Saturday, March 21, 2009

Starting..


დაახლოებით 1 წელია, რაც აქტიური ბლოგ–რიდერი ვარ, ვკითხულობ რამდენიმე ქართულ ბლოგს, ზოგი ნაცნობისაა, უმეტესობას ჩემს შესახებ არანაირი წარმოდგენა არ აქვს. მანამდე ბლოგერობაზეც მქონდა მცირე გამოცდილება yahoo 360–ში, მაგრამ მერე თავი მივანებე, მრავალფეროვანი და პოპულარული არ იყო და იმიტომ..

აქაც დიდი ხანია რაც დავრეგისტრირდი, ჯერ მხოლოდ პროფილი გავაკეთე, გარკვეული დროის შემდეგ გავაწყვიტე ბლოგერობაზეც მეფიქრა და ბლოგის დიზაინზე დავიწყე ზრუნვა, რაც, არც მეტი, არც ნაკლები 1 თვემდე გაგრძელდა! ვერაფრით ვერ მოვარგე თემფლეითები, ძალიან ბევრი ვარჩიე, ჯერ ისინი გადმოვწერე რაც მომეწონა, მერე გამორიცხვის მეთოდით შევარჩიე რამოდენიმე და იქიდან კიდევ ერთხელ მოხდა გადარჩევა :D თუმცა, კაცმა რომ თქვას, არაფერიც არ ეტყობა ამ ბლოგს ამდენი ხნის ნაწვალები რომ არის. ალბათ არც უნდა ეტყობოდეს : )

ძალიან ბევრი მუზები მიტრიალებს თავში, მუზები თუ იდეები, whatever. იმედი მაქვს შევძლებ განხორციელებას, და იმის დიდი იმედიც მაქვს რომ სულ ასეთი მარტოსული არ იქნება my blog :) დამწყების კვალობაზე საკმარისი ცოდნა მაქვს, პოტენციალი არის შესაბამისად :))

მგონი სულ ეს იყო.. ამაზეც ბევრი იდეა მქონდა, რა უნდა ყოფილიყო პირველ პოსტად, საბოლოოდ ყველაზე ბანალურს დავჯერდი.

6 comments:

  1. კარგი ქენი, რომ დაიწყე...

    ReplyDelete
  2. Kate, მადლობა ქეით <3 თუმცა, ამ საწყის პოსტებს რომ ვუყურებ, საკუთარ თავზე მეცინება :) კიიდევ კარგი, პროგრესი არის, ბოლო და ამ პოსტებთან შედარებით :))

    ReplyDelete
  3. :************

    უჰ, მეც ეგრე არ ვარ ?!
    :D

    ReplyDelete
  4. ბანალური ვიცი - მე მქვია .. . ვარ .. წლის. ვსწავლობ .. სასწავლებელში. მიყვარს .., არ მიყვარს .., მინდა ვცხოვრობდე .. მოკლედ, ა.შ.
    კარგი დიზაინი, მე მომწონს.. ^^

    ReplyDelete