პარასკევს კონფერენციაზე გავდივარ, ხოდა, რეფერატი მაქვს დასაწერი. and I'm freakin' out - ვზივარ კომპთან და არაფერს ვაკეთებ. ფოლდერი მაქვს გახსნილი და უაზროდ ვუყურებ სათარგმნ სტატიებს, გავხსნი, გადავხედავ, დავხურავ. ჯერ არც კი შემირჩევია, რომელი უნდა ვთარგმნო. დავძვრები ინტერნეტში, 1000 სულელურ საიტზე შევედი, მოკლედ ყველაფერს ვაკეთებ გარდა საქმისა.
თუმცა აქ სულ სხვა რამის გამო ვპოსტავ, რეფერატი უამრავი მაქვს დაწერილი და ეს არ არის განხილვის საგანი, ჩემი აფორიაქების მიზეზი სხვა რამეა – პირველად უნდა გამოვიდე საზოგადოების წინაშე და წინასწარ ცივი ოფლი მასხავს, რომ მახსენდება. ენ ჰეთევეი რომ არის 'princess diary'–ში და გულისრევა ეწყება, როცა სიტყვით გამოდის, მეც დაახლოებით ასეთი რაღაც მჭირს. ნუ, გულისრევით არ გამოიხატება ჩემს შემთხვევაში. უამრავი ადამიანი ზის და შენ გისმენს, my god!
ძალიან მომწონს როცა უჩინარი ვარ, ლექციების დროსაც, როცა რამდენიმე ჯგუფი ვართ ერთად, თუ ლექტორი კითხვას დასვამს, არასდროს მონაწილეობას არ ვიღებ, სამყაროში მხოლოდ მე რომ ვიცოდე ამ კითხვაზე პასუხი, იმ შემთხვევაშიც კი.
ან ეხლა რატომ გადავწყვიტე თემის წარდგენა არ ვიცი, თავიდან ხალისით დავთანხმდი, თან ვიცოდი რომ მერე გადაფიქრება არ შეიძლებოდა, და ვიცოდი რომ ვწერდი, ვეღარაფერს შევცვლიდი. მაგრამ გუშინ ჩემმა ჯგუფელმა მომწერა, საბოლოო პასუხი მინდა დღესო, კი თუ არა–ო, და აქ გავიჭედე, შემეძლო მიმეწერა მარტივად –'არა' და ყველაფერი დასრულდებოდა, მეც მშვიდად გავაგრძელებდი ცხოვრებას, ასეც ვაპირებდი, მარტო ერთი რაღაც მაკავებდა– ყოველთვის ენთუზიაზმით ვიწყებ ყველა საქმეს, მაგრამ ბოლომდე არ მიმყავს, გადამწყვეტ მომენტში ვამბობ უარს. გუშინ ვიფიქრე რომ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვა–თქო, და საკუთარ თავთან მოვიყვანე არგუმენტები თუ რატომ უნდა მეთქვა კი, და რატომ–არა. საბოლოოდ დადებითი პასუხის არგუმენტებმა გადაწონა და სასწრაფოდ მივწერე ერთი სიტყვა – 'კი', რომ აღარ გადამეფიქრებინა.
მაგრამ დღეს მთელი ჩემი არსება კივის არა–ს, არ მინდა წერტილის დასმა, არც სერთიფიკატი, არც ის წიგნი რომელსაც მაჩუქებენ თუ კარგი თემა მექნება, არ მინდა!
ძალიან მეშინია, აი ძალიან, ერთი რაც მაკავებს რომ ყველაფერი არ მივაგდო, ჩემი ჯგუფელია, ვიცი რომ ძალიან ეწყინება.