Wednesday, May 12, 2010

I try to be like Grace Kelly

ამბობენ, რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სულია. თუმცა, მე პირიქით უფრო ვიტყოდი..
საერთოდ, როცა ადამიანს ეცნობი, პირველ შთაბეჭდილებას ცხადია მისი გარეგნობა ქმნის. გარეგნობაში არ იგულისხმება მაინცდამაინც ის, რომ ლამაზი იყოს. არსებობენ სასიამოვნო გარეგნობის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება საინტერესო თვალები, ან გულწრფელი ღიმილი ქონდეთ. სწორედ ამით იგებენ თანამოსაუბრის გულს. თვალების საინტერესოობა და ღიმილის სიგულწრფელე ხომ მათი ხასიათიდან მოდის არა? ამიტომ მჯერა, რომ ხასიათი ყველა ადამიანის გარეგნობაზე აისახება. და არა მარტო გარეგნობაზე; ზოგადად - მანერებზე, ქცევაზე.

მაგალითად, რამდენი ქალია, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ არის ლამაზი, მაგრამ გამოხედვაში, მოძრაობაში აქვს რაღაც, რაც განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის მას.

მე ხომ ჩემი აღმოჩენები მაქვს ხოლმე. სხვებითვის შეიძლება დიდი ხნის ცნობილი ფაქტები და ადამიანები, რომელსაც მე სპონტანურად ვხვდები და მერე აქაც გიზიარებთ. ერთ-ერთი ასეთია გრეის კელი.


არა, იმას არ ვამბობ, რომ აქამდე არაფერი ვიცოდი მის შესახებ და ეხლა ამაყად ვწერ მასზე. ჩემი აღმოჩენები ამას არც გულისხმობს.

გრეის კელის რამდენიმე ფოტო ვნახე ცოტა ხნის წინ Vanity Fair-ზე და სუნთქვა შემეკრა, ისეთი შარმი აქვს.


მისი არც ერთი ფილმი მაქვს ნანახი და საერთოდ არ მინახავს დინამიკაში, მაგრამ მგონია რომ ყოველი მისი მოძრაობა საოცრად დახვეწილი და გრაციოზულია..

უფრო სწორედ, იყო.



ფოტოს აღწერა - "What a meeting of style and substance!.."


შარმი ისეთი რაღაცაა, რასაც ვერ შეიძენ და ვერ ისწავლი. ის თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც ბევრს არ აქვს. თუმცა მაინც, Let's try to be like Grace Kelly.

ბოლო წინადადებას მაინცდამაინც პირდაპირ ნუ გაიგებთ :)

12 comments:

  1. მე კი მგონია, რომ ის ლამაზი ქალია
    ამასთან, წამიკითხავს, რომ საოცრად გრაციოზული იყო, ისე, რომ პრინცი ერთი ნახვით მოხიბლა...

    ReplyDelete
  2. Keti, არის კიდეც ლამაზი. მე არ მითქვამს, რომ არ არის :)

    ReplyDelete
  3. ხიბლი და შინაგანი სილამაზე რომელიც არ ჩანს მაგარმ იგრძნობა ჩემი აზრით გადამწყვეტია ადამიანის აღქმისას.

    ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო რომ ამბობენ , მგონი კლიშეა. ისეც არის და ასეც.

    პ.ს. გრეის კელი მომწონდა მეც.

    ReplyDelete
  4. retro qalia
    klasikuri nakvtebit da daxvewilobit
    sharmi, ho, namdvilad aqvs
    :)sayvarelia

    ReplyDelete
  5. რომელიღაც მოდის ჟურნალმა საუკუნის ყველაზე გემოვნებით ჩაცმული სამეფო ოჯახის წევრების 50-ეული შეადგინა. გამოიცანით, ვინ იყო პირველ ადგილზე?
    :)

    ულამაზესი ქალი...

    ReplyDelete
  6. ulamazesi qali iyo! gvtaebrivi!
    sxvata shoris, Maria Callas-is daqali iyo :(

    ReplyDelete
  7. ულამაზესი იყო, უნაზესი და ნამდვილი საპრინცესო. თვალებიც ისეთი თბილი და სევდიანი აქვს. სამწუხაროა, რომ ისეთი ახალგაზრდა დაიღუპა და ცხოვრებით გახარება ვერ მოასწრო. სილამაზის და გრაციოზულობის სიმბოლოდ კი დარჩა, მაგრამ ჯობდა ეცოცხლა. მერილინ მონროზე მეტად ხომ არავინ მიყვარს, მაგრამ გრეის კელის ზუსტად ის შარმი ჰქონდა, რაც ჯერ სხვა მსახიობისთვის არ შემიმჩნევია.

    ReplyDelete
  8. ნამდვილად სხვა ფენომენია შარმი. დრაფტებში მიდევს ჩემი აზრები სილამაზესთან დაკავშირებით და ვორჭოფობ გამოქვეყნებას, დავდებ იმ კვირაში ალბათ...

    ReplyDelete
  9. Rodrigo, aucileblad gamoaqveyne! mec mqonda adre dawerili, magram ar davposte. exla vfiqrob isev daweras :)

    ReplyDelete
  10. უდაოდ ძალიან შარმმიანი ქალი იყო. მას შემდეგ მისი სამეფო ოჯახის ამბები ძალიან აირია.
    ვინ როგორ იქცევა,კაცმა აღარ იცის.

    ReplyDelete
  11. ლამაზია, 2 აზრი არ არსებობს ალბათ ამაზე.

    ReplyDelete