არ მიყვარს, პირდაპირ რომ დადებენ ვიდეოს ბლოგზე და არც კი გიხსნიან, რას ეხება; უბრალოდ მიგითითებენ, რომ უნდა ნახო.
მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა უბრალოდ უნდა დავდო და მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად უყუროთ.
ალბათ, დიდი ხანს იქნებით გულაჩუყებული და 'aww' მდგომარეობაში, ამ ძალიან საყვარელი მამა–შვილის ვიდეოებს თუ ნახავთ.
Showing posts with label People. Show all posts

Friday, October 7, 2011
Saturday, September 10, 2011
ჩემი ტკბილი გოგონები
თავიდან ვგეგმავდი, რომ აქ იქნებოდა ბევრი ტკბილი გოგონა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მათგან ჩემი მხოლოდ ორია.
ამიტომ მე მხოლოდ ორზე დავწერ.
ნატალი
ნატალი პირველად რომ გავიცანი, მატილდა მქვიაო, მგონი ასე მითხრა. ჰო, ნამდვილად ასე იქნებოდა, ლეონთან ერთად იყო, მახსოვს.
ხანდახან, რომ ვუყურებ, მგონია ჩემი ოჯახის წევრია. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემს ერთ-ერთ დეიდას წააგავს [ისიც ძალიან ლამაზია, სხვათაშორის] და მასთან ვაიგივებ.
პენელოპე
პენელოპესთან პირველად შეხვედრას კი ვერაფრით ვიხსენებ. ალბათ იმიტომ, რომ თავიდან ასე ძალიან არ მომწონებია. ნელ-ნელა და თავისთავად მოხდა.
ბევრი ვიფიქრე, რა ჰქონდა მას ისეთი, რაც ყველასგან გამორჩეულს ხდიდა. ალბათ ის, რომ ძალიან ბუნებრივია. აი, თავისთავად არის ასეთი - ქალური და მიმზიდველი. ყველა მანერა სექსუალური რომ აქვს და ამისათვის არანაირი ძალისხმევა არ სჭირდება.
![]() |
| 1997 წელი |
ნატალის თინეიჯერობის ფოტოები მიყვარს განსაკუთრებით, ბავშვური სილამაზე რომ აქვს, მოხულიგნო ელემენტებით.
ამ ფოტოზე გაზაფხულივით ლამაზია :)
პენელოპეს.. პენელოპეს ყველა ფოტო მიყვარს :) ზოგიერთ სურათში საერთოდ არ არის ლამაზი, მაგრამ მთავარია თვალებში შეხედო და სულ გავიწყდება, რამდენიმე წამის წინ რას ფიქრობდი.
ზოგჯერ კი თვალებში შეხედვა საერთოდ არ არის საჭირო : )
ბოლოს კი, ჩემი ყველა დროის, ყველაზე საყვარელი ფოტო [წინა პოსტებშიც არაერთხელ მაქვს გამოყენებული] -
Friday, December 3, 2010
Cute British Actor and Rafa's girlfriend
ახალი გატაცების ობიექტი მყავს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები - რაფას ერთ-ერთ თამაშზე აღმოვაჩინე. ძალიან ბევრი ძიება და წვალება დამჭირდა, რომ დამედგინა ვინ იყო. ერთი პირობა ნატას გატაცებას მივამსგავსე და ის მეგონა. მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი რომ ორი სხვადასხვა ადამიანი იყო. რა სიტყვები აღარ ვწერე გუგლში, ხან პირდასპირ კითხვა დავუსვი - 'ვინ იყო ბიჭი, რომელიც ნადალი-ბერდიხის მატჩზე რაფას გუნდთან ერთად იჯდა' [მართლა, დაახლოებით ასეთი კითხვა დავსვი :)] მაგრამ, ამაოდ. შესანიშნავი გამოთქმაა 'ვინც ეძებს პოულობს'. როცა უკვე იმედი გადამეწურა, სწორედ მაშინ Zimbio.com-ზე ამ ფოტოს მოვკარი თვალი.
გულაჩქროლებულმა დავაკლიკე, გადიდდა და.. მისი სახელი და გვარიც ვიხილე! ეს მომხიბლავი უცნობი, რაფას ბიძა ტონის რომ უმშვენებს გვერდს, ბრიტანელი მსახიობი ბრედლი ჯეიმსი აღმოჩნდა. ხომ მართლა მომხიბლავია?
