რომელია ბუნების ყველაზე ლამაზი სცენა ფილმში?
ეს კითხვა IMDB-ს Facebook ფეიჯზე შემხვდა და მყისიერად გამახსენდა Call Me by Your Name, კერძოდ, ის სცენა, როდესაც ელიო და ოლივერი ჩანჩქერისკენ მიდიან.
სუფიან სტივენსის შესანიშნავი სიმღერით გაფორმებული კადრები, მუქ მწვანე, ულამაზეს პეიზაჟს უყურებ და იქაური ცივი ტენიანობა თითქოს ეკრანიდან გადმოდის.
ერთ მომენტში, ოლივერი ჩერდება და კამერისკენ იხედება. როგორც შემდეგ არმი ჰამერი ყვება, ამ ეპიზოდის გადაღებისას იმდენად გადაიღალნენ (იქაურობა ჭინჭრით იყო სავსე, დასუსხულები და სველები იყვნენ), რომ ამ მომენტში მან მართლა გამოხედა კამერას და რეჟისორ ლუკა გუადანინოს, რომ გაეგო, სცენა გამოუვიდათ თუ არა. ეს კადრი ფილმის საბოლოო ვერსიაშიც მოხვდა და მე ვფიქრობ, სრულიად დიდებულია.
Showing posts with label Movies. Show all posts
Showing posts with label Movies. Show all posts
Thursday, April 23, 2020
Tuesday, May 14, 2019
Let them eat cake
ახლა, სამსახურში, ყავის სმისას ვფიქრობდი, როგორ გამომეყენებინა თავისუფალი 10 წუთი და ჩემს ძველისძველ თამბლერზე შევედი.
მარია ანტუანეტა ჯერ მხოლოდ ამ კადრების გამო მიყვარს. ბოლო გიფის ყურებისას თითქმის ვგრძნობ, ტკბილი კრემის გემოს როგორ ერევა მარწყვის სიმჟავე.
თქვენ რომელი ფილმი განიჭებთ ესთეტიკურ სიამოვნებას?
Thursday, January 18, 2018
საყვარელი ფილმი
საყვარელ ფილმს რა ნიშნით არჩევთ? როდესაც გკითხავენ, შენი საყვარელი ფილმი რომელიაო და პასუხი მაშინვე მზად გაქვთ ერთი, ორი ან სამი ფილმის სახით. რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას? რეჟისურა? შინაარსი? მუსიკა? მსახიობების ოსტატობა? ფერები? თუ კადრები?
ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, ფილმმა აღმაფრთოვანოს. ძლიერი და სასიამოვნო ემოციები გამოიწვიოს. მეორე დილას, თვალს რომ გავახელ, ისევ ამ ფილმზე ვფიქრობდე. მესამე დღესაც. მახსენდებოდეს კადრები, მუსიკა, პერსონაჟის ღიმილი თუ ქმედება. მინდოდეს, კიდევ ვნახო, მაგრამ თავს ვიკავებდე; ამ მოლოდინს ვახანგრძლივებდე, რომ დროის გასვლასთან ერთად, მივიწყებული ემოციები ისევ ძლიერად, ქარიშხალივით გააღვიძოს ზედმეტი დრამატიზმის, ექშენის გარეშე, მარტივად.
და მთავარი - ცვლილებების სურვილი. თუ ფილმი ჩემში ცვლილებებს ახდენს, მინდება, ცოტა უკეთესი, ან უფრო სხვანაირი ვიყო, ვიდრე მანამდე ვიყავი. სხვა თვალით შევხედო ჩემს ცხოვრებას, სხვების ცხოვრებას, ადამიანებს.. უფრო მეტად შემწყნარებელი გავხდე და მეტად გავუგო სხვებს.
თუ ამ ყველაფერს ერთად ახერხებს ფილმი, მაშინ ვხვდები, რომ თამამად შემიძლია, დაუფიქრებლად, ყოყმანის და ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე ვუპასუხო კითხვაზე - შენი საყვარელი ფილმი რომელია?
ამჟამად ორი საყვარელი ფილმი მაქვს:
1) ამელი
და
2) პატერსონი
არა, ამ ფილმებზე არაფრის დაწერას ვაპირებ. ხომ ვთქვი, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე ვპასუხობ-მეთქი :)
Saturday, March 4, 2017
სამდღიანი დასვენების მეორე დღე
რაღაც დიდ პოსტს შევეჭიდე გუშინ და ყოველდღიური პოსტვის რეჟიმიდან ამომაგდო. ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია, ამ დღეებში დავასრულებ წესით.
