So fuck the million dollar kitchen
fuck the Al Pacino posters
fuck the drugs the gold the strip poles
fuck the homies
fuck the poses
fuck the walls they build around them
fuck the bedroom magic nonsense
ფეისბუქზე შეხედვა აღარ მინდა, ძალიან დავიღალე ამ ხალხის პრობლემებით. ალბათ, უფრო მე ვარ გულგრილი მიმდინარე მოვლენების მიმართ.
ხვალ რსრ–ს სეზონის ბოლო თამაშია და ძალიან მინდა, შემდეგ ლიგაში გადავიდეთ. სპორტული ინტერესი მაქვს. საერთოდ, ძალიან აზარტული ვარ თურმე და ყველაფერი შეჯიბრია ჩემთვის. ძირითადად არა ვინმე სხვას, არამედ საკუთარ თავს ვეჯიბრები და სულ ვცდილობ, დავუმტკიცო, რომ მაგარი ვარ.
სასოწარკვეთილი დიასახლისები დამთავრდა და გული დამიცარიელდა.
უკვე მეორე სერიალი დავამთავრე და ძალიან ცუდი შეგრძნებაა, ბოლოს ტიტრები რომ ამოდის და ხვდები, რომ ვეღარასდროს გაიგებ, როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება. ეხლა აღარ ვიცი, როგორ უნდა გავძლო გაბის, ლინეტის, ბრის და სიუზენის გარეშე.
გრეის ანატომიას კი, კიდევ ერთი, სადისტური ფინალი ჰქონდა და სერიოზულად გავბრაზდი. არ შემიძლია ამდენი ადამიანის სიკვდილის გადატანა, ვერ ხვდებიან, რომ მხოლოდ პერსონაჟები არ არიან ჩვენთვის, მაყურებლისთვის? ასე, ხელის ერთი მოსმით, რომ მოგიკლავენ ძალიან საყვარელ, კეთილ ადამიანს, ვეღარ ფიქრობ უკვე, რომ მხოლოდ სცენარია, ფილმია, ამბავია და არ უნდა განიცადო. თან ძალიან მშრალად, ცივსისხლიანი მკვლელივით მოიქცნენ სცენარისტები.
სამაგიეროდ დავიწყე სექსი დიდ ქალაქში–ს ყურება, ძალიან სასიამოვნოა საღამოს, დაღლილი რომ მოაღწევ სახლში და 1–2 სერიას უყურებ ძილის წინ.
მოკლედ, ძალიან დავცარიელდი. მთელი დღე ათასი, ყოვლად უსარგებლო ინფორმაცია შედის თავში და რაღაც მექანიკური ადამიანი გავხდი.
ჩოგბურთის ყურება მომენატრა და რაფაზე ნერვიულობა, ბუნება მინდა, სოფლის სახლის სუნი მინდა, საინტერესო ფილმები მინდა, ბევრს მინდა ვკითხულობდე, ფეხით დავხეტიალობდე, ადამიანებთან ურთიერთობა მინდა ისე ძალიან, როგორც წყალი რომ გწყურია – სვამ, სვამ და ვერ მაინც ვერ იკლავ წყურვილს.
ამიტომ არ ვწერ პოსტებს, ამ ბოლო დროს სულ ერთი და იგივე მაწუხებს და პოსტებიც ასეთი, ერთნაირი გამოდის.
P.s
Oh, and, have a nice day (:
ძალიან მომენატრეთ ყველანი და სად დაიკარგეთ???
ReplyDeleteნინა ღვინის ფესტივალზე ვნახე და ძალიან გამიხარდა. კი არა და, ერთად ავედით და კარგი დროს ვატარეთ. კარგი იყო. შენ რატომ არ წამოხვედი? აუცილებელი კი არ იყო, დაგელია.
ხოდა მე თითქოს ახალ ტონალობაზე ვარ გადართული. ყველაფრის მიმართ ფრიგიდული გავხდი.
დედაჩემი მეუბნება ამ ბოლო დროს: ადრე სულ დადიოდი მეგობრებთან ერთადო, იგულისხმებით თქვენ. ხან პურპურში, ხან ელვისში. ახლა სახლში ზიხარ მთელი დღეები კომპიუტერთანო.
ეგრეა.
შეგვიძლია კვლავ გავაგრძელოთ ეს შეხვედრები, მე მომენატრა :) საღამოობით თითქმის ყოველთვის მცალია, მგონი სპონტანურად ჯობია დაგეგმვა ყველაფრის :)
ReplyDeleteსპონტანურად მოგწერეთ მეილი და წიხლი მიკარით და.
ReplyDeleteკი, მეც თითქმის სულ მცალია.