I'm not Cristina Yang.
Tuesday, February 11, 2014
The only voice that matters
I'm not Cristina Yang.
Wednesday, January 29, 2014
ანა - ჩემი მეგობარი.
She’s my person."
ანა ჩემი მეგობარია.
ჩვენ ერთმანეთს დიდი, ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ.
[წინასწარ ვითხოვ პატიებას, პოსტში ხშირად გამეორდება სიტყვა "ჩვენ", მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ.. ჩვენ!]
მე არ მახსოვს, როგორი იყო ჩემი ცხოვრება, სანამ ანას გავიცნობდი. თუმცა არა. მანამდე იყო ნატალია ანამდე, მერე კი - ნატალია ანას შემდეგ (ან, ანასთან ერთად, როგორც გენებოთ). ჩვენ ერთად დავიწყეთ განვითარება, უფრო ბევრ რამეზე ფიქრი, გავიჩინეთ მეტი ინტერესები (და მეგობრები), ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც. ერთმანეთს ძალიან შევუწყვეთ ხელი, რომ გავმხდარიყავით უფრო კარგი, მოაზროვნე და ჭკვიანი ადამიანები. ანუ ისეთები, როგორებიც ვართ ახლა :)
ანა პირველად 2002 წელს, სექტემბრის ერთ დილას გავიცანი, როცა ორივემ ერთ ჯგუფში შევაბიჯეთ და ექიმობისთვის მზადებას შევუდექით. მაშინვე არ დაგვცემია თავზე ზეციური ნიშანი, ეს ის გოგოა, მალე შენი პერსონა რომ გახდებაო. მეორე კურსიდან კი, როგორც ჰოლდენ კოლფილდი იტყოდა, მაგრად დავმეგობრდით.
ანა ის გოგოა, რომელთანაც შემიძლია ჩემი ემოციები ისე გამოვფინო, რომ არ შემრცხვეს. არადა, მე ყველაზე ნაკლებად, სწორედ ჩემი ემოციების გასაჯაროება მიყვარს. მე და ანას არასდროს გვიჩხუბია [უბრალოდ შეუძლებელია ანასთან ჩხუბი, სიტყვაზე მენდეთ :)].
ჩვენ გვაქვს ჩვენი ქალაქები, ქვაფენილიანი ქუჩებით. ეს დროსა და სივრცეში გარდამავალი, წარმოსახვითი ქალაქებია, სადაც ათასგზის გვივლია, ფეხით გაგვითელავს, მაგალითად, ნერუდოვას ქუჩა, და ერთი სახლის პაწაწინა აივანზე, ცხელი შოკოლადიც გვაქვს მირთმეული. ბარსელონაში 2012 წელს ვიყავით, თუმცა მგონია, რომ ჩვენი ბარსელონა ჯერ კიდევ გრძელდება და ხანდახან გავრბივართ იქ, რომ ის მზიანი დილა და მარწყვის ჯემიანი პურები გავიხსენოთ.
ჩვენ გვაქვს სამოსელი პირველი. მანუელო კოსტა, ერთ-ერთი დიდი კანუდოსელი, ისე გვიყვარს, როგორც არავის. ეჰ მანუელო, მანუეეეელ...
მე ზუსტად ვიცი, რომ წინადადებაზე: "მისმინე დომენიკო, მე ალექსანდროს უფროს ძმა ვარ.." (ჩემი ინტერპრეტაციაა, შესაძლოა ზუსტად წიგნს არ მიყვება), ანასაც ზუსტად ისეთივე დენები უვლის ტანში, როგორც - მე.
და მაშინ, როცა ანა მეკითხება, თუ ვიცი, რომელი პერსონაჟი შეუყვარდა ყველაზე მეტად "ლილე იროელიდან", მე შემიძლია შეუცდომლად გამოვიცნო, რომ ეს არის კოპალა. იმიტომ, რომ თავიდანვე მეც ის გამოვარჩიე და შევიყვარე.
ანას შეუძლია, მცირე რაღაცებისგან ბედნიერების შექმნა. შეუძლია, ადგეს და მაგალითად, წვიმის შემდეგ მზის გამონათებით გაბედნიერდეს. მერე ისე დაჟინებით გთხოვს, რომ შენც ბედნიერი იყო, ბუზღუნებ კიდეც, მაგრამ ხვდები, რომ მისმა დაჟინებამ გაჭრა.
ჩვენი ურთიერთობა, რაღაც უხილავი ძალებით, გადაბმულია მერედიტის და კრისტინას ურთიერთობასთან. თუმცა ბოლომდე არც მე ვგავარ კრისტინას და მითუმეტეს არც ანა - მერედიტს. (თუმცა კი მას ჰყავს თავის McDreamy).
დღევანდელ დღეს, როცა ხალხისთვის ცინიზმი ერთ-ერთი იარაღი გახდა, თითქოს ჩვეულებად იქცა, რომ ვიღაცას ან რაღაცას აქილიკებდე, ჩვენ შეგვიძლია დავსხდეთ ანას და თორნიკეს მყუდრო სახლში, დავლიოთ ყავა, ვჭამოთ გრილიაჟი და ადამიანების სიკეთეზე ვილაპარაკოთ.
და ახლა, როცა ის დედამიწის მეორე მხარესაა, ყველაზე შორს, მე ვგრძნობ მის სიახლოვეს ისევე ძლიერ, როგორც მაშინ, იმ დღეებში, როცა მის მზიან სამზარეულოში ვისხედით დილაობით, ვსვამდით ყავას და ათას ამბავზე, მსუბუქსა თუ მძიმეზე, ერთნაირი გულწრფელობით ვლაპარაკობდით.
და ბოლოს, მე და ანამ (განსაკუთრებით ანამ), კარგად ვიცით, რომ მთავარია სიარული. არ აქვს მნიშვნებლობა, რატომ და როგორ, მთავარი ერთია - სიარული.
და სულ ბოლოს, მე ბოლოჯერ დავწერ სიტყვას "ჩვენ".
ეს სიმღერა ჩვენია, თუ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში, იცის მხოლოდ ანამ და მეტი არაფრის თქმა არ არის საჭირო.