გუშინ კარგი დღე მქონდა, უკვე მიხარია, რომ ბათუმში არ/ვერ წავედი ^_^ ამ დღის წყალობით ჩემი 2017 წლის გეგმებში წინ წავიწიე, სხვათაშორის.
დღეს ჯერ მცონარა დღის რეჟიმში ვარ და ვფიქრობ, ამ რიტმში გავაგრძელო დღის დარჩენილი ნაწილი, თუ თავი ვაიძულო და გარეთ გავიდე.
გარეთ კი ნამდვილი გაზაფხულია, ეზოდან ბავშვების ჟრიამული ამოდის, დიდი დიღმის ქარი ჩვეულად ქრის და რა თქმა უნდა, კორპუსების მშენებლობის ხმიანობა გასდევს ამ ყველაფერს.
გუშინ კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ ტრეილერს ვუყურე სამჯერ - მაისამდე სულ ცოტა დრო დარჩა! ოჰოჰოჰო! ბოლო ნაწილია, man, ამის მეტი აღარ გამოვა. ალბათ კინოში ტირილით გავსკდები.
პ.ს არ ვიცი შენიშნეთ თუ არა (ძაან გამიკვირდებოდა, რომ შეგემჩნიათ), წინა პოსტს ახალი ლეიბლი დავამატე - SNAFU, მილიტარისტული აბრევიატურაა და იშიფრება როგორც: Serious Nothing, All Fucked Up. ამიერიდან ეგეთ ფრუსტრირებულ პოსტებს მივაკრავ ხოლმე ამ იარლიყს.

Sunday, September 7, 2014
Julia Dream
პინკ ფლოიდის მუსიკა მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა რაღაც ახლის ძიებაში ვიყავი და ზუსტად არც ვიცოდი, ეს ახალი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მატერიალური თუ აბსტრაქტული.
საერთოდ, ყველაფერი დიდი და მნიშვნელოვანის აღმოჩენა ჩემთვის მოულოდნელად, ყველასგან და ყველაფრისგან დამოუკიდებლად მომხდარა.
ასე იყო ამ შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, უკვე ვიცოდი პინკ ფლოიდის არსებობის შესახებ. რა თქმა უნდა, ერთი-ორჯერ მქონდა მოსმენილი მათი რამდენიმე სიმღერა, ისეთი, რომლებსაც ყველა უსმენს (Wish you were here, Shine on you crazy diamond..) და სულ ეს იყო. თებერვლის იმ დღეს, ტელევიზორში არხების გადართვით რომ ვირთობდი თავს, ერთ-ერთ არხზე გადიოდა Comfortably Numb, დევიდ გილმორის და დევიდ ბოუის შესრულებით. ამ არხზე გავაჩერე და ტელევიზორის გვერდით, სარკეში ვიხედებოდი, როცა უცებ გაუცნობიერებლად სარკეს მოვცილდი და ეკრანის წინ დავდექი. ბოლომდე თვალმოუშორებლად ვუყურე და მივხვდი, რომ რაღაც დიდი მოხდა.
სინამდვილეში ნამდვილი პინკ ფლოიდისთვის არც მომისმენია. ვერც დევიდ ბოუის დავაბრალებ, არც ის მიყვარდა მანამდე. უბრალოდ, როგორც იქნა ის დღე დადგა, რომელსაც მანამდე გაუცნობიერებლად, მუდმივად ველოდი. მერე ყველაფერი თითქოს ისე იყო, როგორც ახალი, საყვარელი ჯუფის აღმოჩენისას ხდება ხოლმე - ვიკიპედიის გადაქექვა, "ერთ სიმღერასაც მოვუსმენ და დავიძინებ". თან ასე იყო და თან არ იყო. რაღაც საბურველში გახვეული დავდიოდი.
სტენლი კუბრიკი, რა თქმა უნდა, მექანიკური ფორთოხლით გავიცანი. წიგნი ახალი წაკითხული მქონდა და ერთი სული მქონდა მენახა, ფილმი როგორი გამოვიდა. მახსოვს, შუაში გაწყვეტა მომიწია, სადღაც მეჩქარებოდა, მაგრამ გაწყვეტის მომენტიდან გაგრძელებამდე, მთელი ჯოჯოხეთ გამოვიარე. ლოდინის ჯოჯოხეთი. ვუყურებდი და არ ვიცოდი, რა მომწონდა კონკრეტულად. ყველაფერი აბსოლუტურ ჰარმონიაში იყო ერთმანეთთან - მსახიობები, ფერები, კადრები, მუსიკა..
