Friday, January 29, 2010

A little sunshine for you.. with coffee

  დღეს კომპიუტერთან რომ ვიჯექი და გუგლში ფოტოების საძებნელად გაუაზრებლად ჩავწერე სიტყვა ’sunshine’, მერე მივხვდი, რომ მზე მომენატრა. სურათებს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი - ღმერთო, სად არის მზე? ეზოში გავედი შემთხვევით [ჰო, შემთხვევით] და.. უცებ მზის სხივები მომხვდა თვალებში. ერთ ადგილზე გავჩერდი, თმები თვალებზე ჩამოვიშალე და მზეს ისე ვუყურებდი. თმას სპილენძისფერი დაკრავდა სხივებს შორის. ვიდექი და სულელივით ვიღიმებოდი. მზე, მზე ანათებდა. 

  მერე პურზე წავედი, მხოლოდ და მხოლოდ მზის გამო. ქუჩაზე ბოლი იდგა და უსიამოვნო სუნი ქონდა, მაგრამ იცით რა ლამაზი იყო? სხივების ფონზე ბოლი, რაღაც ზღაპრულ ნისლს გავდა, და მე იქ მივაბიჯებდი, სრულიად მარტო..


   ამ კვირაში, 3 დღე ლექციებზე არ დავდიოდი. თითქოს არაფერია, მაგრამ ვინც სამედიცინოზე სწავლობს, მიხვდება რომ არც თუ ისე ’არაფერია’ როგორც ერთი შეხედვით ჩანს.. თავს ვერაფრით ვატანდი ძალას, რომ წავსულიყავი. დღეს დილით ძლივსძლივობით ავდექი, უკვე რომ ჩავიცვი და წასასვლელად ვემზადებოდი, ერთი პირობა ვიფიქრე რომ გავიხდი და ისევ დავიძინებ-თქო.. როგორც იქნა, ვაიძულე თავი.


   ყველაფერი ამ ამინდების ბრალია. მზის სხივები მაკლია. ნამდვილად. ან, იქნებ ჰიპოთირეოზი მაქვს? რა საშინელებაა, შენს განწყობას რომელიღაც ორგანოს მიერ რაღაც ნივთიერების ნაკლებობა რომ ქმნის. ეს კარგად თუ დაუფიქრდები მაშინ, თორემ ფარისებრი ჯირკვალი ძალიანაც მიყვარს და სულაც არ მეჩვენება საშინელებად. 

  და მაინც, ძალიან მენატრება ზაფხული, სიმწვანე, და თბილი სხივები..


Wednesday, January 27, 2010

Tennis Runs in Our Blood

  არის ასეთი სპორტული კომპანია  Babolat. ოფიციალურ საიტზე ვნახე სათაურში ხსენებული ფრაზა, და სულ რომ არ ვაპირებდი არაფრის წერას, უცებ ძალიან მომინდა, რამე დამეწერა, თუნდაც სრულიად არაფრისმთქმელი და მომაბეზრებელი..

  თან, დღეს ნამდვილად არ მაქვს საუკეთესო დღე. ფიზიკურად თავს შეუძლოდ ვგრძნობ, შესაბამისად, არც განწყობა მაქვს კარგი. ასეთ დროს ვცდილობ სასიამოვნოზე ვიფიქრო, მუსიკას მოვუსმინო, თუნდაც რამე დავპოსტო. ასეც მოვიქეცი - მაისფეისზე შევედი, ჩემს საყვარელ კომპოზიციებს მოვუსმინე, ყავა ორჯერ დავლიე, მაგრამ ამაოდ - არც ხასიათი გამომიკეთდა, არც წერის სურვილი გამიჩნდა [არადა, იცით, რომ ზემოთხსენებული ორი ფაქტორი - ყავა & მუსიკა, ჩემზე მძლავრად მოქმედებს]. 

  და აი, უცებ ვხედავ Babolat-ის იმ ფრაზას და ისეთი ჟრუანტელი მივლის, თითქოს ყველა ბლოგერის მუზამ ჩემში მოიყარა თავი. სულ არ მაინტერესებს, რომ ამ ბოლო დროს ჩოგბურთზე ისედაც ბევრს ვწერ. მე ახლა ძალიან მინდა, რომ ვწერო..

  გუშინ ნადალმა მატჩის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო და თამაში შეწყვიტა. წარმოგიდგენიათ? გრენდ სლემის მეოთხედფინალში თამაში შეწყვიტა! ასეთი რაღაც რაფასგან წარმოუდგენელია - ტკივილით თუ ისე, ის მაინც თამაშობს, ბოლომდე. 

  დღეს ფეისბუქზე SUNNY WORLD-ის ოფიცალურ გვერდზე ციტატა ვნახე. გუშინდელი დღის გამოყოლილი ემოციების გამო, თუ ისედაც, დიდი გავლენა მოახდინა და აქაც გადმოვიტან: ’Nothing Is Ever Lost’.