Tuesday, December 3, 2013
* * *
ეს არის ჩემი დღის ფოტო.
არ ვიცი, ვინც ამ სერიალს არ უყურებს, მათთვისაც ისეთივე ემოციური დასანახია თუ არა, მე კი ლამის ცრემლებამდე მიმიყვანოს.
Saturday, May 19, 2012
შაბათის მოსაწყენი საკითხავი
So fuck the million dollar kitchen
fuck the Al Pacino posters
fuck the drugs the gold the strip poles
fuck the homies
fuck the poses
fuck the walls they build around them
fuck the bedroom magic nonsense
ფეისბუქზე შეხედვა აღარ მინდა, ძალიან დავიღალე ამ ხალხის პრობლემებით. ალბათ, უფრო მე ვარ გულგრილი მიმდინარე მოვლენების მიმართ.
ხვალ რსრ–ს სეზონის ბოლო თამაშია და ძალიან მინდა, შემდეგ ლიგაში გადავიდეთ. სპორტული ინტერესი მაქვს. საერთოდ, ძალიან აზარტული ვარ თურმე და ყველაფერი შეჯიბრია ჩემთვის. ძირითადად არა ვინმე სხვას, არამედ საკუთარ თავს ვეჯიბრები და სულ ვცდილობ, დავუმტკიცო, რომ მაგარი ვარ.
სასოწარკვეთილი დიასახლისები დამთავრდა და გული დამიცარიელდა.
უკვე მეორე სერიალი დავამთავრე და ძალიან ცუდი შეგრძნებაა, ბოლოს ტიტრები რომ ამოდის და ხვდები, რომ ვეღარასდროს გაიგებ, როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება. ეხლა აღარ ვიცი, როგორ უნდა გავძლო გაბის, ლინეტის, ბრის და სიუზენის გარეშე.
გრეის ანატომიას კი, კიდევ ერთი, სადისტური ფინალი ჰქონდა და სერიოზულად გავბრაზდი. არ შემიძლია ამდენი ადამიანის სიკვდილის გადატანა, ვერ ხვდებიან, რომ მხოლოდ პერსონაჟები არ არიან ჩვენთვის, მაყურებლისთვის? ასე, ხელის ერთი მოსმით, რომ მოგიკლავენ ძალიან საყვარელ, კეთილ ადამიანს, ვეღარ ფიქრობ უკვე, რომ მხოლოდ სცენარია, ფილმია, ამბავია და არ უნდა განიცადო. თან ძალიან მშრალად, ცივსისხლიანი მკვლელივით მოიქცნენ სცენარისტები.
სამაგიეროდ დავიწყე სექსი დიდ ქალაქში–ს ყურება, ძალიან სასიამოვნოა საღამოს, დაღლილი რომ მოაღწევ სახლში და 1–2 სერიას უყურებ ძილის წინ.
მოკლედ, ძალიან დავცარიელდი. მთელი დღე ათასი, ყოვლად უსარგებლო ინფორმაცია შედის თავში და რაღაც მექანიკური ადამიანი გავხდი.
ჩოგბურთის ყურება მომენატრა და რაფაზე ნერვიულობა, ბუნება მინდა, სოფლის სახლის სუნი მინდა, საინტერესო ფილმები მინდა, ბევრს მინდა ვკითხულობდე, ფეხით დავხეტიალობდე, ადამიანებთან ურთიერთობა მინდა ისე ძალიან, როგორც წყალი რომ გწყურია – სვამ, სვამ და ვერ მაინც ვერ იკლავ წყურვილს.
ამიტომ არ ვწერ პოსტებს, ამ ბოლო დროს სულ ერთი და იგივე მაწუხებს და პოსტებიც ასეთი, ერთნაირი გამოდის.
P.s
Oh, and, have a nice day (:
Saturday, March 24, 2012
Raindrops Keep Falling On My Head
I'll win.
I always win."
ეს წარწერიანი ფოტოები დიდი არაფერია, მაგრამ ხანდახან მაინც მოქმედებს, სადმე რომ წავაწყდები. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ლამისაა ყურები დამისკდეს, ისე ცხადად ჩამესმის ტომ იორკის ხმა "the job that slowly kills you.."
მგონი დროა, რომ გარეთ გავიდე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო და დავფიქრდე, ვინ ვარ. იმიტომ, რომ აღარ მახსოვს. 'რა მინდა'–ზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია.
დღევანდელი დღით ვცხოვრობ, მაგრამ ეს რამე ოპტიმისტური არ გეგონოთ.
მე ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან ვარ. მაგრამ სულ მივდივარ. ხან ძალიან ქერად ვგრძნობ თავს, და ეს არც თუ ისე კარგი პერიოდია.
გამოგიტყდებით და, წუწუნი საერთოდ არ მქონია განზრახული, აქ რომ შემოვდიოდი. მაგრამ თავისით გამოვიდა ასე. ალბათ იმიტომ, რომ ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და უცებ გამახსენდა, ვინ ვარ და რა ხდება ჩემს თავს ( :
Saturday, January 21, 2012
My Green turned a deeper Blue
"You get to a point in your life, when you realize you got more yesterdays than tomorrows. And that realization is hard on a man. But when you get a chance to get on something like that.. You fight like a tiger; all because you think, it'll give you just a little more on the game."
![]() |
| I've got more tomorrows, than yesterdays. |
პოსტის მუსიკალური ფონი
Sunday, November 13, 2011
Coffee and Flowers
ჩემი ცხოვრება ძალიან ჰგავს იმ ფილმს, სადაც მთავარი გმირის ცხოვრებაში არაფერი ხდება და ყოველდღე ერთი და იგივე რუტინას ასრულებს. ასეთი ბევრია გადაღებული, უცებ წარმოგიდგება თვალწინ, მაგრამ კონკრეტულად ვერ გაიხსენებ ვერც ერთს.
ასეთ ფილმებში მოგვიანებით პერსონაჟის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, ხდება წარმატებული, შეყვარებული, ბედნიერი და ა.შ და ა.შ
ჯერჯერობით, ჩემი გმირის ცხოვრებაში მხოლოდ დასაწყისი მეორდება და მეორდება. ყოველდღე ვდგები და ვუყურებ ამ ფილმს, ისევ და ისევ.