ფილმებში ყველაზე ნაკლებად ომის თემატიკა მიყვარს. კუბრიკთან კი ხსენებულს ხშირად შეხვდებით. ის ბევრი ხერხით ცდილობს დაგვანახოს, რომ ომი ცუდია, საშინელებაა. მაგრამ ღმერთო, როგორ დიდებულად აკეთებს ამას! ხან ირონიით (Gentlemen, you can't fight in here! This is the War Room), ხან პირდაპირ მოგახლის სახეში და ცხარე ცრემლით გატირებს (გერმანელი გოგოს სიმღერა, რომელიც იძულებულია, მტრებს უმღეროს). .
პინკ ფლოიდი მუსიკის სტენლი კუბრიკია. კუბრიკი კი - კინოს პინკ ფლოიდი. ვიღაც დამეთანხმება, ვიღაც - არა. ალბათ ყველაზე გასაგები იმათთვის იქნება, ვისაც ზემოთხსენებულები ჩემსავით უყვარს.
მათ შეძლეს და შექმნეს ისეთი მუსიკა/ფილმები, რომლებიც ცოტა ხნით გამუნჯებს. თითქოს რაღაც ახლის, ბოლომდე შეუცნობელის მოწმე ხდები, რაღაც გეჯახება, ქარბორბალასავით გატრიალებს, ჯერ ცაში აგიტაცებს და მერე მიწაზე განარცხებს.
თქვენ იტყვით, ასეთი ზემოქმედება კიდევ ბევრ მუსიკოსს და რეჟისორს შეუძლიაო. მე დაგეთანხმებით და დავამატებ - მხოლოდ პირველ ჯერზე. აი, ფლოიდებს და კუბრიკს კი შეუძლიათ ყოველ ჯერზე, ყოველ მოსმენაზე და ნახვაზე იგივენაირი ემოციების ნაკადი გამოიწვიონ, პირველი შთაბეჭდილების ეფექტი შექმნან და ამასთან, რაღაც შეუცნობელის, გაუგებარის შეგრძნება დაგიტოვონ.
პ.ს დღეს (უკვე გუშინ), როჯერ ვოტერსის დაბადების დღე იყო და პოსტიც სწორედ ამ თარიღს ეძღვნება.
Wednesday, October 9, 2013
გრავიტაცია
თუ თქვენ ოდესმე, ერთი წამით მაინც, გიოცნებიათ კოსმოსში გაფრენაზე, თუ
რომელიმე ღამეს, ცაში უამრავ ვარსკლავს რომ შეჰყურებდით,
დაინტერესებულხართ, რა ხდება იქ, როგორია ჩვენი დედამიწა ზევიდან, მაშინ
აუცილებლად უნდა ადგეთ და წახვიდეთ კინოში ამ ფილმის სანახავად. იმიტომ, რომ აქ
არის კადრები, საოცარი კადრები. მთელი ფილმი ამ კადრებად ღირს, მეტი არც
არაფერია სანახავი და გასაგები.
არ ვიცი, ეს ხალხი რის ნახვას ელოდა, ბოლოს უკმაყოფილოები რომ გამოდიოდნენ. რატომ უნდა გქონდეს რაღაც განსაკუთრებულის, განსხვავებულის მოლოდინი, როცა იცი, რომ მთავარ როლებში სანდრა ბალოკი და ჯორჯ კლუნი არიან. ჩემთვის ფილმი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა მანამდე. ამიტომ აბსოლუტური კმაყოფილების გრძნობით დავტოვე დარბაზი. მხოლოდ იმან შემაწუხა, ერთ მომენტში, სანდრა ბალოკი რომ თავს მიარტყამს და გონებას კარგავს, ვიღაც კაცმა ხმამაღალი სიცილი რომ ატეხა.
