Saturday, October 23, 2010

Screw you, doctor O'Malley!

  რამდენიმე დღის წინ blogroll.ge-ზე ბლოგებს გადავხედე. უბრალოდ, იქვე გადავხედე. რამდენი ბლოგი არსებობს, ღმერთო! უმეტესობა ისეთია, დროს რომ ვერ უძლებს [ალბათ ასეა, მე ხომ იმ ბლოგებზე არ შევსულვარ]. თუმცა ხანდახან ისეთ ბლოგებს ვპოულობ, რომლებსაც მერე აქ ვამატებ. მართლაც რამდენი განსხვავებული აზრია.. ამდენი პოსტების წაკითხვის შემდეგ, მგონია რომ მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ, და ეს ადამიანები სულ სხვაგან არიან.

   მე ქვაფენილიან ქუჩაზე და დარაბებიან სახლებზე ვფიქრობ, ვოცნებობ არარეალურ რაღაცეებზე და  მერე, ისევ იმ პრობლემებს ვაწყდები პირისპირ, რომლებიც სულ არის ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ხანდახან გამოჩნდება, როგორც ქრონიკული დაავადების გამწვავება. სწორად ავხსენი? ამ დროს ისეთი სასოწარკვეთა მეუფლება, რომ მინდა ყველაფერს გავცილდე, დედამიწიდან წავიდე და მარსზე გადავსახლდე [დიახ, მე ახლახან წავიკითხე ბრედბერი]. ბლოგზე ეს ფოტოებიც ისევ ჩემთვის არის მგონი, და საკუთარ თავს ვუმეორებ დაჟინებით რომ ’დღეს კარგი დღეა’. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ ქვაფენილიან ქუჩაზე და ამით ბედნიერი ვარ. მანამდე, სანამ რაღაც არ გამწვავდება.


   პრობლემებში კი იგულისხმება პრობლემები.  არა ის ახირებები, რომლებსაც მოცალეობის დროს ჩვენ თვითონ ვიგონებთ ხოლმე [და ასეთი ძალიან ბევრია. აბა კარგად დაფიქრდით, თქვენი საწუხარიდან რამდენია ხელოვნურად შექმნილი?].

   ადამიანებო, როდის ისწავლით, იყოთ ბედნიერები?  გეთანხმებით, სულ კმაყოფილი ვერ იქნები კაცი, მაგრამ იქნებ ცოტა ხნით მაინც დაფიქრდეთ, რომ სხვას თქვენზე მეტად უჭირს და იმას კი არ გთხოვთ, რომ ვინმეს დაეხმაროთ, ან ვინმეზე იფიქროთ - არა! უბრალოდ, იყავით ბედნიერები. სულ ეს არის. ნუთუ ასე ძნელია? ან, შეიძლება არის კიდეც.. ბედნიერება ხომ ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის.


   პ.ს ამ პოსტის წერა ყველაზე მეტად გამიჭირდა, ბევრჯერ გადავხედე და შევასწორე. შუაღამის ბრალია, ზედმეტად გულახდილი ვარ ამ დროს :) იმედია ხვალ არ ვინანებ, რომ საერთოდ გამოვაქვეყნე.

  პ.პ.ს სათაური სულ ბოლო წამს მოვიფიქრე, როცა შეწუხებული ვიჯექი და უკვე აღარ ვაპირებდი ’პაბლიშზე’ ხელის დაჭერას იმის გამო, რომ ვერ ვასათაურებდი. ვისაც დაგაინტერესებთ, აგიხსნით :)

11 comments:

  1. ნეტა რატომ არ გინდოდა ამ პოსტის გამოქვეყნება. ერთ-ერთი საუკეთესოა რაც ოდესმე წამიკითხავს რომელიმე ბლოგზე, და ბედნიერების თაობაზე როგორ გეთანხმები ხომ არ იცი. ცუდი ისაა, რომ ზოგს ახირებების გამოგონება ქრონიკულად უმწვავდება (რაღაცარასწორედ ვთქვი).

    ReplyDelete
  2. Anuschka, სწორად თქვი, ყოველ შემთხვევაში, მე მივხვდი :) აი, ზედმეტად გულახდილი პოსტების გამოქვეყნება არ მინდა ხოლმე, ბევრს ვფიქრობ ყოველთვის :)

    Nina Gorecki, ’გრეის ანატომია’-ში ერთ-ერთი პერსონაჟი იყო :)

    ReplyDelete
  3. ეგ ბლოგროლი უკვე აღარც მახსოვს...
    პრობლემს ;(

    ReplyDelete
  4. nat axseni ra :S me ver mivxvdi mgoni :Sxo, ver mivxvdi :\

    ReplyDelete
  5. მე სულ ის მახსენდება
    აღარ მაქხსოვს ვინ თქვა, საერთოდაც ავტორები მავიწყდება კარგი ფრაზების და ჩარჩენილი რაღაცეების
    ჰოდა
    აი ეს თქვა
    "გინდა იყო ბედნიერი? იყავი". :)

    ReplyDelete
  6. Anonymous, ან, სავარაუდოდ შენ ხარ :) ხოდა, გახსოვს ის სეზონი, ლექსის რომ ჯორჯი შეუყვარდება? რამდენ რაღაცას აკეთებს და ის სულელი ჯორჯი ვერც კი ამჩნევს. წარმოიდგინე, ასეთ გოგოს უყვარს და - ვერ ამჩნევს. ჰოდა, ლექსი ეტყვის გასახდელში ამ ფრაზას :)

    ბაბისა, ზუსტად ეგრეა, ყველაფერი მარტივია რეალურად, თუ ადამიანს უნდა :)

    ReplyDelete
  7. http://www.youtube.com/watch?v=an1NiZ3Ma-w&feature=related

    ReplyDelete
  8. მომეწონა შენი ბლოგი ძალიან. კარგად წერ და აზროვნებ :8

    ReplyDelete
  9. ან ნა, ძალიან დიდი მადლობა! :)

    ReplyDelete
  10. როგორ მეცნო ეს აზრი, რომ როცა რაღაც პრობლემა გაქვს (ახლა დავფიქრდი იმაზე, რომ მათ უმეტესობას შესაძლოა მართლაც ჩვენ ვქმნიდეთ ჩვენი ადამიანების ბუნებიდან გამომდინარე... ), გაიხსენე რომ იმ მომენტში ვიღაცას აუცილებლად უჭირს შენზე მეტად და შენზე იმედიანი შეიძლება იყოს. ეს გამოსავალი გარდატეხის ასაკში ვიპოვე, მაგრამ კარგა ხანია არ მიმიმართავს :( მადლობა რომ დამაფიქრე:)

    ReplyDelete