ახლა ვფიქრობ, მერლინის ყურება ხომ არ დავიწყო? :)
* * *
რაფას girlfriend კი რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონს. ულამაზესი თმით, მუქი კანით და საოცრად თბილი თვალებით.
როცა ვხედავ, რაფას როგორ გულშემატკივრობს, სულ გული მიჩუყდება ხოლმე :))
პ.ს სათაური ყვითელი პრესასავით გამომივიდა :D არავითარი კავშირი არ აქვთ ამ ორს ერთმანეთთან [გარდა იმისა, რომ რაფას გულშემატკივრობენ :P]
![]() |
| Bradley Jams chatting with Toni Nadal |
გულაჩქროლებულმა დავაკლიკე, გადიდდა და.. მისი სახელი და გვარიც ვიხილე! ეს მომხიბლავი უცნობი, რაფას ბიძა ტონის რომ უმშვენებს გვერდს, ბრიტანელი მსახიობი ბრედლი ჯეიმსი აღმოჩნდა. ხომ მართლა მომხიბლავია?
ახლა ვფიქრობ, მერლინის ყურება ხომ არ დავიწყო? :)
* * *
რაფას girlfriend კი რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონს. ულამაზესი თმით, მუქი კანით და საოცრად თბილი თვალებით.
![]() |
| Maria Francisca 'Xisca' |
როცა ვხედავ, რაფას როგორ გულშემატკივრობს, სულ გული მიჩუყდება ხოლმე :))
პ.ს სათაური ყვითელი პრესასავით გამომივიდა :D არავითარი კავშირი არ აქვთ ამ ორს ერთმანეთთან [გარდა იმისა, რომ რაფას გულშემატკივრობენ :P]
Saturday, November 13, 2010
Annie Leibovitz - Magic Photography
სიმართლე რომ გითხრათ, მე არც თუ ისე ბევრ ფოტოგრაფს ვიცნობ. უფრო გულახდილი რომ ვიყო, ასე, სახელით და გვარით არავინ არ ვიცი, მის გარდა.
ანი ლიბოვიცი ჩემი საყვარელი ფოტოგრაფია. პირველივე ნახვისთანავე მოვიხიბლე მისი ნამუშევრებით და დიდი ხანია ვაპირებ მასზე პოსტის დაწერას. სავარაუდოდ, ეს პოსტი გამოვა ძალიან დიდი, მაგრამ ნაკლები სიტყვებით და ბევრი სურათით. ვისაც აქამდე არ გსმენიათ ლიბოვიცის შესახებ, ვფიქრობ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ჩემსავით შეგიყვარდებათ.
მის ფოტოებს აქვს დამახასიათებელი ნიშნები და ადვილად გამოარჩევ სხვებისგან, ყველა მათგანი რაღაც ისტორიას ყვება. ალბათ ამან მომხიბლა ყველაზე მეტად. თუმცა წაკითხულს ნანახი ჯობია, როგორც იტყვიან [ყოველ შემთხვევაში, მე ასე გეუბნებით ახლა :)]
თუმცა მე ბიოგრაფიების კითხვა ბავშვობიდან არ მიყვარს, ცოტაოდენ ბიოგრაფიულ დეტალებს გვერდს ვერ ავუვლი :) ანი ლიბოვიცმა პირველად მოღვაწეობა დაიწყო ჟურნალ Rolling Stone-ში, 1970 წელს. 1980 წლის 8 დეკემბერს, მას ჟურნალისთვის უნდა გადაეღო ჯონ ლენონი. ლენონმა მოითხოვა, რომ მასთან ერთად იოკო ონოც ყოფილიყო ჟურნალის გარეკანზე. ანიმ სწორედ ამ დროს გადაიღო ლენონის და ონოს ცნობილი ფოტო.
1983 წლიდან, ლიბოვიცმა მუშაობა დაიწყო ჟურნალში Vanity Fair, სადაც დღემდე მოღვაწეობს და სხვადასხვა დროს უამრავი ცნობილ ადამიანი ჰყავს გადაღებული [მეც ამ ჟურნალიდან აღმოვაჩინე :)]
For Vanity Fair:
1998 წლიდან მან ასევე დაიწყო თანამშრობლობა ჟურნალ ვოგთან, სადაც ბევრი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა. მათ შორის არის:
კირსტენ დანსტი, როგორც დედოფალი მარია ანტუანეტა.
ასევე ფოტოების სერია თემაზე 'ალისა საოცრებათა ქვეყანაში', სადაც ალისას როლში ნატალია ვოდიანოვაა, სხვა პერსონაჟები კი ცნობილი დიზაინერები არიან.