ძალიან მომეწონა იდეა, რომ იქ, სადღაც ცაში, ყველა ერი ერთიანდება. შეგიძლია დაჯდე ჩინურ კოსმოსურ სადგურში, იყო ამერიკელი და გეცვას რუსული კოსმონავტის კომბინიზონი. რუსულ სადგურში ხატი, ჩინურში კი - ბუდა, იმის მანიშნებელია, რომ ზეციური ძალა ერთია, უბრალოდ ჩვენ, ადამიანები, მას სხვადასხვა სახელს ვარქმევთ.

საინტერესო იყო ფილმის იდეა - ახლიდან დაბადება. სანდრა ბალოკის გმირი ერთი იმედდაკარგული ქალია, რომელიც ყოველ დილას დგება, მიდის სამსახურში, საღამოს ბრუნდება სახლში და უსმენს რადიოს. და ყოველდღე ისევ და ისევ, ერთი და იგივე.
იქ, კოსმოსში, მისი ხელახალი დაბადება იწყება. ერთ მომენტში, როცა ასტრონავტის ჩაცმულობას იხდის, ემბრიონის პოზაში ისვენებს. ბოლო ეპიზოდში კი, კაფსულიდან გამოდის, ტბიდან ნაპირზე გამოცურავს და სიარულს თითქოს თავიდან სწავლობს.
თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ჰოლივუდურადაა გადმოცემული. მიზეზი, თუ რატომ უნდა ნახოთ ფილმი, პირველ აბზაცშია :)

Saturday, September 28, 2013
Географ глобус пропил и он свободен
გარეთ ჭექა-ქუხილია და წვიმს. ზუსტად ისეთი ამინდია, როგორიც ბათუმში იცოდა ხოლმე. ახლა ამ სიმღერას ჩავრთავ [თქვენც გადადით და მოუსმინეთ], და როგორც სიმღერებმა იციან მოგონებების შემონახვა, ესეც თავის წილ, ბათუმურ შეგრძნებებს მოიტანს.
ფესტივალზე ერთი კარგი რუსული ფილმი ვნახე. არც შედევრი, არც რაიმე განსაკუთრებული, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი.
Географ глобус пропил - ასე ჰქვია ორიგინალში და ნაწარმოების ეკრანიზაციაა.
მთელი ფილმი ჩემი შიშების განხორციელება იყო. ვიქტორს თავის ცოლი უყვარდა მთელი ძალით, ცოლს კი ის სძულდა. თავიდან ცდილობდა ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბოლოს კი, ჩემი აზრით ყველაზე ცუდი დასასრული ჰქონდა. ეს იყო ძალიან ტრაგიკული ამბავი და მთელი არსებით მეცოდებოდა მთავარი გმირი, ფილმის დასრულებისას კი საშინლად, საშინლად შემეშინდა, ოდესმე მეც იგივე არ დამმართნოდა.
როცა ბედნიერი ვარ, მუდმივად თან მდევს შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. ამიტომ ყოველთვის მეშინია, ვიყო კარგად; და როცა რაღაც მიხარია, თავს ბედნიერად ვგრძნობ, სადღაც გულის სიღრმეში, ჩუმად ვიწყებ ლოცვას, ღმერთო, რამე ცუდი არ მოხდეს, ეს ბედნიერება არ წამართვა-მეთქი.
სიყვარულიც ეგ არის, თან ბედნიერებისგან და სიხარულისგან რომ ხარ ავსებული, და თან სულ, სულ გეშინია, რამე არ შეიცვალოს, უცებ ერთ დილას არ გაიღვიძო და არ აღმოაჩინო, რომ ეს სიყვარული სადღაც გაქრა, ქმრის შეხებაზე ზიზღისგან გაკანკალებს და თმაგაჩეჩილი, ტირილისგან დასიებული თვალებით დადიხარ პატარა ბინის ოთახებში.

Wednesday, September 18, 2013
A bit here and there
- Where were you before?
- A bit here and there. We move with the seasons.
ბათუმში საუცხოო ამინდია. ღია კაფეში ვზივარ მეგობრებთან ერთად, ეხლახან გვქონდა ძალიან გემრიელი და ნოყიერი საუზმე (დიახ, საუზმე, 3 საათზე).
გუშინ საკონკურსო ფილმი - მეხუთე სეზონი ვნახე. ფილმი მუდმივ ზამთარზე, შიმშილზე, სასოწარკვეთასა და სახედაკარგულ ადამიანებზე.
