ჩვენი ცხოვრების ბოლო პერიოდის ტრენდს თუ დავაკვირდებთ, საწყისებს ვუბრუნდებით, ეს გამოკითხვაც ერთ-ერთი მაგალითი იქნება, რომელიც ბლოგზე ადრეც გავაკეთე:
A dessert you’ll never refuse: საერთოდ, ნებისმიერ დესერტზე უარის თქმა მიჭირს. ამიტომ ეს დღეები ყველაზე მეტად რაც მენატრება, იმას დავასახელებ: რაიმე მოხარშულკრემიანი ნამცხვარი (მაგალითად, ტორტი ან შუ).
A book, TV show or movie you enjoyed recently: ახლახან დავიწყე Community და ძალიან მომწონს! ძალიან კარგი ამერიკული იუმორით და სახასიათო პერსონაჟებით. ტროის და აბედის წყვილი ალბათ სერიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა!
წიგნს რაც შეეხება, ბოლოს აიზეკ აზიმოვის "მარადისობის აღსასრული" წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე. ძველი ფანტასტების ენა მაინც სულ სხვაა, რაღაცნაირი მაცოცხლებელი ეფექტი ჰქონდა.
Something you’re looking forward to: როდის წავალ პირველად კაფეში, სიხარულისგან აფორიაქებული მიმტანს ძალიან ბევრს გავუღიმებ, უაზროდ ბევრს დაველაპარაკები და რამე გემრიელს შევუკვეთავ, მერე სკამს მივეყრდნობი და დავტკბები კერძის მოლოდინით და გარშემო ხალხის თვალიერებით.
What’s worrying you: E V E R Y T H I N G .
Your childhood nickname: ნატუკა (დედა მეძახდა) და ნატუჩი (ბებო), ნატუ (ჩემი ძმა, როცა ერთმანეთს არ ვცემდით).
Words or phrases you most overuse: რაღაც პერიოდი მაქვს ხოლმე რომელიმე სიტყვა ამოჩემებული, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ სხვა სიტყვით იცვლება. ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად ვხმარობ სიტყვას "გავაფრინე".