"I had a terrible day"
We say it all the time.
A fight with the boss, the stomach flu, traffic...
That's what we describe as terrible, when nothing terrible is happening.
Coffee spilled on our clothes..
When the really terrible things happen, we start begging a god we don't believe in, to bring back the little horrors and take away this.
The flood in the kitchen, the poison oak, the fight that leaves you shaking with rage?
Would it have helped, if we could see what else was coming? Would we have known, that these were the best moments of our lives?
ჩემი ცხოვრება ძალიან ჰგავს იმ ფილმს, სადაც მთავარი გმირის ცხოვრებაში არაფერი ხდება და ყოველდღე ერთი და იგივე რუტინას ასრულებს. ასეთი ბევრია გადაღებული, უცებ წარმოგიდგება თვალწინ, მაგრამ კონკრეტულად ვერ გაიხსენებ ვერც ერთს.
ასეთ ფილმებში მოგვიანებით პერსონაჟის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, ხდება წარმატებული, შეყვარებული, ბედნიერი და ა.შ და ა.შ
ჯერჯერობით, ჩემი გმირის ცხოვრებაში მხოლოდ დასაწყისი მეორდება და მეორდება. ყოველდღე ვდგები და ვუყურებ ამ ფილმს, ისევ და ისევ.
არ გეგონოთ, რომ მხატვრულად ვცდილობ აღვწერო; ხშირად ვხედავ ჩემს თავს ასე, გვერდიდან.
ადამიანები საკუთარი მე–დან აღიქვამენ ყველაფერს. ერთი და იგივე მოვლენა ერთ დღეს შეიძლება კატასტროფად მოგეჩვენოს და მეორე დღეს საერთოდ ვერ შენიშნო.
ამ ეტაპზე, ჩემს მეს ჰგონია, რომ სიახლე სჭირდება, ახალი ადამიანები უნდა გარშემო. არა, ძველები არ მობეზრდა, ან უარს კი არ ამბობს მათზე, ისინიც უნდა. ადამიანების დეფიციტი აქვს. ხომ არსებობს ვიტამინების და კიდევ მრავალი ელემენტის დეფიციტი, რომელიც სხვადასხვა ჩივილებით ვლინდება. ადამიანების დეფიციტი ვლინდება ადვილად გაღიზინებადობით, მუდმივიდ გაურკვევლობით და გუნება–განწყობის სწრაფი ცვალებადობით.
სამსახურს საერთოდ არ ვადანაშაულებ. იმიტომ, რომ მე ყოველთვის შემიძლია საღამოს სადმე გასვლა და ადამიანების ნახვა. უბრალოდ, ადამიანები არ არიან. ქუჩები ცარიელია. ვიღაცები კი დადიან, ტრასპორტშიც სულს მიხუთავენ თავიანთი დიდი სხეულებით, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიან.
მადლობა ამ ძალიან კარგ სიმღერას.
მეც ეგრე მეჩვენება ზოგჯერ. მაგალითად ახლა, როცა არ შემიძლია საღამოობით მეგობრებთან ერთად გავისეირნო (ცივა და იმიტომ). ახალი ადამიანები არა, მაგრამ ახალი სიტუაციები მინდა. კიდევ, ახალი მუსიკა და რამე ახალი ფილმი, ისეთი, რომ დიდხანს გამყვეს შთაბეჭდილებები.. როგორ ამაფანტაზიორებს ხოლმე შენი პოსტები :D
ReplyDeleteძალიან მიყვარს შენი ბლოგი, რაღაცნაირად ჩემს მეს გამსგავსებ, სიხაურლით ველი ხოლმე შენ პოსტებს :)
ReplyDeletehttp://www.youtube.com/watch?v=dC554lS7eaw&feature=related
ReplyDeleteჩემი ყოველდღიური horror-ები გამახსენდა და მივხვდი, რომ ტყუილად ვარ ცუდად უკვე რამდენი ხანია... Meredith is always to help :)
ReplyDelete