Friday, July 9, 2010

Metaphor

  ღამით უცნაური სიზმარი ვნახე. რელიგიური, თუ რაღაც ამდაგვარი. იმდენად ბუნდოვნად მახსოვს, რომ სიტყვებსაც ვერ ვპოულობ გადმოსაცემად. სამაგიეროდ, შეგრძნებები გამომყვა ცხადად. სიზმრებს ხომ უფრო მეტად შეგრძნებები ახასიათებთ, ვიდრე ლოგიკა და თანმიმდევრობა. არა, პირდაპირი გაგებით რელიგიურიც არ იყო. .

 ხანდახან მგონია, რომ ერთი აბეზარი ვინმე ვარ, რომელსაც ყველა და ყველაფერი აღიზიანებს. ისე დამღალა ამ 21-ე საუკუნემ..

  დღეს დავით აღმაშენებელის კითხვა დავიწყე და კვლავ გამიჩნდა სურვილი, წინა საუკუნეებში მეცხოვრა. ზუსტად არ ვიცი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული, 3-ჯერ ან 4-ჯერ? რომ ვკითხულობ, იმ დროში გადავდივარ. სიტყვებიც კი ისეთია, ძველიდან ამოჩხრეკილი, და წარსულის სუნი დაკრავს.

  ზოგჯერ ვფიქრობ, რომ წარსულიდან მოსული უცნობი ვარ, რომელიც ვერაფრით შეეგუა ამ ეპოქას; რომ მე გრძელი კაბა უნდა მეცვას და თმაში მარგალიტები მქონდეს ჩაბნეული.. ბაღში, მოჩუქურთმებულ სკამზე ვიჯდე და წიგნს ვკითხულობდე. საღამოობით კი, ეზოში მაშხალები ინთებოდეს და ეტლების ხმა მოისმოდეს, კარებთან კი ვიღაც სტუმრებს ეგებებოდეს. მერე ოთახებში ხმადაბალი ლაპარაკი, ალაგ-ალაგ სიცილი და პიანინოს ხმა მოისმოდეს.

 ღამე, ყველაფრისგან დაღლილი, თმას ვიშლიდე და ქვის აივანზე გავდიოდე, შორიდან კი ღამის ფრინველის ხმა მოჰქონდეს ნიავს. 

 რეალურად კი მე ბლოგერი ვარ, კლავიატურას ვუზივარ და პოსტს ვწერ. რა სიტყვებია ეს? ვინმემ იცოდა ამ ასოების თანწყობა -  ვინც ოდესღაც, ღამის სიგრილეში, აივანზე იდგა, თმაგაშლილი?.. 

  

8 comments:

  1. რა დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ვიქტორიანული ეპოქის ინგლისში ... იქნებ რამე წამალი გამოვიგონოთ და გადავსახლდეთ წარსულში :(

    ReplyDelete
  2. მეც როგორ მხიბლავს ეს ყველაფერი..... დახვეწილი ქალბატონები, ფუშფუშა, გრძელი კაბები, გრძელი, ოქროსფერი თმა......
    თუმცა გადასახლებაზე არასდროს მიფიქრია)) გაგვიჭირდებოდა ალბათ ცივილიზაციას შეჩვეულებს

    ReplyDelete
  3. ჰო აღმაშენებელმა მეც საგრძნობლად გადამიტრიალა ტვინი
    მეც მინდა 18-19 საუკუნეში
    16-17-შიც :))

    ReplyDelete
  4. მე მიყვარს ეს დრო, სადაც ვცხოვრობ, კლავიატურაც და ბლოგერობაც, მაგრამ აი, როცა ასე ცხელა ხოლმე, როცა გამოფიტულობის პიკი მაქვს და როცა ძალიან, ძალიან მაწუხებს მწვანე ბალახის და წიგნების საკითხავი დროის დეფიციტი, ძველ დროზე არა, ქალაქგარეთ სახლზე ვოცნებობ, აივნიანზე და ეზოში ჰამაკიანზე.

    საშინლად, საშინლად მჭირდება, შენ კიდე მოსაწყენი კი არა, უსაყვარლესი ხარ :ე
    :*

    ReplyDelete
  5. mec momwons im droshi rodesac vcxovro, blogerob da tavisufal taobas vuyureb.. magram shansi rom mkonoda, da shennairad davfikrebuliyavi albat romelime filmis mirs avirchevdi da mis cxovrebiseul mdgomareobas. es ki albat amelie ikneboda <3

    ReplyDelete
  6. კონსტანტინე გამსახურდია მსოფლიოში უძლიერესი "ბესტსელერისტი" იქნებოდა, ევროპელი (ან სულაც რუსი) მწერალი რომ ყოფილიყო და დიდ აუდიტორიას შეძლებოდა მისი წაკითხვა, მასზე კარგად არავის ეხერხება, ეპოქაში ჩაგითრიოს, შეგბოჭოს, გატიროს და ისე გაგრძნობინოს გმირები, ზოგჯერ საკუთარ თავში აგერევა.
    "დავით აღმაშენებელზე" რაც მე მიტირია და ღამეები მითენებია. ძალიან ძლიერი წიგნია.

    ReplyDelete
  7. mec sul mindoda gardasul saukuneshi mecxovra.. ai egre banovani qalbatoni vyofiliyavi. :)

    ReplyDelete
  8. me ar mdomebia arasdros. tavs 21-e saukuneshic mshvenivrad vgrznob.

    ReplyDelete