 არც კი ვიცი, ეს პოსტი უფრო ჩოგბურთზეა, თუ ჩემზე..

  and some music -

Sunday, January 24, 2010

Oh, Anne..

 Anne Hathaway რომ ძალიან მომწონს, ალბათ იცით. ან, თუ არ იცით, მიხვდებოდით მაინც - ყველგან მისი ფოტო მაქვს ავატარზე [ბლოგის გარდა :P]. ადრეც ვწერდი, რომ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია.

 თმის შეჭრა დიდი ხანია მინდა, მაგრამ, სანამ შევიჭრიდე, წინასწარ ყოველთვის ბევრს ვფიქრობ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი ვარცხნილობა მექნება. მირჩევნია ბუნებრივად გაზრდილი თმით ვიარო, ვიდრე გულდაწყვეტილი ველოდო, თუ როდის გაიზრდება ახლადშეჭრილი თმა, რომელიც არ მომწონს. ადრე სოფიც წერდა ამაზე, და ისე მესმოდა მისი - ვარცხნილობა თითქოს შენს განწყობას, უფრო მეტიც, პიროვნულ ხასიათს განსაზღვრავს. 

 ენ ჰეთევეიზე გეუბნებოდით - მისი რამდენიმე ფოტო მაქვს კომპიუტერში და სრულიად შემთხვევით შემომხვდა, როცა სულ სხვა სურათებს ვარჩევდი მობილურში გადასატანად, სტილისტისთვის რომ წამეღო. მის თმას რომ შევხედე, ყველაფერი სხვა დამავიწყდა. მივხვდი, რომ ჩემი ვარცხნილობა ვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოკლე იყო; მე კი ბავშვობიდან გრძელი თმა მიყვარს..

 

 მოკლედ, ორი დღის წინ თმა შევიჭერი და თავს ენ ჰეთევეიდ ვგრძნობ :)) ეხლა მიკვირს, აქამდე როგორ ვიყავი, როგორ დავდიოდი იმ თმით? თუმცა ვიცი, როგორც - საშინლად არ მომწონდა ჩემი თავი, მიზეზს კი ვერ ვხვდებოდი. 22 წელი დამჭირდა იმის გასაგებად, რომ გრძელი თმა არ ყოფილა ჩემი.

ახალი ნატალია კი მომწონს, ძალიან :)  

Friday, January 22, 2010

Hit for Haiti

  ჰაიტიში მომხდარმა მიწისძვრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. თუმცა, უშუალოდ ამ საკითხზე არ ვაპირებ წერას. 

 ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შაბათს ფეისბუქზე რაფას სტატუსი ვნახე:

 

”We play an exhibition match at Melbourne Park tomorrow to help the victims in Haiti. Roger's idea, he texted me and I thank him for that. It is at 2 pm so we hope that you can come so that we raise money also with your help.”


  ეს იყო საქველმოქმედო მატჩი, რომლის იდეა როჯერ ფედერერს ეკუთვნოდა. ჩანაწერს უკვე იმდენჯერ ვუყურე, მიუხედავად ცუდი ხარისხისა.. კიდევ რამდენჯერ ვუყურებ, who knows :) ძალიან მომინდა, რომ აქაც დამეწერა და ფოტოები მაინც მეჩვენებინა თქვენთვის : )

 ჩოგბურთელები ორ გუნდად იყვნენ დაყოფილი:

- Team Red - Roger Federer, Lleyton Hewitt, Samantha Stosur, Serena Williams.

- Team Blue - Rafael Nadal, Andy Roddick, Novak Djokovic, Kim Clijsters.

   წყვილებში თამაშობდნენ, ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ყველას მიკროფონი ეკეთა და მათი ნებისმიერი გადალაპარაკების მოსმენა შეიძლებოდა.  

 ისეთი საყვარლები იყვნენ.. ზოგადად, კორტებზე თამაშებისას ყველა ძალიან სერიოზულია, იშვიათად რომ გაიღიმონ. აქ კი ყველა relaxed იყო, ბევრს იცინოდნენ. განსაკუთრებით ეხუმრებოდნენ რაფას, რომელიც უწყინრად იღებდა ყველა ხუმრობას და სულ იცინოდა :)

 ფოტოკოლაჟი [მეტ-ნაკლებად] ქრონოლოგიურად:

 თამაშის მსაჯი იყო ყოფილი ჩოგბურთელი, ამერიკელი Jim Courier


                                                                  ლურჯების გუნდი :)


                                                            ’მხიარული როჯერი’ :)

 პირველები ნადალი/როდიკი და ფედერერი/ჰიუიტი იყვნენ.



