Saturday, October 10, 2015

I don't know where I'm going, but I'm on my way.

  ბევრი ვიფიქრე, როგორ ან რამდენი სიტყვით დამეწერა, რა მინდა, რას ვაკეთებ ან რას გავაკეთებდი. მერე ეს სიტყვები გამახსენდა და მივხვდი, რომ ამაზე კარგად ჩემი ცხოვრების მიმდინარე ეტაპს ვერ აღვწერდი.
  ორი დღის წინ ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ხანდახან ადამიანს უბრალოდ გინდა, რომ კომფორტის ზონაში დარჩე და ამ ზონით ისიამოვნოო. ასეა. ცოტა დავიღალე მუდმივად იმაზე ფიქრით, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებ. ამიტომ ჩემს კომფორტის ზონაში დავჯდები და ყავას დავლევ. ან რამე სერიალს ვუყურებ. ან - ორივე ერთად.

უცნაურია, როგორ იცვლება ყველაფერი. როგორ აღარ ვწერთ ბლოგებზე, even when we are sad.

10 comments:

  1. ვფიქრობდი, სად დაიკარგა თქო. ბლოგსპოტელები სრულიად გადავშენდით? ასე ჯობია მაინც, ძალით წერას.

    ReplyDelete
  2. როგორ გამიხარდა შენი კომენტარის დანახვა, როდრიგო (მე ისევ როდრიგოს გეძახი) :)
    ძალით წერას არწერა ჯობია ნამდვილად : ))

    ReplyDelete
    Replies
    1. სულ მაინტერესებს ხოლმე, რამდენიმე წლის შემდეგ რა დამოკიდებულებაში ვიქნები ინტერნეტთან, ან ჩემი ცხოვრება როგორ განვითარდება მასთან მიმართებაში.
      ისევ როდრიგო ვარ, შენთვის ყოველთვის :)
      უბრალოდ, ყოველთვის უნდა იცოდე, რომ რაღაცის დაწერა რომ მოგინდება, ადგილი გექნება და კიდევ ვიღაცაც წაიკითხავს. თუნდაც 5 წლის შემდეგ.

      Delete
    2. ნატალია და როდრიგო, ჩემი საყვარელი ბლოგომეგობრები.

      მართლა როგორ იცვლება, ვერასოდეს დავიჯერებდი, რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, თვეობით არ შეიხედავ ბლოგზეო.

      Delete
    3. სოფი მოგვენატრე <3

      შენც ხომ იცი, რომ თუნდაც 5 წლის მერე, შეიძლება უცებ რაღაცის დაწერა მოგინდეს და ჩვენც დაგხვდებით (?). ოოო, როგორ ჟღერს ეს ყველაფერი.

      Delete
    4. სოფი, ძალიან მომენატრე, შენც და შენი პოსტებიც : )

      ალბათ ოდესმე, მე, შენ და როდრიგო სადმე ფინჯან ყავაზე შევხვდებით და ძველ დროს გავიხსენებთ ბლოგებზე : ))

      Delete
  3. გამარჯობა ნატალია მე ვკითხულობ ხოლმე შენ ბლოგს :) (ამის დაწერა მინდოდა)

    ReplyDelete
    Replies
    1. ძალიან დიდი მადლობა, მიხარია ძალიან <3

      Delete
  4. Gamarjoba , natalia ! Gamixarda ro dabrundi. Titkmis kvela sheni chanaceri cakitxuli makvs da pani var chveulebrivi : ))) <333

    ReplyDelete
    Replies
    1. ნათია, დიდი მადლობა, ძალიან გამახრე ფბ-ზეც რომ მომწერე ^_^

      Delete