ერთ პატარა, ევროპულ სოფელში ასეთი რიტუალი აქვთ - ზამთრის მიწურულს გლეხები თივისგან შეკრულ ბიძია ზამთარს წვავენ და სოფლიდან აძევებენ.
ფილმების ყურებისას არის მომენტები, როცა ერთი ეპიზოდს უყურებ და გონებაში ამბობ, მორჩა, ეს ფილმი მოგწონს. მეხუთე სეზონში ეს იყო ცეკვის სცენა, როცა ბიძია ზამთრის გაძევების რიტუალს ატარებდნენ. სოფლის მაცხოვრებლები ნათურებით განათებულ ხის სცენაზე ცეკვავდნენ, მშვენიერი სიმღერა ჟღერდა, იქვე ფურგონში ცხელ-ცხელი გლინტვეინი იყიდებოდა. სცენა ძალიან ლამაზი იყო, და ერთი შეხედვით სოფლის იდეალურ ცხოვრებას გვაჩვენებდა. მაგრამ რომ ვუყურებდი ამ სარიტუალო ცეკვას, ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან სევდიანი იყო, საშინლად სევდიანი.
თივას ცეცხლი არ მოეკიდება და სოფელში დგება მეხუთე სეზონი - მუდმივი ზამთარი. ძროხები აღარ იწველებიან, ფუტკრები იხოცებიან და ხალხი ნელ-ნელა საკუთარ სახეს კარგავს.
ბოლო ეპიზოდზე თავი ისე ვიგრძენი, თითქოს გული ხელით მომიწურეს და წვეთი სისხლი აღარ დამრჩა. ვერც კი ვიტირე, გახევებულ ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მექნა; ან მე რას ვიზამდი, იქ რომ ვყოფილიყავი და ადამიანების ასეთი შეშლა მენახა. ალბათ ელისივით მეც ხმის ჩახლეჩამდე, გულის წასვლამდე ვიკივლებდი.
ახლა, როცა აქ, კაფეში ვზივარ, გვერდით საყვარელი ადამიანები სხედან, მათ სახეებს ვუყურებ და მიხარია, რომ შემოდგომაა, სექტემბრის მზიანი დღეები დგას, ჩვენ აქ ვართ და გვაქვს ჩვენი შემოდგომა, მესამე სეზონი.
Tuesday, September 17, 2013
Man of Hope
შესავალის ნაცვლად
დიდი ხანი ვოცნებობდი, ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც მსოფლიოს შეცვლიდა. მსოფლიოს შეცვლა თუ არა, ის მაინც მსურდა, ჩემი სახელი ბევრს გაეგო და ხალხს
მნიშვნელოვანი საქმით გავეცანი (გაგეღიმებათ ალბათ, მაგრამ ნამდვილად
ასე იყო). მერე მივხვდი, რომ იდეალისტობა არაფერს მარგებდა და ცხოვრების მიზანი შევცვალე. ახლა მხოლოდ ვცდილობ, ვიყო ბედნიერი, ნებისმიერ დროს და ადგილას. ვიპოვო ისეთი დეტალი, რაც
ბედნიერს გამხდის.
გუშინ საღამოს, როცა ბათუმის ქვაფენილიანი ქუჩებით
კინოთეატრ აპოლოსკენ მივეშურებოდი, საკმაოდ დიდი მოლოდინები მქონდა. ისეთ ადამიანზე
უნდა მენახა ფილმი, რომელმაც მსოფლიო თუ არა, თავისი ქვეყანა და ხალხი მაინც შეცვალა.
ვინაიდან ჩემს თავს დავპირდი, რომ შუა ფილმიდან არასდროს გამოვალ, მხოლოდ ამიტომ ვუყურე 2 საათიან ფილმს ბოლომდე. კიდევ იმიტომ არ გამოვედი, რომ თავიდანვე გადავწყვიტე, ისე შემეხედა, ვითომ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი პოლონეთის უახლეს ისტორიაზე. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება რჩება მთელი ფილმის განმავლობაში.
მე წავიკითხე ანჟეი ვაიდას მიმართვა ბათუმის კინოფესტივალისადმი,
ის წერდა, რომ უნდოდა გადაეღო ფილმი უბრალო ადამიანზე, რომელმაც შეცვალა ისტორია და პირველი ლეხ ვალენსა მოუვიდა თავში. ვალენსა ნამდვილად უბრალო ადამიანი, ელექტრიკოსი იყო და მან მართლაც შეცვალა ისტორია.