არ გეგონოთ, რომ მხატვრულად ვცდილობ აღვწერო; ხშირად ვხედავ ჩემს თავს ასე, გვერდიდან.
ადამიანები საკუთარი მე–დან აღიქვამენ ყველაფერს. ერთი და იგივე მოვლენა ერთ დღეს შეიძლება კატასტროფად მოგეჩვენოს და მეორე დღეს საერთოდ ვერ შენიშნო.
ამ ეტაპზე, ჩემს მეს ჰგონია, რომ სიახლე სჭირდება, ახალი ადამიანები უნდა გარშემო. არა, ძველები არ მობეზრდა, ან უარს კი არ ამბობს მათზე, ისინიც უნდა. ადამიანების დეფიციტი აქვს. ხომ არსებობს ვიტამინების და კიდევ მრავალი ელემენტის დეფიციტი, რომელიც სხვადასხვა ჩივილებით ვლინდება. ადამიანების დეფიციტი ვლინდება ადვილად გაღიზინებადობით, მუდმივიდ გაურკვევლობით და გუნება–განწყობის სწრაფი ცვალებადობით.
სამსახურს საერთოდ არ ვადანაშაულებ. იმიტომ, რომ მე ყოველთვის შემიძლია საღამოს სადმე გასვლა და ადამიანების ნახვა. უბრალოდ, ადამიანები არ არიან. ქუჩები ცარიელია. ვიღაცები კი დადიან, ტრასპორტშიც სულს მიხუთავენ თავიანთი დიდი სხეულებით, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიან.
მადლობა ამ ძალიან კარგ სიმღერას.
Saturday, September 24, 2011
Free Falling
დღესაც ყველა რუტინა ზედმიწევნით დავიცავი. მაგრამ ზუსტად შუაში, ინტერნეტის ბრალი იყო თუ ლინკის, არ ვიცი, მაგრამ ვეღარ ვიწერ და ასე დავრჩი, როგორც მშიერი ადამიანი, საჭმელს წინ რომ დაგიდგამენ და მესამე ლუკმაზე აგაცლიან.
მომინდა, რომ გრეიზე მომეყოლა თქვენთვის.
რა თქმა უნდა, არ არსებობს ისეთი რამ, რაც ყველას უყვარს. სატელევიზიო შოუები რომ ავიღოთ, ჰაუსი არის ასეთი, ყველასთვის საყვარელი [ნუ, თითქმის ყველასთვის]. მაგრამ ჰაუსს თავი დავანებოთ.
რატომ უნდა გიყვარდეთ გრეის ანატომია?
არ ვიცი.
უბრალოდ, თუ ისე პირველივე სერიიდან თქვენი არ გახდა, ესე იგი, არაფერი გამოგივიდათ და უნდა შეეშვათ. მაგრამ თუ პირველივე წუთებიდან მიხვდით, რომ თქვენ შორის chemistry არის, ბედნიერი ადამიანი ხართ. არ ავხსნი, რატომ. ისინი, ვინც გრეის დაუმეგობრდა, ისედაც მიხვდებიან, ხოლო მათთვის, ვისაც გრეისთან არაფერი გამოუვიდა - ახსნითაც არაფერი გახდება ნათელი. არაფერი ისეთი, ეს იგივე ურთიერთობასავითაა ორ ადამიანს შორის - ან ეწყობით, ან - არა.
სცენარისტებს როგორი სათუთად მოვლილი და ნალოლიავები ყავთ პერსონაჟები იცით? თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა და ეს ისე ცხადად იგრძნობა, რომ შენც გიყვარდება ყველა. ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებით. მათ რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ არ არსებობს იდეალური ადამიანი, არ არსებობს კარგი ადამიანი [თუ გჯერა, რომ ასეთები არსებობენ, ან ბავშვი ხარ და ან - ინფანტილური მეოცნებე].
ყველა ურთიერთობას სჭირდება დრო, რომ საბოლოო ფორმა მიიღოს. იქნება ეს მეგობრობა, თუ სიყვარული.
დრო ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს მარტო გრეიდან არ მისწავლია. სწავლისთვის ნახვა/წაკითხვა არ არის საკმარისი. როცა პირადად შეგემთხვევა, მაშინ სწავლობ. მეც შემემთხვა და - ვისწავლე.
ღმერთო, ხომ მარტივი რამეა, მაგრამ რომ უკვირდები, რა საინტერესოა ყველა ადამიანი.
Wednesday, February 23, 2011
All by Myself
ოპერაციის შემდეგ პირველი 24 საათი კრიტიკულია. ყოველი ჩასუნთქვა და გამოყოფილი სითხე დაწვრილებით იზომება და იწერება, და სიხარულით ან მწუხარებით აღინიშნება..
მაგრამ, რა იქნება შემდეგ 24 საათში? რა მოხდება, როცა პირველი დღე კვირებად, შემდეგ კი თვედ გადაიქცევა? რა ხდება, როცა უშუალო საფრთხემ გაიარა, როცა აპარატი გამორთულია და ექიმების ჯგუფიც გვერდით აღარ არის?
ოპერაცია ნიშნავს, რომ გადარჩი. მაგრამ პოსტოპერაციული, შემდგომი პერიოდი, არის როცა განკურნებას იწყებ. რა იქნება, თუ ასე არ მოხდა?
ყოველი ოპერაციის მიზანი არის სრული გამოჯანმრთელება. გახდე უფრო უკეთ, ვიდრე მანამდე იყავი.
ზოგიერთი პაციენტი სწრაფად იკურნება და შვებას გრძნობს. სხვებისთვის კი გამოჯანმრთელებას თვეები, ზოგჯერ კი წლებიც სჭირდება. როცა ხვდები, რომ აღარ გტკივა.
ამგვარად, ყოველი ოპერაციის პირობაა, რომ იყო მოთმინებით. თუ შეძლებ, პირველი კვირების და თვეების განმავლობაში და თავს დაარწმუნებ, რომ გამოჯანმრთელება შესაძლებელია, მაშინ დაიბრუნებ შენს ცხოვრებას.
