Sunday, October 10, 2010

People, blogs and other labels

  დღეს მნიშვნელოვანი თარიღია. ფეისბუქზე ასე თვლიან ყოველ შემთხვევაში - ყოველი მეორე სტატუსი ასე გამოიყურება: 10.10.10

  ღმერთო, ხანდახან როგორი რთულია წერა. ვზივარ და შევყურებ მონიტორს, გვერდით უკვე ცარიელი ყავის ჭიქა მიდგას და არ ვიცი, რაზე ვწერო. ან ვიცი, მაგრამ უბრალოდ ვერ ვწერ. მინდა რომ დიზაინი შევცვალო. რამდენი ხანია ბლოგსპოტმა ახალი სისტემა გააკეთა და ბევრად უფრო მარტივია ბექგრაუნდის მორგება. მაგრამ მე, როგორც მერყევ ადამიანს, და ცვლილებების მიმართ პანიკური შიშის მქონეს, ვერ გადამიწყვეტია, შევცვალო თუ არა. უფრო გულახდილი ვიქნებოდი, რომ მეთქვა შეცვლა მეზარება-მეთქი. ათასი რაღაცის გაკეთება მინდა და უბრალოდ, მეზარება.


  გარეთ მინდა გასვლა და ადამიანების ნახვა. იცით რამდენი ხანია, სახლში ვზივარ? ავად ვიყავი, მერე პოსტ-ავადმყოფობის პერიოდი მქონდა, მერე პოსტ-რეაბილიტაციის და ახლა რა პერიოდი მაქვს, არ ვიცი. თან ისე მეზარება ამ სახლში ჯდომის პერიოდის მერე გასვლა.. ვინმე ხართ ჩემნაირი? მგონია უნიკალური ვარ ამ ასპექტში :)

  ორიოდე დღის წინ პოსტი დავწერე, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, მგონი :) მერე წავშალე ისევ, თუ არ წამიშლია ჯერ, დრაფტებში გდია შესაძლოა. მოკლედ, გადავიფიქრე გამოქვეყნება. მაგრამ მაინც ვიტყვი, სულ მაინტერესებს, არ ეზარებათ ადამიანებს, მუდმივად ვიღაცის გაკრიტიკება? აი, ვერ წარმომიდგენია, სულ სხედან და ნეტში პატრიარქის ქადაგებებს ეძებენ? რომ მერე დააშეარონ და თქვან, ნახეთ ერთი ამ ერის მამამ რა თქვაო. წადით რა ადამიანებო, თქვენ თავს მიხედეთ. ვინმე ისეთი მაინც აკრიტიკეთ, ვინც მართლა ცუდ საქმეს აკეთებს.


    ისეთი კარგი ქართული ბლოგი ვიპოვე ორიოდე დღის წინ.. აი, სურვილი რომ გიჩნდება, თავიდან ბოლომდე წაიკითხო. ასეთები კი ნამდვილად ცოტაა. ნაწილი მაშინვე წავიკითხე, ნაწილი კი დღეს დავამთავრე, ფინჯან ყავასთან ერთად. აი, მაგალითად, სუნამოებზე წერს, თან ისე კი არა, როგორც უმრავლესობა - ნეტში რომ მოძებნიან და მერე დააკოპირებენ, ან ქართულად თარგმნიან რაღაც სტატიას და თავს აგატკიებენ უაზრო რჩევებით. არა, სულ სხვანაირად.. მოკლედ, დიდი ხანია ასე ბლოგს არ მოვუხიბლივარ.

  რამდენი ხანია, რაფას თამაშები არ მინახავს. ახლა აზიაშია ჩოგბურთის ტურნირები და იქაურ დროს ვერაფერი გავუგე, რომ ვიღვიძებ, თამაშები უკვე დამთავრებულია ხოლმე. გუშინ ტელევიზორში შემთხვევით გადავრთე საჩოგბურთო არხზე, დილის თამაშს იმეორებდნენ. რაფა ახალი გამოსული იყო კორტზე. თავისთვის სკამთან იდგა და ჩოგნებს იღებდა. რომ დავინახე, აი, ისეთი გრძნობა მქონდა, დიდი ხნის უნახავ ადამიანს რომ შეხვდები. მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა - ეე, რაფა, როგორ მომენატრე. დღეს დილით კვლავ გამომრჩა თამაში, და ინტერნეტში ვნახე, რომ ტოკიოს ტურნირი მოუგია. გილოცავ, რაფაელ. ეს წელი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო შენთვის. [რა უცნაურია, აქამდე რაფასთვის 'რაფაელი' არასდროს მიწოდებია და მეუცნაურა :)]


  გრეის ანატომია ჩვეულ ფორმაშია - ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ჯერჯერობით, კარგად გრძელდება. როგორ მიყვარს! ყოველ სერიას სულ მცირე, ორჯერ მაინც ვუყურებ.

