Now we will count to twelve and we will all keep still.
იყო დრო, სავარძელში უბრალოდ ჯდომა და სიჩუმის მოსმენა მსიამოვნებდა. დღეს
ამის კეთება აღარ შემიძლია.
იმ დღეს მეგობარს ველაპარაკებოდი, როგორი გიჟური რიტმია დღეს მსოფლიოში, რამდენად ვაიძულებთ თავებს რომ უფრო მეტი ვიმუშაოთ, არ ჩამოვრჩეთ დანარჩენებს, ვიყოთ 24/7 ხელმისაწვდომი მეილებზე, ვიცხოვროთ მუდმივი კონკურენციის პირობებში, მოვთხოვოთ ჩვენს თავს და ყველა დანარჩენს იყოს წარმატებული, და ამავე დროს, რამდენად უფრო ხშირად მივმართავთ ფსიქოთერაპიას (ან გვინდა და ჯერ ვბედავთ - ჩემს შემთხვევაში). საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გვეშინია. ვსქროლავთ სოც.ქსელებს, სთორიდან სთორიზე გადავდივართ, ვუყურებთ სერიალებს და ღამღამობით, ძილის წინ, იმ გარდამავალ მომენტში, ძილსა და ღვიძილს შორის, როცა გონებას ვეღარაფრით ვერ დავაკავებთ და ყველაზე გულახდილები ვართ ჩვენს თავისა და სამყაროს მიმართ, შფოთვა გვიპყრობს და ვხვდებით, რომ რომ ეს ის არაა, რაც გვინდოდა, არც ერთ წარმატებას, არც ერთ შექებას, არც იმას თუ რამდენი ადამიანი შემოგვნატრის, არ მოაქვს ის, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად გვჭირდება - სულიერი სიმშვიდე.
If we were not so single-minded
about keeping our lives moving,
and for once could do nothing,
perhaps a huge silence
might interrupt this sadness
of never understanding ourselves
- Pablo Neruda
პ.ს პოეზია დიდად არ მიყვარს, მაგრამ პაბლო ნერუდა იშვიათი გამონაკლისია