მაგრამ ყველაფერს წინ უძღვის დიდი თუ.
ყოველთვის მსიამოვნებს, როცა სხვას ვეხმარები და ცოტა მაინც ვუმსუბუქებ დარდს, თუმცა მე იშვიათად ვაკითხავ იგივე მიზნით ვინმეს. თავს თუ ცუდად ვგრძნობ, რამე პრობლემა მაქვს, ვცდილობ სხვებს არ გავანდო და თითქმის ყოველთვის ჩემთვის გადამაქვს. არ ვიცი, ეს ცუდია და უნდა ვებრძოლო, თუ კარგია და მიხაროდეს. დრო მართლაც ყველაფერს კურნავს და ყველა დარდი ნელ-ნელა, თავისით გაივლის. ხანდახან, ყოვლად დაუკავშირებელი მოვლენა ან ადამიანი გეხმარება ამაში - ინტერნეტში შემთხვევით შეხვედრილი სურათი, ან ვინმეს თბილი ღიმილი, რომელმაც არც კი იცის, როგორ დაგეხმარა.
ასე, გაივლის დრო და კომპიუტერის მოციმციმე ეკრანთან მჯდომ ნატალიას მოაგონდება ყველა ის სირთულე, რაც გადაუტანია. მთავარია, ეს სირთულეები რა კვალს ტოვებს.
პ.ს ოჰ, ღმერთო, მე ხომ შევპირდი საკუთარ თავს, რომ ასე შაბლონურად პირად პოსტებს აღარ დავწერდი?!
პ.პ.ს ჰო, ის ზედა სიტყვები [და სათაურიც] - გრეის ანატომიიდან არის.
Sunday, October 10, 2010
People, blogs and other labels
ღმერთო, ხანდახან როგორი რთულია წერა. ვზივარ და შევყურებ მონიტორს, გვერდით უკვე ცარიელი ყავის ჭიქა მიდგას და არ ვიცი, რაზე ვწერო. ან ვიცი, მაგრამ უბრალოდ ვერ ვწერ. მინდა რომ დიზაინი შევცვალო. რამდენი ხანია ბლოგსპოტმა ახალი სისტემა გააკეთა და ბევრად უფრო მარტივია ბექგრაუნდის მორგება. მაგრამ მე, როგორც მერყევ ადამიანს, და ცვლილებების მიმართ პანიკური შიშის მქონეს, ვერ გადამიწყვეტია, შევცვალო თუ არა. უფრო გულახდილი ვიქნებოდი, რომ მეთქვა შეცვლა მეზარება-მეთქი. ათასი რაღაცის გაკეთება მინდა და უბრალოდ, მეზარება.
გარეთ მინდა გასვლა და ადამიანების ნახვა. იცით რამდენი ხანია, სახლში ვზივარ? ავად ვიყავი, მერე პოსტ-ავადმყოფობის პერიოდი მქონდა, მერე პოსტ-რეაბილიტაციის და ახლა რა პერიოდი მაქვს, არ ვიცი. თან ისე მეზარება ამ სახლში ჯდომის პერიოდის მერე გასვლა.. ვინმე ხართ ჩემნაირი? მგონია უნიკალური ვარ ამ ასპექტში :)
ორიოდე დღის წინ პოსტი დავწერე, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებდა, მგონი :) მერე წავშალე ისევ, თუ არ წამიშლია ჯერ, დრაფტებში გდია შესაძლოა. მოკლედ, გადავიფიქრე გამოქვეყნება. მაგრამ მაინც ვიტყვი, სულ მაინტერესებს, არ ეზარებათ ადამიანებს, მუდმივად ვიღაცის გაკრიტიკება? აი, ვერ წარმომიდგენია, სულ სხედან და ნეტში პატრიარქის ქადაგებებს ეძებენ? რომ მერე დააშეარონ და თქვან, ნახეთ ერთი ამ ერის მამამ რა თქვაო. წადით რა ადამიანებო, თქვენ თავს მიხედეთ. ვინმე ისეთი მაინც აკრიტიკეთ, ვინც მართლა ცუდ საქმეს აკეთებს.
ისეთი კარგი ქართული ბლოგი ვიპოვე ორიოდე დღის წინ.. აი, სურვილი რომ გიჩნდება, თავიდან ბოლომდე წაიკითხო. ასეთები კი ნამდვილად ცოტაა. ნაწილი მაშინვე წავიკითხე, ნაწილი კი დღეს დავამთავრე, ფინჯან ყავასთან ერთად. აი, მაგალითად, სუნამოებზე წერს, თან ისე კი არა, როგორც უმრავლესობა - ნეტში რომ მოძებნიან და მერე დააკოპირებენ, ან ქართულად თარგმნიან რაღაც სტატიას და თავს აგატკიებენ უაზრო რჩევებით. არა, სულ სხვანაირად.. მოკლედ, დიდი ხანია ასე ბლოგს არ მოვუხიბლივარ.
რამდენი ხანია, რაფას თამაშები არ მინახავს. ახლა აზიაშია ჩოგბურთის ტურნირები და იქაურ დროს ვერაფერი გავუგე, რომ ვიღვიძებ, თამაშები უკვე დამთავრებულია ხოლმე. გუშინ ტელევიზორში შემთხვევით გადავრთე საჩოგბურთო არხზე, დილის თამაშს იმეორებდნენ. რაფა ახალი გამოსული იყო კორტზე. თავისთვის სკამთან იდგა და ჩოგნებს იღებდა. რომ დავინახე, აი, ისეთი გრძნობა მქონდა, დიდი ხნის უნახავ ადამიანს რომ შეხვდები. მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მეთქვა - ეე, რაფა, როგორ მომენატრე. დღეს დილით კვლავ გამომრჩა თამაში, და ინტერნეტში ვნახე, რომ ტოკიოს ტურნირი მოუგია. გილოცავ, რაფაელ. ეს წელი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო შენთვის. [რა უცნაურია, აქამდე რაფასთვის 'რაფაელი' არასდროს მიწოდებია და მეუცნაურა :)]
გრეის ანატომია ჩვეულ ფორმაშია - ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ჯერჯერობით, კარგად გრძელდება. როგორ მიყვარს! ყოველ სერიას სულ მცირე, ორჯერ მაინც ვუყურებ.