  მე მგონი, ყველაფერზე დავწერე, რაზეც ამ დღეებში მიფიქრია. თითქმის ყველაფერზე. ჰო მართლა, ერთ-ერთი ამერიკელი მასწავლებლის ბლოგი არ მიხსენებია, საქართველოში რომ ჩამოვიდა იმ რაღაც პროგრამით. ძალიან კარგად წერს და მის პოსტებს სიამოვნებით ვკითხულობ. თუ დარჩა კიდევ ვინმე, ვინც მის შესახებ არ იცით [იქნებ რომელიმე თქვენგანს ფეისბუქი არ გაქვთ, ან ვერ შეესწარით სხვადასხვა ადამიანის მიერ დაშეარებულ მის პოსტებს], შეგიძლიათ იხილოთ მიშელის ბლოგი.

11 comments:

  1. ჯერ გეტყვი, რომ შენი დიზაინი ძალიან ლამაზია ^_^
    არ საჭიროებს შეცვლას <3

    ხოდა ამ უსაქმურებზე, კრიტიკის მეტი რომ არაფერი შეუძლიათ მეც გავბრაზდი, ჯობია ტრაკები გაანძრიონ და რამე აკეთონ 24 საათი უაზრო ლაყბობას :|

    უი, გრეის ანატომიის ახალ სერიებს სად შოულობთ? :უსერ:

    ReplyDelete
  2. Clown, სულ მინდა გითხრა, რომ კარგი ბიჭი ხარ შენ :)

    გრეი აქ დევს - http://www.offline.ge/episodes/46989-greys-anatomy-season-7-episode-1.html

    ReplyDelete
  3. ნატალია, 2 დიდი მადლობა ^_^

    <3

    ReplyDelete
  4. ნეტა, პენელოპე, პედრო და პენელოპეს და (მგონი ეგ არის ხომ სურათზე?) რაზე საუბრობდნენ იმ მომენტში, ან საერთოდ, როგორ ცხოვრობენ, რა ახარებთ და რა აწუხებთ?.. ჩვენ ხომ მარტო როგორც მსახიობებს, რეჟისორებს ვიცნობთ და ზოგჯერ ვერც წარმოვიდგენთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავისი სიძნელეებით, ოჯახებით, ნათესავებით, მეგობრებით და შინაგანი დემონებით...

    როგორ მიყვარს ადამიანები და მათი "ცხოვრებები"...

    ReplyDelete
  5. http://www.youtube.com/watch?v=fxVaQUn7L4Y

    ReplyDelete
  6. არ შეცვალო დიზანი :**

    ReplyDelete
  7. me momwons sheni dizaini
    header shegizlia cvalo xolme, tu siaxleebi mogindeba :))

    eg blogi mec momwons da kargi agmochena gagiketebia namdvilad :)

    shinidan gausvlelobastan ki zalian cudi urtierotba maqvs, mesame dges ukve vatyob ugunebobebi mewyeba, amitom 2 dge chemi maqsimumia :))

    ReplyDelete
  8. მე ვარ ზუსტად შენნაირად სახლში გამოკეტილი. ხვალ მართვის თეორიაზე მივდივარ პირველად და გავალ სახლიდან.

    კრიტიკას რაც შეეხება, მეც მაგ აზრზე ვარ. ხალხს საქმე არ აქვს. მერე ხან ვის ამცირებენ, ხან ვის.

    სოფი - პენეს დას მონიკა ჰქვია. ორივე მანგოს სახეები არიან. საყვვარლები.

    ReplyDelete
  9. დღეს, თუ არ ვცდები, პირველად აღმოვჩნდი შენს ბლოგზე და პირველი, რამაც კარგ განწყობაზე დამაყენა, დიზაინია.
    თუ ძალიან მობეზრებული არ გაქვს, ნუ შეცვლი :)

    მეორე კი.. ძალიან გამიხარდა ასეთი შეფასება :)

    ReplyDelete
  10. ჰმ,

    წერის ნიჭი გაქვს, როგორც მივხვდი, ერთგვარი "ძალით პოსტია", ანუ ისეთი, როცა არ იცი რაზე დაწერო, მაგრამ წერ. თუმცა ამ შემთხვევაში ისე კარგადაა შესრულებული ეს ამოცანა და არ იგრძნობა "ძალით პოსტობა".

    კრიტიკოსებთან მიმართებაში გეთანხმები, ანტიკრიტიკოსი ვარ, ვერ ვიტან საერთოდ კრიტიკას.

    პ.ს. ვა, სხვა ბლოგზეც დავტოვე კომენტარი, გილოცავ :>

    ReplyDelete
  11. Sophie, მე ეგ მომენტი ჩვეულებრივ ადამიანებზეც კი მაქვს ხოლმე :) აი, მინდა ჩუმად შევიხედო სახლებში და ოჯახურ გარემოში ვნახო ადამიანები :)

    Zurriuss, სხვათაშორის, ეგ ფილმი ამ ზაფხულს ვნახე :) კარგი მუსიკა აქვს ძალიან.

    Nina Gorecki, შენი ერთი კომენტარიც ვიპოვე აქ, ჩემს ძველ პოსტზე :)) ასე რომ, ეს მეორე გამოდის :)

    Doody, ჰო, ეს ან ძალით პოსტია, ან ბევრი რამე რომ გაქვს სათქმელი და ყველაფერს ერთ პოსტში ყრი, ისეთი პოსტი :))

    ReplyDelete