მაგრამ მაინც ვთვლი,
რომ ეს ფილმი არის მხოლოდ პოლონელებისთვის, მათ ისტორიაზე. მათ გამოიარეს ეს წინააღმდეგობები და მათთვის არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ გადახედონ ცოტა ხნის
წინ ჩავლილ წარსულს.
ფილმი არ არის ისეთი, რომ შთაგაგონოს, სტიმული მოგცეს, შეცვალო მსოფლიო, გახვიდე ხალხში და წინააღმდეგობა გაუწიო რეჟიმს, რომელიც არ მოგწონს (მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია ძალიან გავს ჩვენსას).
ღამით, როცა უკვე
სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდი, ღია კინოთეატრთან გავიარე, სადაც მოკლემეტრაჟიანი
ფილმების სერია გადიოდა. ქუჩის ფარნები ანათებდნენ,
ცა მოწმენდილი იყო, ხალხი ჯგუფ-ჯგუფად სეირნობდა
და მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს იყო ის, რაც მე მინდოდა, ვყოფილიყავი აქ და ახლა. ისტორიის შეცვლა კი სხვა, უბრალო ხალხს მივანდე.
Tuesday, September 3, 2013
ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმები
მოგეხსენებათ, როგორი კბილების კაწკაწით ველოდები ამ ფესტივალს, ამიტომ, როცა საკონკურსი ფილმების სია გამოქვეყნდა, მაშინვე გადავხედე ჩამონათვალს და თითოეულზე მცირე ინფორმაცია მაინც მოვიძიე.
ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა.
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სექციაში 10 ფილმია წარმოდგენილი:
1. The Fourth Child, Vahid Mousaian. (ირანი)
ფილმი ორ ადამიანზე - მსახიობი ქალი, რომელიც კინოს მიატოვებს და ფოტოგრაფობას გადაწყვეტს და მამაკაცი. ისინი ერთად მიემგზავრებიან სომალში.
(სამწუხაროდ ტრეილერი ვერ ვნახე).
2. Lunchbox, Ritesh Batra, (ინდოეთი/საფრანგეთი/გერმანია/აშშ)
მოქმედება ვითარდება მუმბაიში, ახლადდაქვრივებული სუდიფსა და დიასახლის ილას შორის ურთიერთობა იწყება ე.წ ლანჩბოქსის საშუალებით, რომლითაც ისინი ერთმანეთს ჩანაწერებს უგზავნიან
3. Before Snowfall, Hisham Zaman, (ნორვეგია/გერმანია/ერაყი)
ერაყელი ბიჭი სიარი, თავის დის საძებნელად მიემგზავრება, რომელიც ქორწილიდან გაიქცა. სტამბულში ის გოგონას, სახელად ევინს, შეხვდება და მასთან ერთად აგრძელებს მოგზარობას. ისინი ერთად გაივლიან საბერძნეთს, გერმანიას და ნორვეგიას.
4. A Field in England, Ben Wheatly, (დიდი ბრიტანეთი)
ფილმის აღწერა ერთ-ერთ საიტზე: A Field In England is a psychedelic trip into magic and madness from Ben Wheatley, award-winning director of Down Terrace, Kill List and Sightseers.
5. The Geographer Drank His Globe Away, Alexander Veledinsky (რუსეთი)
ბიოლოგი ვიქტორ სლუჟკინი, უფულობის გამო ერთ-ერთ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად იწყებს მუშაობას. მის ცხოვრებაში ბევრი პრობლემაა: უფულობა, ცოლთან პრობლემები, სტუდენტებთან დაპირისპირება.. და მუდმივი მარტოობის შეგრძნება.
6. Lifelong, Asli Ozge, (თურქეთი/გერმანია/ჰოლანდია)
ფილმი მოგვითხრობს ცოლ-ქმარზე - თანამედროვე არტისტი ელა და მისი არქიტექტორი ქმარი კენი, ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ურთიერთობა კარგავს თავის ბრწყინვალებას
7. Fatshaker, Mohammad Shirvani, (ირანი)
8. Parajanov, Olena Fetisova & Serge Avidekian (სომხეთი/საფრანგეთი/საქართველო/უკრაინა)
ამ ფილმზე ვერანაირი ცნობა ვერ მოვიპოვე სამწუხაროდ, მაგრამ მიხვდებით, რაზეც იქნება :)
9. Fifth Season, Peter Brosens & Jessica Woodworth (ბელგია/საფრანგეთი/ჰოლანდია)
ბელგიის პატარა სოფელში ცხოვრება ნელი ტემპით მიმდინარეობს - გლეხები უვლიან ფერმებს და წველიან ძროხებს, ბავშვები თამაშობენ ტყეში.. სოფელი დანარჩენი მსოფლიოს პრობლემებისგან თთქოს განყენებულია.