განსაკუთრებულია მისი სარეკლამო ფოტოები ლუის ვიტონისთვის - კატრინ დენევის, გორბაჩოვის, ანდრე აგასის & შტეფი გრაფის და სოფია და ფრენსის ფორდ კოპოლას მონაწილეობით.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის 2007 წელს დისნეისთვის გადაღებული ფოტოების სერია, სადაც ცნობილი ადამიანები დისნეის სხვადასხვა მულტფილმების პერსონაჟები არიან. მაშ ასე, Year of a Million Dreams:
ეს იყო მცირედი, რაც მე შევარჩიე თქვენთვის. სხვა დანარჩენისთვის გუგლი არსებობს :)
პ.ს

| ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოკლეს ჯონ ლენონი. |
1983 წლიდან, ლიბოვიცმა მუშაობა დაიწყო ჟურნალში Vanity Fair, სადაც დღემდე მოღვაწეობს და სხვადასხვა დროს უამრავი ცნობილ ადამიანი ჰყავს გადაღებული [მეც ამ ჟურნალიდან აღმოვაჩინე :)]
For Vanity Fair:
![]() |
| სკარლეტ იოჰანსონი, კირა ნაითლი და ტომ ფორდი |
![]() |
| Master Class |
![]() |
| Not So Desperate Housewives |
![]() |
| Rhapsody In Blue |
![]() |
| Send In The Gowns |
![]() |
| პენელოპე კრუსი და ვუდი ალენი |
1998 წლიდან მან ასევე დაიწყო თანამშრობლობა ჟურნალ ვოგთან, სადაც ბევრი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა. მათ შორის არის:
კირსტენ დანსტი, როგორც დედოფალი მარია ანტუანეტა.
ასევე ფოტოების სერია თემაზე 'ალისა საოცრებათა ქვეყანაში', სადაც ალისას როლში ნატალია ვოდიანოვაა, სხვა პერსონაჟები კი ცნობილი დიზაინერები არიან.
![]() |
| Natalia Vodianova as Alice |
![]() |
| Karl Lagerfeld & Natalia Vodianova |
![]() |
| Galliano as the Queen of Hearts, accompanied by his King, Alexis Roche |
![]() |
| Donatella Versace and Rupert Everett |
![]() |
| Stephen Jones (right) and Lacroix, as the March Hare |
განსაკუთრებულია მისი სარეკლამო ფოტოები ლუის ვიტონისთვის - კატრინ დენევის, გორბაჩოვის, ანდრე აგასის & შტეფი გრაფის და სოფია და ფრენსის ფორდ კოპოლას მონაწილეობით.
![]() |
| Sometimes, Home Is Just a feeling |
![]() |
| A Journey Brings Us Face With Ourselves |
![]() |
| Is There Any Greater Journey Than Love? |
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის 2007 წელს დისნეისთვის გადაღებული ფოტოების სერია, სადაც ცნობილი ადამიანები დისნეის სხვადასხვა მულტფილმების პერსონაჟები არიან. მაშ ასე, Year of a Million Dreams:
![]() |
| Where You’re The Fairest Of Them All |
![]() |
| Juliane Moore and Michael Phelps from The Little Mermaid |
![]() |
| Where A Whole New World Awaits |
![]() |
| Where Dreams Run Free |
![]() |
| Where The Magic Begins |
![]() |
| Where You Never Have To Grow Up |
![]() |
| Where You’re Always The King Of The Court |
![]() |
| Where Your Every Wish Is Our Command |
![]() |
| Where Every Cinderella Story Comes True |
ეს იყო მცირედი, რაც მე შევარჩიე თქვენთვის. სხვა დანარჩენისთვის გუგლი არსებობს :)
პ.ს
![]() |
| Annie Leibovitz |
Saturday, October 23, 2010
Screw you, doctor O'Malley!
რამდენიმე დღის წინ blogroll.ge-ზე ბლოგებს გადავხედე. უბრალოდ, იქვე გადავხედე. რამდენი ბლოგი არსებობს, ღმერთო! უმეტესობა ისეთია, დროს რომ ვერ უძლებს [ალბათ ასეა, მე ხომ იმ ბლოგებზე არ შევსულვარ]. თუმცა ხანდახან ისეთ ბლოგებს ვპოულობ, რომლებსაც მერე აქ ვამატებ. მართლაც რამდენი განსხვავებული აზრია.. ამდენი პოსტების წაკითხვის შემდეგ, მგონია რომ მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ, და ეს ადამიანები სულ სხვაგან არიან.
