როცა ცუდად ვარ, ჩემს wonderland-ს ვაფარებ ხოლმე თავს. დღესაც ასე ვარ - უმიზეზოდ ცუდად.
აი, ეხლა მინდა ესპანეთში ვიყო. ქუჩაში მივდიოდე და თავზე მზე დამნათოდეს. აუტანლად ცხელოდეს, და მე მაინც ბედნიერი ვიყო.
ესპანეთში მინდა. ყვითელ, მზიან ესპანეთში.
პაწაწინა სახლში მინდა ვცხოვრობდე, ნათელი ოთახებით და მწვანე დარაბებით. სამზარეულოთი, სადაც ვიკულინარებდი ხანდახან, გემრიელ ნამცხვრებს გამოვაცხობდი, მერე მაგიდაზე დავდებდი, წინ დიდი ჭიქით ყავას დავიდგამდი და ბევრს ვიფიქრებდი გარინდებული..
საძინებელში წიგნების კარადა მექნებოდა, მე კი ღამეებს ლეპტოპთან გავათენებდი.
ესპანეთში მინდა. ყვითელ, მზიან ესპანეთში.
საღამოობით, დაბინდებისას, ლამპიონები აინთებოდა. დღის შუქიც გაფერმკრთალდებოდა, და სიგრილესთან ერთად, ხალხის ხმაური გაძლიერდებოდა.
მე ისევ ქუჩაში ვივლიდი. ხმაურისგან და ესპანური გიტარისგან ოდნავ გაბრუებული.
ყველაფერს დავთმობდი, და ვიცხოვრებდი ბედნიერი იქ, ჩემს სახლში..
ფერნანდო ვერდასკო მომწონს. რაღაც აქვს, ისეთი..
ოქროსფერი გოგო ვარ. დედამ ასე მითხრა. დღეს ალბათ ესპანეთის მზე ვანათებ და იმიტომ.
გამამხნევეთ რა.
რაღაც ისეთი პერიოდია, რომ ყველა ისე ვართ - უმიზეზოდ ცუდად არეულ დარეულები. ჰოდა, მალე გადაივლის.. გაზაფხულს ველოდები წამალივით.
ReplyDeletenataliaaa, ánimo mujerrrrr :D :D
ReplyDeleteegeTi dReebi yvelas aqvs, ase rom, ar moiwyinooo :) da espaneTSic Camoxval, visac ase Zalian uyvars, aucileblad usruldeba ocneba :P <3 <3
ai es video Sen, imisaTvis, rom gaicino :D
http://www.youtube.com/watch?v=LMh5C-5jn1U
ესეთი საშინელი დღეები ხშირად მაქვს:|
ReplyDeleteარაუშავს გადაგივლის :შ
აუ მართლა რაღაცნაირი დღეებია.
ReplyDeleteდებილური და არაფრისმთქმელი.
mec mzes da gasafxuls velodebi,an marto mses mainc :)
ReplyDeleteme kidev zalian mshvidi var dges.
ReplyDeletemgoni yvelaferi kargadaa.
gamxnevdi, miako :*
ისე მომინდა ესპანეთში მეც.. რომანტიკულად და თბილად აღწერე..
ReplyDeleteხოლო რაც შეეხება უაზრო პერიოდს, მგონი მართლა ძალიან ბევრია შენსავით. მე მაგალითად;) ისე, თითქოს ყველაფერი წესრიგშია..არაფერი ცუდი არ ხდება და მაინც რაღაც გაკლია.. მე ის მამხნევებს ხოლმე, რომ ასეთი პერიოდის შემდეგ ყოველთვის კარგი პერიოდი იწყება..თან ძალიან მალე დაიწყება..
იმ ყველაფრის კეთება, რაც შენ აღწერე, აქაც კარგად შეიძლება. ყვითელ ესპამეთშიც წვიმს და ნაცრისფერ საქართველოშიც მზეა, ხანდახან. პრობლემა საკუთარ თავში უნდა მოაგვარო, თორე გინდა ესპანეთში იყო და გინდა აქ, იგივენაირად ცუდად იგრძნობ თავს.
ReplyDeleteპ.ს. კომენტარზე მეტყობა, რომ მეც იგივე მდგომარეობაში ვარ: ) DEPRESSED
ნატ, ამ შემთხვევაში სწორედ მაგას ვგულისხმობ - რომ ცუდად ვარ, მე თვითონ ვარ ცუდად და wonderland-ში ბლოგი არ მიგულისხმია :) იმას არ ვამბობ, რომ საქართველოში არ მინდა. ჩემი ოცნების ქვეყანას ვაფარებ თავს, ფიქრებით მაინც. თორემ მუდმივად ყვითელი, მზიანი, და ბედნიერი ქვეყანა რომ არ არსებობს, მეც კარგად ვიცი. ეს ერთგვარი თერაპიაა.
ReplyDeletekuda, დე, მიხარია რომ შენ კარგად ხარ. ყველა ამბობს, რომ ცუდი პერიოდია, და შენ კიდევ კარგად ხარ :*
AnnA, thank you so much! <3
ჰო.. შენ აუცილებლად წახვალ ესპანეთში.. და მე აუცილებლად ვიქნები იქ , შენს მეზობლად :)) მესტუმრე ხოლმე ფორთოხლების ბაღში :)
ReplyDeleteKaia mec momcons gemrieli namcxvari da gemrieli kava :)))) Mara jer ukofeino kavas vjerdebi:)) pragnancy:))) à kide is Rom Kai blogi gakvs.
ReplyDeleteრა ბედნიერებაა, როცა ვიღაცისთვის ახსნა არ გჭირდება შენი განცდების, იმიტომ რომ ისიც ზუსტად იმავეს გრძნობს და უსიტყვოდ უგებთ... ^_^
ReplyDeleteესპანეთი... <3
ReplyDeleteრამდენიმე წელია მეც შეყვარებული ვარ ამ ქვეყანაზე. წელს კი ათასჯერ უფრო მეტად შემიყვარდა.
აუცილებლად ნახავ და ზუსტად ვიცი რომ მოლოდინს გადააჭარბებს.
მე წელს მქონდა მაგის ბედნიერება, რამდენიმე დიდ ქალაქში მომიწია ცხოვრება. <3
:D :D :D
ReplyDeleteწლეს კი არა შარშან, ჯერ ვერ აღვიქვამ უკვე 2012 რომაა :)
2011 წლის გაზაფხული-ზაფხული <3 <3