Tuesday, October 5, 2010

Hours and all that matters

  დღეს საათებს ვუყურე. ისე მოუხდა ამ ამინდს.. ხანდახან ფილმებს არასწორ დროს ვუყურებთ ხოლმე, ანუ not right time, და მერე გვგონია, რომ არ მოგვეწონა.

   გარეთ წვიმს, წვიმს, და ჰაერი ნოტიოა. მე ფოთლებს შევყურებ ხეებზე და ვნატრობ, მალე გაყვითლდეს და ჩამოცვივდეს, რომ მერე ისევ შეივსოს მწვანე ფოთლებით.
   დღევანდელი ამინდი კი ბუხარზე მაფიქრებს, მითუმეტეს თუ ცოტახნის წინ საათების ყურება დავამთავრე. ამინდი ხომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში. მეგობრები მინდა გვერდით, ოღონდ აქ არა. სადმე, ბუხართან.

   ტელეფონი გაუთავებლად რეკავს. ოთახში დილიდან ბნელა. ჰო, მე ისევ ვოცნებობ სადმე ქალაქგარეთ ყოფნაზე, ფიქრსა და წერაზე. აქ ყოველ წუთს, ყოველ წუთს მაწყვეტინებენ ფიქრს. ისევე როგორც ვირჯინია ვულფს თავის მოახლე.

   როცა ასეთ პოსტებს ვწერ, წარმოვიდგენ ადამიანებს, რომლებიც ზოგადად ბევრს არაფერს დაგიდევენ ცხოვრებაში. ძირითადად ზრუნავენ კარგ სამსახურზე, შემოსავალზე, რომელსაც მერე ტანსაცმელსა და სხვადასხვა გასართობ ადგილებში დახარჯავენ. that's all that matters. როგორც კრისტინა ამბობს, გრეის ანატომიაში - 'არ ვიცი, რა უფრო კარგია, იყო ისეთი მარტივი გოგო, როგორებიც პრიალა ჟურნალებში არიან, თუ იყო.. მე' 

   რა კარგი რამეა ბლოგი. აქ შეგიძლია წერო და წერო.. აუცილებელი არ არის, ჩემს გარშემო არსებულ პრობლემებზე ვილაპარაკო, ისინი ამით არ მოგვარდებიან. ამიტომ ისევ მტვრიან ბუხარსა და ფინჯან ყავაზე დავწერ..

7 comments:

  1. :))))

    შენ რომ იყო, ის უფრო რთულია, იმას რა უნდა :))

    ReplyDelete
  2. "აუცილებელი არ არის, ჩემს გარშემო არსებულ პრობლემებზე ვილაპარაკო, ისინი ამით არ მოგვარდებიან. ამიტომ ისევ მტვრიან ბუხარსა და ფინჯან ყავაზე დავწერ.."

    იეპ ;))

    ”საათები” ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი თავისი მუსიკით ....თავისი მსახიობებით...თავისი რეჟისორით...:*

    ReplyDelete
  3. @Agasfer რთული არ ვიცი, და მარტივი გოგოობა ალბათ ძალიან კარგია, ბევრი არაფერი რომ არ გადარდებს :))

    @undone, მე პირველად ვნახე დღეს :) რამდენი ხანია მინდა, ალბათ წელიწადზე მეტი, და შესაფერის დროს ველოდებოდი :)

    ReplyDelete
  4. როგორ მომწონს კრისტინა <3
    და რა ცუდია, რომ არასოდეს გამომივა კრისტინობა, ამისთვის ზედმეტად ზარმაცი ვარ.

    ReplyDelete
  5. @ოხ, ნატოშა, ნატოშა, არადა როგორ მჯერა, რომ შენგან სასწაული ექიმი დადგება, ვისთანაც სიამოვნებით მიხვალ და რა დიაგნოზიც არ უნდა დაგისვას, მსუბუქად მიიღებ მისგან.

    @ნატალია, ერთხელ ვნახე ეს ფილმი და ისე დამამძიმა, ამის მერე სულ წარმომიდგენია ვირჯინია ვულფი როგორ იკლავს თავს :| ვერ ვხვდები, რატომ, რატომ, რატომ? სიამოვნებით შევხვდებოდი და ვკითხავდი, რატომ მოიკალი თავი–მეთქი :(

    ReplyDelete
  6. Sophie, ამ შემთხვევაში ნატოშას ვეთანხმები, იმიტომ რომ კრისტინა გიჟია, ეგეთი რომ იყო უზარმაზარი ნებისყოფა უნდა გქონდეს :D
    ვირჯინია ვულფს რაც შეეხება, მე მომინდა მიმეწერა და მეკითხა, რატომ მოიკლა თავი. ეგ სცენა მართლა საშინლად შთამბეჭდავია თან..

    ReplyDelete
  7. აი, მე კიდევ მივხვდი, რომ ზოგიერთი პოსტი პასტით უნდა დაიწეროს და არა პირდაპირ კლავიატურაზე რაკუნით.

    ReplyDelete