მე მგონი, ყველაფერზე დავწერე, რაზეც ამ დღეებში მიფიქრია. თითქმის ყველაფერზე. ჰო მართლა, ერთ-ერთი ამერიკელი მასწავლებლის ბლოგი არ მიხსენებია, საქართველოში რომ ჩამოვიდა იმ რაღაც პროგრამით. ძალიან კარგად წერს და მის პოსტებს სიამოვნებით ვკითხულობ. თუ დარჩა კიდევ ვინმე, ვინც მის შესახებ არ იცით [იქნებ რომელიმე თქვენგანს ფეისბუქი არ გაქვთ, ან ვერ შეესწარით სხვადასხვა ადამიანის მიერ დაშეარებულ მის პოსტებს], შეგიძლიათ იხილოთ მიშელის ბლოგი.
Thursday, July 22, 2010
SGH
აბაზანაში დიდხანს ვიდექი მოშვებულ ონკანთან და სარკეში საკუთარ თავს შევყურებდი. გვერდით ოთახებიდან ხმაური მოისმოდა - ჩანს, უკვე ყველამ გაიღვიძა. ონკანი დავკეტე და ოთახში გამოსული, უაზროდ მივაჩერდი ტანსაცმლის კარადას. მერე რაღაც ჩავიცვი, მგონი ჯინსი და მწვანე ზედატანი.
დაბლა რომ ჩავედი, ყველა სამზარეულოში იყო [ყველა - ანუ სამივე]. გაუთავებლად ლაპარაკობდნენ და მეც მომმართეს, მგონი. ღმერთო, ნუთუ ჩემს გამომეტყველებაზე ვერ ხვდებიან, რომ არაფერი მესმის?
ძველი კარადიდან ჩემი ჭიქა გადმოვიღე და ყავა დავისხი. მაგიდას მივუჯექი და გახუხულ პურზე შოკოლადის კარაქი გადავუსვი. წინ ცხელი ყავით სავსე ჭიქა მიდგას, ცხელი ორთქლი ასდის და სასიამოვნო სუნი რეცეპტორების საშუალებით ტვინამდე აღწევს. მე დაფიქრებული შევყურებ, მერე ჭიქა ტუჩებთან მიმაქვს, რამდენიმე წამით ვაყოვნებ, ღრმად ვისუნთქავ და თვალებს ვხუჭავ. პირველი ყლუპი - ვგრძნობ, როგორ ჩადის ცხელი სითხე სხეულში..
ვაგვიანებთ. ბოლო ყლუპი აჩქარებით გადავყლაპე, ჩანთას, საკიდზე დაკიდებულ ქურთუკს და გასაღებს ხელი წამოვავლე და გავედით. ისევ თავსხმაა. მანქანიდან გზა თითქმის არ ჩანს. კვლავ რაღაცაზე კამათობენ და მე ნელ-ნელა ვფხიზლდები.
როგორც იქნა, კლინიკა გამოჩნდა - მოვედით. მანქანიდან რომ გადმოვედით, წვიმამ თითქმის გადაიღო. დილის სუფთა ჰაერი მაცოცხლებლად მოქმედებს, მეც ღრმად ვისუნთქავ. უკვე კარგად მესმის, თუ რაზე კამათობენ დილიდან:
- გუშინ შენი რიგი იყო, საყიდლებზე კი ისე წახვედი, რომ სია არ წაიღე. ღმერთო ჩემო, საყიდლების სია არ წაიღე!...
ოდნავ ჩამოვრჩი სხვებს, ვუყურებ და მეღიმება..
ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს - ახალი დღე დაიწყო.

ნატალია 'გრეის ანატომიაში'. შესაძლოა, I ნაწილი.
Friday, May 21, 2010
Change
ისე მოხდა, რომ ბოლო დღეები ხშირი ფიქრი მიწევს იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს შეცვლა. მე საერთოდ ორ კატეგორიად ვყოფ მათ - რომლებსაც უნდათ შეცვლა და რომლებსაც არ უნდათ. პირველ კატეგორიას საკუთარ თავში ცვლილების შეტანა უნდა, და ცვლილებაში არ იგულისხმება 'მე მწვანე ფერი მიყვარს, მაგრამ წითელი უფრო გემოვნებიანია და ამიტომ წითელი უნდა შევიყვარო', არამედ საკუთარ თავში უარყოფითი თვისებების დანახვა და მერე მათი გამოსწორება, ან გამოსწორების მცდელობა. ასეთი ადამიანები მომწონს - მუდმივად მუშაობენ თავზე და იზრდებიან. მაგრამ მეორე მხრივ, წარმოიდგინეთ რა ცუდია თვითონ მისთვის, როცა მუდმივად უკმაყოფილო ხარ, ცდილობ უფრო მეტი ისწავლო, სწავლობ კიდეც, მაგრამ შედეგს ერთ დღეში ხომ ვერ აღწევ? რეალურად, შედეგს არც აღწევ. მთელი ცხოვრება რაღაცის გამოსწორების მცდელობაა, მეტი არაფერი.
მეორე კატეგორია, სამაგიეროდ, სრულ იდილიაში ცხოვრობს. მოსწონს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და არანაირი უკმაყოფილების გრძნობა არ აწუხებს. არც მთელი ცხოვრება იტანჯება ათასი სულელური ფიქრებით თვითგანვითარებაზე.
დასასრული ორივე კატეგორიის ადამიანს ერთი აქვთ - სიკვდილი. საინტერესოა, რომელი უფრო ბედნიერ ცხოვრებას ატარებს - პირველი თუ მეორე კატეგორია?
ველოდები გრეის ანატომიის ახალი სერია როდის დაიდება; ვუყურებ ჩემს საყვარელ ადამიანებს და ცოტახნით მაინც დავიჯერებ, რომ ასეთები მართლა არსებობენ. რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოშიც ასე უბრალოდ გვარდებოდეს ურთიერთობები.