მე ქვაფენილიან ქუჩაზე და დარაბებიან სახლებზე ვფიქრობ, ვოცნებობ არარეალურ რაღაცეებზე და მერე, ისევ იმ პრობლემებს ვაწყდები პირისპირ, რომლებიც სულ არის ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ხანდახან გამოჩნდება, როგორც ქრონიკული დაავადების გამწვავება. სწორად ავხსენი? ამ დროს ისეთი სასოწარკვეთა მეუფლება, რომ მინდა ყველაფერს გავცილდე, დედამიწიდან წავიდე და მარსზე გადავსახლდე [დიახ, მე ახლახან წავიკითხე ბრედბერი]. ბლოგზე ეს ფოტოებიც ისევ ჩემთვის არის მგონი, და საკუთარ თავს ვუმეორებ დაჟინებით რომ ’დღეს კარგი დღეა’. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ ქვაფენილიან ქუჩაზე და ამით ბედნიერი ვარ. მანამდე, სანამ რაღაც არ გამწვავდება.
პრობლემებში კი იგულისხმება პრობლემები. არა ის ახირებები, რომლებსაც მოცალეობის დროს ჩვენ თვითონ ვიგონებთ ხოლმე [და ასეთი ძალიან ბევრია. აბა კარგად დაფიქრდით, თქვენი საწუხარიდან რამდენია ხელოვნურად შექმნილი?].
ადამიანებო, როდის ისწავლით, იყოთ ბედნიერები? გეთანხმებით, სულ კმაყოფილი ვერ იქნები კაცი, მაგრამ იქნებ ცოტა ხნით მაინც დაფიქრდეთ, რომ სხვას თქვენზე მეტად უჭირს და იმას კი არ გთხოვთ, რომ ვინმეს დაეხმაროთ, ან ვინმეზე იფიქროთ - არა! უბრალოდ, იყავით ბედნიერები. სულ ეს არის. ნუთუ ასე ძნელია? ან, შეიძლება არის კიდეც.. ბედნიერება ხომ ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის.
პ.ს ამ პოსტის წერა ყველაზე მეტად გამიჭირდა, ბევრჯერ გადავხედე და შევასწორე. შუაღამის ბრალია, ზედმეტად გულახდილი ვარ ამ დროს :) იმედია ხვალ არ ვინანებ, რომ საერთოდ გამოვაქვეყნე.
პ.პ.ს სათაური სულ ბოლო წამს მოვიფიქრე, როცა შეწუხებული ვიჯექი და უკვე აღარ ვაპირებდი ’პაბლიშზე’ ხელის დაჭერას იმის გამო, რომ ვერ ვასათაურებდი. ვისაც დაგაინტერესებთ, აგიხსნით :)

Sunday, October 10, 2010
People, blogs and other labels
დღეს მნიშვნელოვანი თარიღია. ფეისბუქზე ასე თვლიან ყოველ შემთხვევაში - ყოველი მეორე სტატუსი ასე გამოიყურება: 10.10.10
ღმერთო, ხანდახან როგორი რთულია წერა. ვზივარ და შევყურებ მონიტორს, გვერდით უკვე ცარიელი ყავის ჭიქა მიდგას და არ ვიცი, რაზე ვწერო. ან ვიცი, მაგრამ უბრალოდ ვერ ვწერ. მინდა რომ დიზაინი შევცვალო. რამდენი ხანია ბლოგსპოტმა ახალი სისტემა გააკეთა და ბევრად უფრო მარტივია ბექგრაუნდის მორგება. მაგრამ მე, როგორც მერყევ ადამიანს, და ცვლილებების მიმართ პანიკური შიშის მქონეს, ვერ გადამიწყვეტია, შევცვალო თუ არა. უფრო გულახდილი ვიქნებოდი, რომ მეთქვა შეცვლა მეზარება-მეთქი. ათასი რაღაცის გაკეთება მინდა და უბრალოდ, მეზარება.
