Friday, February 21, 2025

Apocalypse now (?)

 ჰეი, ჩემო ბლოგო.

აქაურობა დღიურად მექცა, თუმცა ეს ალბათ 2009 წელს მოხდა, როცა პირველი პოსტი დავწერე. 

პარასკევია, მე შვებულება მაქვს. დილას გაღვიძებისთანავე არ ავმდგარვარ, არც ტელეფონის სქროლვა დამიწყია, თვალდახუჭული ვიწექი და ვფიქრობდი. მერე ავდექი, შვრიის ფაფა გავიკეთე, ყავა მოვიდუღე და ტელეფონის სქროლვის ნაცვლად ლეპტოპი გავხსენი. ბლოგზე შემოვედი და ჯერ ჩემი, შემდეგ ბლოგთა სამეგობროს პოსტებს გადავხედე. სევდიანი სიამოვნება იყო ძველი პოსტების კითხვა, როცა შედარებით სიმშვიდეში ვცხოვრობდით. ცოტა ხნით რეალობას გავექეცი, მაგრამ კითხვას რომ მოვრჩი, დაბრუნება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. დღეს აღარ გვაქვს ფუფუნება, საკუთარ პრობლემებსა და პატარ-პატარა რამეებზე დავიჩივლოთ და ვიწუწუნოთ, ან თუნდაც რაიმე კარგზე ვილაპარაკოთ - მოგზაურობაზე, გემრიელ საჭმელსა თუ ურთიერთობებზე. დღეს აღარაფერი არ არის ნორმალურად. გავურბივარ იმის ბოლომდე გაცნობიერებას, რომ საუკეთესო წლებს, არა, რატომ წლებს, ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ასაკის საუკეთესო დღეებს მუდმივ შფოთვასა და ნერვიულობაში ვატარებთ. 

მსოფლიო კი ყოველ დღე უფრო და უფრო უარესი ხდება.

1 comment:

  1. ხან მგონია წარსული საერთოდ არ არსებობდა და ჩვენი ცხოვრება 2020-ში რომ აირია კოვიდის მერე, სულ ისეთი იყო და ალბათ აღარასოდეს დალაგდება.
    მაგრამ ისევ არის იისფერი მზისჩასვლა და ხუჭუჭა ღრუბლები... კეთილი ფილმები და ოცნებები. უბრალოდ ჩვენ გავიზარდეთ. ჩემი თინეიჯერები ძალიან ხმამაღლა რომ უსმენენ მუსიკას, თავს ვახსენებ, მეც ასე ვუსმენდი ოდესღაც და არ უნდა მივცე შენიშვნა.
    ნატალია, როგორ ხარ ნატალია??? არ შეწყვიტო წერა არასოდეს. Sunny hugs from the past where you used to stroll down in Barcelona or Madrid with Rafael Nadal :-)))

    ReplyDelete