ეს ფოტო ძალიან, ძალიან მზიანი არ არის? <3
Friday, February 19, 2010
Lost in Grey's Anatomy
Lost - ჩემი საყვარელი სერიალია. Grey's Anatomy კი - ჩემი მეგობარი. ადრეც მაქვს ნათქვამი, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში, ის იყო ჩემს გვერდით - გრეის ანატომია. და მისი ეპიზოდების ნახვისას, პასუხს ვპოულობდი.
სასაცილოა ეს თუ არა, დიდად არ მადარდებს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაგეხმარება, თუ ის მართლა გეხმარება - რომელიმე ფილოსოფოსის წიგნი, ადამიანი თუ სერიალი?
ახლაც რთული პერიოდი მაქვს, ძირითადად - ფსიქოლოგიურად. პმს არ არის, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. წინა პოსტი სიმბოლური იყო. იქ რეალურად არც ქვეყანა ესპანეთს ვგულისხმობდი, და არც ბლოგ Wonderland - ს. ერთადერთი რეალური, ფერნანდო ვერდასკო იყო :)
აი, დღეს ვუყურე მე-14 ეპიზოდს, და როგორც იქნა, შედარებით დავმშვიდდი. აქამდე ვერავინ და ვერაფერი მშველოდა.
ახლა ისევ მზად ვარ ექიმობისთვის, ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ალბათ კიდევ დამჭირდება დრო საბოლოო რეაბილიტაციისთვის, მაგრამ დავიცდი.
პ.ს მომავალში აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტებს Lost-ზე და Grey's Anatomy-ზე.
Monday, November 16, 2009
Life is short
Grey’s Anatomy-დან ერთ-ერთი სიმღერის სახელით დავასათაურე პოსტი, შეიძლება პირდაპირი კავშირი ვერ ნახოთ, მაგრამ ირიბად და ქვეცნობიერად არის რაღაც :))
გრეის ანატომია მარტო იმიტომ კი არ მიყვარს, რომ მედიცინაზეა. უფრო მეტად იმიტომ, რომ ადამიანური ურთიერთობებია ძალიან კარგად ნაჩვენები. ისე კარგად, რომ ყოველ სერიაში პასუხს ვპოულობ იმ პრობლემაზე, რაც მაწუხებს იმ პერიოდში.
მოგეხსენებათ [ან შეიძლება არც მოგეხსენებათ], როგორი მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის ურთიერთობა. ამ საკითხზე რამდენ ფილმსაც არ უნდა ვუყუროთ, ან რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხოთ, თუ თვითონ არ ვნახეთ/გამოვცადეთ, ვერაფერს ვისწავლით. როცა პირისპირ დგები ცხოვრებისეული შემთხვევის წინაშე, თუ პირადი გამოცდილება არ გაქვს, ვირტუალური ვერ დაგეხმარება.
ექიმებს აქვთ ყველანაირ ადამიანთან კონტაქტი, და უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ისწავლონ. წარმოიდგინეთ, ყოველდღე ხვდებით ყველა ჯურის ადამიანს, რომლებიც ბოლომდე იხსნებიან, არ მალავენ თავის ემოციებს, მეტიც - ადამიანები, რომლებიც საავადმყოფოს გარეთ ხალხის თაყვანისცემის ობიექტები არიან, არიან თავდაჯერებულები და წარმატებულები, ექიმთან პატარა ბავშვებივით ხდებიან. ყოველივე ამას აკვირდები, სწავლობ ურთიერთობას ყველა მათგანთან და გრძნობ, რომ გამოგდის; ზოგთან ადვილად, ზოგთან - რთულად. სირთულე უფრო მეტი სტიმულის მომცემია, და სურვილი გიჩნდება, რომ რაც შეიძლება მალე გაჩნდეს chemistry თქვენ შორის. მთავარია, დაინახო და ისწავლო; სურვილი უნდა გქონდეს, რომ შენს თავში მუდმივად რაღაცეები შეცვალო.
საერთოდ, ექიმები ძალიან მაგარი ხალხია - ყოველთვის აღფრთოვანებაში მოვყავარ. როცა ვმოირიგეობდი, უამრავ მათგანზე დაკვირვების საშუალება მომეცა. ეხლაც ჟრუანტელი მივლის იმის გახსენებაზე, რომ ოდესმე მეც მათ მსგავსად ვიქნები. მანამდე კი.. მანამდე ბევრი დაბრკოლებაა, რომლებიც, თავის მხრივ, სტიმულს მაძლევს :)
Friday, September 4, 2009
Did You Say It? I Love You.. Did You say it?..
დღეს განსაკუთრებით მენატრება გრეის ხალხი..
აბსოლუტურად ყველა, ის ექთანიც კი, მხრებამდე ქერა თმა რომ აქვს და ყვავილებიანი ხალათი აცვია.
იუთუბზე ვიდეოებს ვეძებდი, ორს ვუყურე მხოლოდ:
ეს ეპიზოდი მიყვარს - სიმღერა მომწონს ძალიან, თუ ნახვა არ გინდათ, მოუსმინეთ მაინც -
ეს კი V სეზონის ფინალური ეპიზოდი, ყოველ ნახვაზე ვიტანჯები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ ჯიუტად ვუყურებ ისევ. .