გარეთ მინდა გასვლა და ადამიანების ნახვა. იცით რამდენი ხანია, სახლში ვზივარ? ავად ვიყავი, მერე პოსტ-ავადმყოფობის პერიოდი მქონდა, მერე პოსტ-რეაბილიტაციის და ახლა რა პერიოდი მაქვს, არ ვიცი. თან ისე მეზარება ამ სახლში ჯდომის პერიოდის მერე გასვლა.. ვინმე ხართ ჩემნაირი? მგონია უნიკალური ვარ ამ ასპექტში :)
ორიოდე დღის წინ პოსტი დავწერე, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, მგონი :) მერე წავშალე ისევ, თუ არ წამიშლია ჯერ, დრაფტებში გდია შესაძლოა. მოკლედ, გადავიფიქრე გამოქვეყნება. მაგრამ მაინც ვიტყვი, სულ მაინტერესებს, არ ეზარებათ ადამიანებს, მუდმივად ვიღაცის გაკრიტიკება? აი, ვერ წარმომიდგენია, სულ სხედან და ნეტში პატრიარქის ქადაგებებს ეძებენ? რომ მერე დააშეარონ და თქვან, ნახეთ ერთი ამ ერის მამამ რა თქვაო. წადით რა ადამიანებო, თქვენ თავს მიხედეთ. ვინმე ისეთი მაინც აკრიტიკეთ, ვინც მართლა ცუდ საქმეს აკეთებს.
ისეთი კარგი ქართული ბლოგი ვიპოვე ორიოდე დღის წინ.. აი, სურვილი რომ გიჩნდება, თავიდან ბოლომდე წაიკითხო. ასეთები კი ნამდვილად ცოტაა. ნაწილი მაშინვე წავიკითხე, ნაწილი კი დღეს დავამთავრე, ფინჯან ყავასთან ერთად. აი, მაგალითად, სუნამოებზე წერს, თან ისე კი არა, როგორც უმრავლესობა - ნეტში რომ მოძებნიან და მერე დააკოპირებენ, ან ქართულად თარგმნიან რაღაც სტატიას და თავს აგატკიებენ უაზრო რჩევებით. არა, სულ სხვანაირად.. მოკლედ, დიდი ხანია ასე ბლოგს არ მოვუხიბლივარ.
რამდენი ხანია, რაფას თამაშები არ მინახავს. ახლა აზიაშია ჩოგბურთის ტურნირები და იქაურ დროს ვერაფერი გავუგე, რომ ვიღვიძებ, თამაშები უკვე დამთავრებულია ხოლმე. გუშინ ტელევიზორში შემთხვევით გადავრთე საჩოგბურთო არხზე, დილის თამაშს იმეორებდნენ. რაფა ახალი გამოსული იყო კორტზე. თავისთვის სკამთან იდგა და ჩოგნებს იღებდა. რომ დავინახე, აი, ისეთი გრძნობა მქონდა, დიდი ხნის უნახავ ადამიანს რომ შეხვდები. მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა - ეე, რაფა, როგორ მომენატრე. დღეს დილით კვლავ გამომრჩა თამაში, და ინტერნეტში ვნახე, რომ ტოკიოს ტურნირი მოუგია. გილოცავ, რაფაელ. ეს წელი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო შენთვის. [რა უცნაურია, აქამდე რაფასთვის 'რაფაელი' არასდროს მიწოდებია და მეუცნაურა :)]
გრეის ანატომია ჩვეულ ფორმაშია - ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ჯერჯერობით, კარგად გრძელდება. როგორ მიყვარს! ყოველ სერიას სულ მცირე, ორჯერ მაინც ვუყურებ.
მე მგონი, ყველაფერზე დავწერე, რაზეც ამ დღეებში მიფიქრია. თითქმის ყველაფერზე. ჰო მართლა, ერთ-ერთი ამერიკელი მასწავლებლის ბლოგი არ მიხსენებია, საქართველოში რომ ჩამოვიდა იმ რაღაც პროგრამით. ძალიან კარგად წერს და მის პოსტებს სიამოვნებით ვკითხულობ. თუ დარჩა კიდევ ვინმე, ვინც მის შესახებ არ იცით [იქნებ რომელიმე თქვენგანს ფეისბუქი არ გაქვთ, ან ვერ შეესწარით სხვადასხვა ადამიანის მიერ დაშეარებულ მის პოსტებს], შეგიძლიათ იხილოთ მიშელის ბლოგი.

Tuesday, October 5, 2010
Hours and all that matters
დღეს საათებს ვუყურე. ისე მოუხდა ამ ამინდს.. ხანდახან ფილმებს არასწორ დროს ვუყურებთ ხოლმე, ანუ not right time, და მერე გვგონია, რომ არ მოგვეწონა.
