Saturday, May 29, 2021

დაბრუნება ნომერი ?

ძალიან დიდი ხანია, აქ არ დამიწერია. დღეს სამზარეულოში ვიყავი და უცებ გამახსენდა, ბლოგზე რამე ხომ არ დავწერო-თქო. რადგან თემა არ შემირჩევია, მოდი, დღევანდელ დღეზე დავწერ. 

დილას გვიან გამეღვიძა, 10-ის ნახევარზე. დიახ, ეს ჩემთვის გვიან არის, ასეთი ყოჩაღი გავხდი ბოლო დროს, ადრე ვიძინებ და დილასაც ადრე ვიღვიძებ, როგორც წესი, 8 საათამდე. დილასაც გამეღვიძა 7-სკენ, მაგრამ ძილი შევიბრუნე. როგორც წესი, დილას შებრუნებულ ძილზე ძალიან ცხად და მკაფიო სიზმრებს ვნახულობ ხოლმე. ამ დილასაც ასე მოხდა - მესიზმრა, რომ დენტექსში (სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში - ავტ. შენიშვნა) ვიყავი, ლიფტში ვიჯექი, რომელიც ოთახში დადიოდა ჰორიზონტალურად. მერე სადღაც ძველ სასახლეში აღმოვჩნდი, საიდანაც დავინახე, სადღაც გარეთ ძველ სახლს მეხი როგორ დაეცა, ისეთი შემზარავი მაგრამ საოცარი სანახაობა იყო! მინდორში იდგა ეს სახლი, აქა-იქ სხვა სახლებიც იყო, რომლებსაც უშავესი ღრუბლები დაადგა თავს და წვიმაც შავ ნისლად ჩამოდიოდა. სურათის გადაღებას ვცდილობდი, ასეთი არაფერი მინახავს-მეთქი, ვამბობდი, მაგრამ ვერ გადავუღე. ძალიან ცხადი სიზმარი იყო, მეგონა, რეალობაში ხდებოდა. როგორც წესი, სიზმრებში რაღაც დოზით ვხვდები ხოლმე, რომ რეალობა არაა, ძალიან იშვიათ შემთხვევებშია, რომ ნამდვილი მგონია.

მთელი დღე ლოგინში გავატარე, აქვე ვისაუზმე, დავლიე ყავა. გადავიღე უამრავი ვიდეო, რომლებიც ინსტაგრამზე ქლოუს ფრენდების სთორიში დავდე, სადაც არც ერთი ქლოუს ფრენდი არ მყავს დამატებული (ანუ მხოლოდ ჩემს თავს დავუდე). დავიწყე სოპრანოს კლანის ყურება, შუაში ცოტა წავიმუშავე, შემდეგ იუთუბზე ვუყურე ამ ძალიან კარგ გოგოს, რომელიც ამერიკაში PhD-ზეა წასული და ძალიან მიყვარს ყველა მისი ვიდეო. ამასობაში დღე გავიდა და ბლოგზე რომ უნდა დამეწერა, ახლა გამახსენდა.

ჰო, რაც მთავარია - ფეისბუქი ისევ გავაუქმე, სადღაც სამი კვირის წინ და თავს ვგრძნობ ძალიან ბედნიერად. აქამდე რატომ ვიკლავდი თავს? არ ვიცი თქვენთან როგორ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან ტოქსიკური და მავნე სივრცე იყო, ბოლო დროს განსაკუთრებით, როცა უკვე ძალიან დამოკიდებული გავხდი.

ახლა ისევ სოპრანოს გავაგრძელებ, ან აგათა კრისტის დღეს ქინდლში გადმოწერილ წიგნებს ჩავუჯდები, ალბათ "სიკვდილი ნილოსზე" დავიწყებ. ალბათ არ იცით, მაგრამ აგათა კრისტი ჩემი ერთ-ერთი ბოლო გატაცებაა, ბავშობაში დეტექტივებს დიდად არ ვკითხულობდი და ახლა ვინაზღაურებ.

3 comments:

  1. ბევრჯერ, ო, ბევრჯერ დაბრუნდი!

    იმ დღეს (ღამით) იმდენი სამუშაო მქონდა და მაინც დავჯექი და ვიკითხე შენი ზაფხულის ქრონიკები!

    როცა ზაფხულში აღმოსავლეთის ქარი ქრის, სულ ჩემს სოფელში მგონია თავი...

    ReplyDelete
    Replies
    1. თინა, შენც იგივეს გეტყოდი - ბევრჯერ დაბრუნდი და ბევრი პოსტი დაწერე <3 აქ რომ შემოვდივარ და ბლოგების ჩამონათვალში შენი ახალი პოსტი მხვდება, ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია.

      Delete
    2. awww <3 მადლობა, ნატალია! :*

      Delete