Sunday, May 24, 2009
ისევ და ისევ გრეი
გუშინ Grey's Anatomy-ს თავიდან ნახვა გადავწყვიტე და I სეზონის I სერია გადმოვწერე :) ძალიან ბედნიერმა და გაღიმებულმა ვუყურე, ყველა ისეთი საყვარლები და რაც მთავარია ჯანმრთელები არიან! თან რაღაც ისეთი სერიაა, პირველი დღე, ყველაფერს თავიდან იწყებენ, ჯერ არაფერი რომ არ იციან და დაბნეულები დარბიან. I love them :*
საუნდტრეკების ლისტსაც ვადგენ პარალელურად, რაც მომეწონება გადმოვწერ. არადა ვიცი ბევრი მომეწონება, გრეის ერთ-ერთი ღირსება სწორედ კარგი მუსიკალური გაფორმებაა :))
სერიის ნახვის პარალელურად გარეთ წარღვნა მიდიოდა. სანამ ყველაფერი დაიწყებოდა, უცებ საშინლად გაიელვა და ვინაიდან მე ძალიან მეშინია ჭექა-ქუხილის, სასწრაფოდ ყურებისკენ გავაქანე თითები, მაგრამ სულ ახლოს რომ მივიტანე ყურთან, ზუსტად მაშინ გაისმა თავზარდამცემი ხმა და თითები ისეთი ძალით შეხტნენ რომ ყურები მატკინეს და ცალკე ხმაზე გული კინაღამ გამისკდა :D
და მერე იყო წარღუნაჲ იგი.
Sunday, May 10, 2009
What a Difference a Day Makes
გრეის სერიები უფრო და უფრო მთრგუნავს. დღეს ვუყურე ახალს და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ყველაზე დაძაბულ მომენტში დეიდა შემოვიდა ოთახში, ხელსახოცი ე.წ 'ნოვა', ხომ არ გაქვსო. მე სახე შევაბრუნე და ისე მივაწოდე. უი, ერთი ცალი გქონია და არ მინდაო, მე კვლავ ზურგით მდგარმა, არ მჭირდება, აიღე–თქო ვუთხარი. არ მართმევდა და იძულებული გავხდი მოვბრუნებულიყავი, თუმცა, მგონი ვერ შენიშნა ჩემი ნამტირალევი სახე.
რაც შეეხება თვითონ სერიას, თავიდანვე ისე დაიწყო – იზის მიწისფერი სახით, რომ მივხვდი ბევრ მარილიან სითხეს დავკარგავდი. ერთადერთი სასიამოვნო მომენტი იყო დერეკის საქორწილო საჩუქარი, რომელიც მერედიტს მიუძღვნა – solo surgery! isn't it sweet? [დღეიდან მეც ასეთ საჩუქარზე ვოცნებობ] კიდევ ერთი პატარა დადებითი ამ სერიაში იყო ერთ–ერთი პაციენტი, რომელიც სიმპატიური იყო, that's all. იყო ბევრი პაციენტი და აქედან ყვლა მოკვდა, მათ შორის ის სიმპატიურიც, გარდა ერთი გოგოსი. ა, ხო, მერედიტის ოპერაციის დროს chief-ზე ბევრი ვიხალისე კიდევ.
და დასასრული – საკმაოდ მოულოდნელი, მერედიტის და დერეკის ნაცვლად სულ სხვა წყვილი დაქორწინდა. იზი რომ ეკლესიაში შედის, ჩემი ცრემლდენის პიკი იყო [ამ მომენტში შემოვიდა დეიდა და ცოტა გაანეიტრალა].
კიდევ, რაც დამამახსოვრდა სერიიდან, სიტყვები, რომლითაც იწყება ეპიზოდი – You never know the biggest day of your life is going to be the biggest. The days you think are going to be big ones, they're never as big as you make them out to be in your head.
სულ ესე ხდება – ფილმებში ვინც მომწონს ყოველთვის ის კვდება, მე კიდევ ძალიან განვიცდი ხოლმე და ამჯერადაც ალბათ ასე მოხდება. ეგ კი არა, ამ ბოლო დროს ფეხბურთში რომელ გუნდსაც ვგულშემატკივრობ, სულ აგებს და თან სამარცხვინოდ, მგონი ღმერთის მიერ მოვლენილი წყევლა ვარ.
პ.ს რა ბედნიერებაა რომ ამ პოსტის წერისას მაინც ვარ სახლში მარტო.
Friday, May 1, 2009
ფორუმს+ბლოგი=
საერთოდ ჩემი სუსტი წერტილია, ტკივილია და კიდევ უამრავი ცუდი რაღაც არის ახალი ადამიანის გაცნობა. იმ პირველ ეტაპს ვერ ვიტან, როცა თავაზიანი ღიმილით ზოგად თემებზე მიწევს ლაპარაკი, ამიტომაც ამ ეტაპს ვტოვებ ხოლმე და არაკომუნიკაბელურ ადამიანად ვითვლები. არადა, ზოგჯერ მართლა მეზარება ისეთ ადამიანთან ამინდზე ლაპარაკი, რომელსაც ვიცი რომ მეორედ აღარასდროს შევხვდები.
თუმცა არის შემთხვევები, როცა საინტერესო საზოგადოებაში ვხვდები, აქ კი მეორე პრობლემა იჩნეს თავს – სითამამეა საჭირო რომ სწორედ შენ მოგისმინონ და ყურადღება მოგაქციონ, რითაც მე ვერ დავიკვეხნი. ასევე ხშირად გაბედულება არ მყოფნის, რომ ემოციები გამოვხატო, ზოგჯერ ძალაუნებრად თვითონ ვზღუდავ თავს, თითქოს მეშინია რომ ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი ან მოსაბეზრებელი ვიქნები, არადა უნდა მეკიდოს ხომ? კი ვიცი, მაგრამ ვერ ვასრულებ.
აი ფორუმზე კი საქმე სხვაგვარადაა, შეხვალ, აირჩევ სასურველ თემას და პირდაპირ დაწერ მაგალითად, შენი საყვარელი მსახიობის შესახებ, გაესაუბრები სრულიად უცნობ ადამიანს და არ იქნება საჭირო ზედმეტი ცერემონიები. შენს დაპოსტილს ძალაუნებურად ყველა კითხულობს ვინც შესაბამის თემაში შემოვა და ვიღაცისთვის უკვე საინტერესო ხარ, იმ პირველი ეტაპის გაუვლელად.