შესვენებისას ჯოკოვიჩი მასაჟს უკეთებს გუნდის წევრებს :))

                                                                           შეჯახება 



 კიმი და ნოვაკი თვალს ადევნებენ თამაშს.


 შემდეგი წყვილები - ჯოკოვიჩი/კლაისტერსი, უილიამსი/სტოსური.


 

Djokovic: 'thanks, Rafa. You've got a sweet touch'

                                                 რაფას რეაქცია ჯოკოვიჩის სიტყვებზე 



 ჯოკოვიჩს უხერხულ ადგილას მოხვდა ბურთი და თავს იცავს

 რაფა და როჯერი მაყურებლის როლში :)


                                                                  ხედი წინიდან

                                                                      ხედი უკნიდან


                                                           რაფას და კიმის წყვილი



ბურთს სინქრონულად დასდევდნენ,  და ძალიან სასაცილოები იყვნენ :)

 

 

                                                                         happy Rafa


                                                                   მასაჟი რაფასთვის

                                                                    Kim: 'Let me do that'


                                                                        ნადალი/ჯოკოვიჩი


 Djokovic: 'I think, that Kim was a better partner..'


Djokovic: 'I'm sayin' Kim was a better partner for you. that's what I'm sayin, why do you get angry?'



                                                                                     yeah!


                                                                        სამეულები 


                                                                             kick it!

                                                                   Roger dance :lol:


                                                                                smile

 The End.

Tuesday, January 19, 2010

Notes

   არ შემიძლია წინასწარ დაგეგმილი პოსტების წერა, არასდროს გამომდის. ადრეც რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, ძირითადად რაღაც დაუძლეველი სურვილის შედეგად ვწერ ახალ პოსტებს. 

  მე არ ვარ განებივრებული კომპიუტერთან მუდმივი კონტაქტით. მითუმეტეს როცა ოჯახში ბევრი მსურველია, კომპიუტერი კი - ერთი, შეიძლება ჩემი სურვილი იმ დროს დაემთხვეს, როცა ინტერნეტთან მოხვედრა შეუძლებელია, ამიტომ ამ ჩანაწერს ახლა მობილურში ვაკეთებ. წინა პოსტიც ზუსტად 10 წუთში დავწერე, თავის ფოტოების ატვირთვით და სხვა წვრილმანებით. მხოლოდ ერთი გადახედვა მოვასწარი და Publish-ს დავაჭირე, ვინაიდან იქვე ოთახში ოჯახის ერთ-ერთი წევრი ნერვიულად გადიოდა და გამოდიოდა [როგორ მინდა ლეპტოპი!]. არადა, სულ არ ვგეგმავდი იმ დღეს ახალი პოსტის დაწერას, მაგრამ ფედერერის იასამნისფერმა მაისურმა ის დაუძლეველი სურვილი გამიჩინა და აღარ გადავდე, მითუმეტეს მე ვაღმერთებ ჩემს სპონტანურ და რაღაც მიზეზით გამოწვეულ პოსტებს! მიზეზები კი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს - მუსიკა, ფილმი, მაისური, პოსტები - არიან ბლოგერები, რომელთა პოსტების კითხვისას, წერის სურვილი მიჩნდება. შეიძლება სრულიად სხვა თემაზე წერდეს, მე კი სულ სხვა იდეა მომივიდეს.

  იმას ვამბობდი, სპონტანური პოსტების მიყვარს-მეთქი. მითუმეტეს, მოგვიანებით რომ ვკითხულობ და იმ დროინდელ ემოციას ვგრძნობ.. ახლა ვინაიდან Australian Open მიმდინარეობს, სექტემბერი მახსენდება - US Open, დეიდას ლეპტოპი, რაფას ’ტკივილით მოგებული მატჩი’ და გათენებული ღამე, ცხელი მჭადები და გარშემო სრული სიმშვიდე.. 

  ბოლო დროს ბლოგებს აქტიურად აღარ ვეცნობი; სოფიმ თქვა ერთ-ერთ კომენტარში, ბევრი ბლოგი გამოჩნდა, თუმცა ძალიან ცოტაა, სადაც თავს შეაფარებო. ალბათ მეც დამაბნია ბლოგების სიმრავლემ, ან შეიძლება უბრალოდ ცოტახნით მომბეზრდა და დრო მჭირდება.. 

 Whatever, მე მაინც მიყვარხართ : )

Saturday, January 16, 2010

The show begins!

  ფედერერი ფერად მაისურებში ვარჯიშობს,


 რაფას სიცხემ მაისური გაახდევინა, რის გამოც  ერთ-ერთ ფორუმზე აპოლონის მომავალი მოდელი უწოდეს..


 ჟუსტინ ენინი დაბრუნდა, კიმ კლაისტერსი მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება.

ისევე როგორც მარია შარაპოვა, ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ


 ორშაბათს Australian Open 2010 იწყება!