გარეთ წვიმს, წვიმს, და ჰაერი ნოტიოა. მე ფოთლებს შევყურებ ხეებზე და ვნატრობ, მალე გაყვითლდეს და ჩამოცვივდეს, რომ მერე ისევ შეივსოს მწვანე ფოთლებით.
დღევანდელი ამინდი კი ბუხარზე მაფიქრებს, მითუმეტეს თუ ცოტახნის წინ საათების ყურება დავამთავრე. ამინდი ხომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში. მეგობრები მინდა გვერდით, ოღონდ აქ არა. სადმე, ბუხართან.
ტელეფონი გაუთავებლად რეკავს. ოთახში დილიდან ბნელა. ჰო, მე ისევ ვოცნებობ სადმე ქალაქგარეთ ყოფნაზე, ფიქრსა და წერაზე. აქ ყოველ წუთს, ყოველ წუთს მაწყვეტინებენ ფიქრს. ისევე როგორც ვირჯინია ვულფს თავის მოახლე.
როცა ასეთ პოსტებს ვწერ, წარმოვიდგენ ადამიანებს, რომლებიც ზოგადად ბევრს არაფერს დაგიდევენ ცხოვრებაში. ძირითადად ზრუნავენ კარგ სამსახურზე, შემოსავალზე, რომელსაც მერე ტანსაცმელსა და სხვადასხვა გასართობ ადგილებში დახარჯავენ. that's all that matters. როგორც კრისტინა ამბობს, გრეის ანატომიაში - 'არ ვიცი, რა უფრო კარგია, იყო ისეთი მარტივი გოგო, როგორებიც პრიალა ჟურნალებში არიან, თუ იყო.. მე'
რა კარგი რამეა ბლოგი. აქ შეგიძლია წერო და წერო.. აუცილებელი არ არის, ჩემს გარშემო არსებულ პრობლემებზე ვილაპარაკო, ისინი ამით არ მოგვარდებიან. ამიტომ ისევ მტვრიან ბუხარსა და ფინჯან ყავაზე დავწერ..

Tuesday, September 28, 2010
ჩემი დაღლილი მეძავები და შემოდგომა
ეს შემოდგომაც თავს დამატყდა. სულ ისეთი ამინდებია, ქუჩებში რომ უნდა იხეტიალო. აი, მაგალითად ლესელიძის გვერდით არის პატარა ქუჩა. დიდი არაფერი, ჩვეულებრივი, ვიწრო ქუჩაა, თანაც - დამრეცი. იქ პატარა ძველებური სახლს ასევე ძველებური ფანჯარა აქვს და ერთხელ ამ ფანჯრიდან ქალი იყურებოდა. აი, იცით როგორი? არიელში რომ არის ბოროტი, რვაფეხა ჯადოქარი, იმას გავდა. დიდი წითლად შეღებილი ტუჩებით. სანამ არ ჩავიარეთ თვალს არ გვაშორებდა. რაღაცნაირად შემეშინდა, რომ დავინახე. ის კი შეიძლება უბრალო მეძავი იყო, ყველაფრისგან დაღლილი. მე კიდევ ათასი რაღაც გავიფიქრე..
დაღლილ მეძავებზე გამახსენდა - ნამდვილი მარკესის ამინდებია. მოყვითალო და მზიანი. არა, მარკესს აუტანელი სიცხეებიც უხდება, სულს რომ გიხუთავს, ისეთი.
მაგრამ მე მარკესს არ ვკითხულობ ახლა.
გუშინ ბებოს ბიბლიოთეკას მივაკითხე. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, ბებოს თაროებს მივაკითხე-მეთქი. მიყვარს წიგნების არჩევის პროცესი, თან იქ სულ ძველი წიგნებია და ეს ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე პრიალა ფურცლები. ცოტახნით ეზოში ვკითხულობდი. მერე ძილის წინ. როგორ მიყვარს, ღამე ძალიან რომ გეძინება და კითხვას მაინც ვერ ეშვები. მერე უკვე ისე გერევა ძილი, რომ ვეღარ ართმევ თავს და იძულებული ხარ წიგნი დახურო, სასთუმალთან დადო და გაითიშო. .
წიგნები და შემოდგომა უხდება ერთმანეთს. მითუმეტეს თუ იმ საერთო ორომტრიალში არ ხარ ჩაბმული, დილით ლექციებზე რომ უნდა გაიქცე. და ათასი ვალდებულება კიდევ.
მალე გამოჯანმრთელდი, ნატალია.

Subscribe to:
Posts (Atom)