატება.

ალბათ ადვილი გამოსაცნობია, რომ ბიანკა ცნობილი მიკ ჯაგერთან ურთიერთობით გახდა. მიკი საფრანგეთში, როლინგ სტოუნზის ტურნეს დროს წვეულებაზე გაიცნო, გაცნობიდან რამდენიმე თვეში კი სენ ტროპეში იქორწინეს.






ეს ფოტოები მათი ქორწილიდანაა. ორივე როგორი ახალგაზრდა და ლამაზია. ალბათ, საზოგადოებაში როცა გამოჩნდებოდნენ, ყველა მათ უყურებდა. გარეგნულად იდეალურ წყვილს ქმნიან. როგორც ჩანს, მიკი ასე არ ფიქრობდა - ხშირად ღალატობდა და რამდენიმე წელში ერთმანეთს დაშორდნენ.


 
ბიანკა 70-იანი წლების ერთ-ერთი ფეშენ აიქონი და ყველა იმდროინდელი წვეულების სახე იყო. ამაზე ნიუ იორკში, ცნობილ ღამის კლუბ სტუდიო 54-ში გადაღებული ეს ფოტოც მეტყველებს, სადაც ბიანკა ლაიზა მინელთან და მაიკლ ჯექსონათ ერთად ზის.



ის ასევე მეგობრობდა ენდი ვორჰოლთან, მაგრამ მოგვიანებით ვორჰოლთან უთანხმოება მოუვიდა, რადგან ამ უკანასკნელმა თავის "ენდი ვორჰოლის დღიურებში" ქალი სულელად მოიხსენია.

ბიანკა და ვორჰოლი

როგორ მიყვარს It Girl-ების ისტორიების გაცნობა. ზოგჯერ, ბრჭყვიალა და გლამურულ ფოტოებში, მზერის ან სხეულის ენით მათი ცხოვრების უფრო ღრმა და საინტერესო ნაწილის დანახვაა შესაძლებელი.



არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბიანკასთან განსაკუთრებული სიახლოვე და კავშირი ვიგრძენი. შეიძლება სულაც არაა ისეთი, როგორიც ფოტოების მიხედვით მგონია, შეიძლება მართლაც სულელია, როგორც ენდი ვორჰოლი მიიჩნევდა. მაგრამ, რადგან სავარაუდოდ მას ვერასდროს შევხვდები, ჩემს წარმოდგენაში ასეთად დავიტოვებ -  ტემპერამენტიან და ოდნავ სევდიან ქალს.

3 comments:

  1. პირველად გავიგე ამ ქალზე, ბოლო ორ ფოტოზეა განსაკუთრებით კარგი და სულ პირველზე.

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც არასდროს მსმენოდა მანამდე, და ძირითადად ჩემი ლათინოამერიკელებისადმი დიდი სიყვარულის გამო დავინტერესდი, პირველად რომ დავინახე : ))

      Delete
  2. რა საოცარი ქალია, მეც პირველად ვნახე, მადლობა <3

    ReplyDelete