ბლოგს რაც შეეხება, აქ კიდევ უფრო მეტი შანსია საკუთარი თავის წარმოჩენის. სრული თავისუფლება მაქვს, ასევე მაქვს დრო, რომ მოვიფიქრო თემა, დავალაგო და დავპოსტო, შესაბამისი ემოციებით. ეს კი უკვე რეალურ ცხოვრებაშიც თავდაჯერებას მმატებს და მეხმარება აი ის, პირველი ეტაპი ძალით მაინც გადავლახო. გულახდილიც ვარ, წინასწარ ხომ არ ვიცი ვინ შემოვა და წაიკითხავს, იმ მომენტში კი მარტო ვზივარ კლავიატურასთან და კომპიუტერის არ მცხვენია მაინცდამაინც :))
ბლოგს კიდევ ბევრი პლიუსი აქვს, მაგრამ ეხლა მე ერთი კუთხით განვიხილე მხოლოდ.
პ.ს ეხლა ვნახე რომ გრეის ახალი სერია დაუდიათ, სიხარულისგან ვიკივლე, სანამ ამ პოსტს ვწერდი გადმოწერა კიდეც და წავალ, ვუყურებ.
Saturday, April 25, 2009
Sweet Surrender
როგორც იქნა გრეის ახალი სერია გამოვიდა, სათაურში ხსენებული სახელწოდებით. ვუყურე და დავითრგუნე.
იზის ავადმყოფობა გულს მიკლავს, ძალიან მაინტერესებს რას უპირებენ სცენარისტები - რამე სასწაულს მოახდენენ, იზი კიბოსგან განიკურნება და მსახიობი დარჩება სერიალში, მოკვდება თუ უბრალოდ სერიალს დაამთავრებენ მანამდე?
ქართველი რომანტიკოსებივით წარსულს მივტირი სულ და ძველი სერიები და პერსონაჟები მენატრება, თან დღეს განწყობაც ისეთი მაქვს, რომ ყველაფერს მუქ ფერებში ვხედავ.
დღეს გამიჩნდა რამდენიმე კითხვა – რატომ გახდა ბეილი ასეთი მილაშკა? რატომ არის კელი ლესბიანკა? და რატომ გადაიწია ჯორჯმა მეორე პლანზე?
მინდა – ბეილი დაუბრუნდეს ისევ ზოგად ქირურგიას, კელი ჯობია თუ საერთოდ წავა სერიალიდან [არასდროს მომწონდა ეს პერსონაჟი], ჯორჯი კი რავიცი, მაგალითად გახდეს იმ მედდის BF ადრე რომ მოწონდა, ან უბრალოდ უფრო ხშირად ჩანდეს ეპიზოდებში.
ისეთი გაბრუებული ვარ მთელი დღე, მგონია ეს ესაა გადმოვედი საწოლიდან, გონების კონცენტრირებასაც ვერ ვახდენ, ყავაც აღარ არის მგონი, 1 ჭიქა კი დავლიე მაგრამ უშედეგოდ. 'ცისფერი მთები' გადის ტვ–ში, ზუსტად ჩემს ტვინშიც ასეთი გაუგებრობა და არეულობაა, ალბათ პახმელიაზე რომ არის ხალხი, ასე გრძნობს ხოლმე თავს.
დღეს მინდა ე.წ 'ხნა' დავიდო თავზე, მაგრამ ალბათ დამეზარება და ხვალისთვის გადავდე უკვე.
გაიტანეთ გრენლანდია!
Tuesday, April 14, 2009
Seriously?
მე და ჩემი მეგობარი ხშირად ვოცნებობთ, ძირითადად ჩვენს მომავალ პროფესიაზე. რაც, ალბათ ჩეულებრივი ამბავია – სად ვიმუშავებთ, ვინ რა სფეროში წავალთ და ა.შ მაგრამ ზოგჯერ ძალიან ირეალურ სამყაროში გადავიჭრებით ხოლმე და პარალელებს გრეის ანატომიასთან ვავლებთ, კერძო, ვოცნებობთ რომ – – რეზიდენტურა გავიაროთ ისეთ კლინიკაში როგორიც არის SGH [Seattle grace hospital].
– ვიცხოვროთ ერთ სახლში, როგორც მერედიტი, იზი და ჯორჯი ცხოვრობდნენ.
– ისეთივე სიმპატიური ლექტორი თუ მასწავლებელი გვყავდეს როგორიც მარკ სლოუნია :))
– დავესწროთ იმდენ ოპერაციას, რამდენსაც გრეის ინტერნები ესწრებიან
– ჰოსპიტალთან გვქონდეს ჯოს ბარის მსგავსი დაწესებულება
და მერე წარმოვიდგენთ, თუ რა მაგარია დილით რომ გაიღვიძებ, სწრაფად ჩაიცვამ, ჩაირბენ სამზარეულოში, აიღებ ჭიქა ყავას [დიდი მეტალის ჭიქები რომაა ისეთი ] და გაიქცევი კლინიკაში.
ან, 48 საათის მორიგეობის მერე რომ გამოხვალ კლინიკიდან და დაღლილი წახვალ სახლში [home, sweet home] სადაც მეგობრები ჩიფსებს და ლუდს მიირთმევენ და შენც შეუერთდები..
რაც გრეის ყურება დავიწყე, დაავადებული ვარ ამ სერიალით, თავიდან ჩემს გარშემო არავინ უყურებდა, მაგრამ მერე როგორც იქნა დაიწყო ჩემმა მეგობარმა და ოცნებაში მეწყვილეც გამომიჩნდა :)
გავარჩიეთ ვინ რომელ პერსონაჟს გავს. ქრისტინას მაგონებო მე ასე მითხრა. ნუ რავიცი, თავიდან ძალიან შევიცხადე, მერე რომ დავაკვირდი მართლა ვგავარ [გარეგნობით არა]. მეგობარი იზის გავს. როგორც გავარკვიეთ. მართლა ასეთია, რაღაცა სულ happy და ხალხის გაღიმებას რომ ცდილობს და მისთანანი :)
ქრისტინა კარგი ვარიანტია ჩემთვის –ჭკვიანია, ნიჭიერი და თუ მთლად ბერკივით მაგარ ქირურგს შევუყვარდები, როგორც იტყვიან, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს :D
და ბოლოს – მაისურიც კი გამოუშვეს, გრეის ამ ყველაზე ცნობილი ფრაზის –