10. A Fold in my blanket, Zaza Rusadze, (საქართველო)
Thursday, September 27, 2012
ქვაფენილიანი ქუჩების ქალაქი
კვირა 23.09.12 პრესკაფეში ვზივარ. ხალხი ბევრია, ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს. მე Massive Attack-ს ვრთავ და ბატარეის ბოლო ამოსუნთქვას ვიყენებ.
ბათუმში წვიმს და ცივა. დღეს საღამოს კინოფესტივალის დახურვაა, რომელსაც ვერ ვესწრები.
ბათუმი წვიმაში მშვენიერია. საერთოდ, ბათუმი ყოველთვის მშვენიერია. მე მახსოვს, როგორ ვოცნებობდი ევროპის ქალაქებზე, სადაც ვიწრო ქუჩები, ქვაფენილები და ლამპიონებია. მაშინ არ ვიცოდი, რომ ასეთი ქალაქი აქ, საქართველოში მექნებოდა და ის იმაზე მეტად შემიყვარდებოდა, ვიდრე უნდა გიყვარდეს ერთი ჩვეულებრივი ქალაქი..
გარეთ წვიმს, სულ წვიმს.
ძალიან მწყდება გული, რომ მხოლოდ ერთ ფილმს დავესწარი და ისიც არასაკონკურსოს. შესაბამისად არ ვიყავი პროდუქტიული და პოსტებსაც ვერ ვწერდი. შემეძლო დამეწერა ვორკშოპზე, გახსნაზე, მაგრამ თავს ბოლომდე ჩართულად ვერ ვგრძნობდი მხოლოდ ორიოდე დღით რომ დავესწარი მიმდინარე მოვლენებს და წერის სურვილიც არ მქონია. ახლაც, ეს ნაგვიანევი პოსტი ნაჩქარევად და რამდენიმე დღის განმავლობაში არის დაწერილი, მაგრამ აუცილებლად უნდა მომეყოლა თქვენთვის, თუ როგორი კარგი ამბები ხდება სექტემბრის 1 კვირის განმავლობაში ბათუმში.
მინდა, რომ კინოფესტივალზე უფრო მეტი მქონდეს მოსაყოლი თქვენთვის; გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ბევრმა ბლოგერმა ძალიან კარგად გააშუქა ფესტივალის დღეები. შემდეგ წელს, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამ პერიოდში შვებულებას ავიღებ და მთლიანად დავესწრები BIAFF–ს. კინოფესტივალის ჩასატარებლად ყველაზე კარგი პერიოდია არჩეული - სექტემბერი, თბილი დღეები, ნაკლები ხალხი, რაც საშუალებას გაძლევს მთლიანად შეგიძლია შეიგრძნო ბათუმის აურა.
კვირა 23.09.12, პრესკაფე. გარეთ ისევ წვიმს. ხალხს ვათვალიერებ და ხანდახან სხვის მზერასაც ვეჩეხები. აი ეხლა, აქ, წითელ სავარძელში მჯდარი, ყურებში Massive Attack-ით და ჭიქა კაპუჩინოთი, ვხვდები, რომ ზუსტად ის მომენტია, როცა არაფერი არ არის ზედმეტი - ადამიანები, მუსიკა, ამინდი.
ყველაფერი თავის ადგილზეა და მეტი არაფერი მინდა.
და ყოველთვის, როცა გავიხსენებ 2012 წლის BIAFF–ს, ეს ეპიზოდი იქნება პირველი, რომელიც კადრებად გამივლის წინ და ყურებში კვლავ Splitting The Atom გამიელვებს..

Saturday, August 25, 2012
ზაფხულის მიწურულს
ახლა ღამის 2 საათია, თითქმის. მე სამსახურში ვარ. გარეთ კანტიკუნტად მოძრაობენ მანქანები, ბენზინგასამართ სადგურზე ვიღაცას ღვიძავს.
ზაფხულის მიწურულია.
ეხლახან დავასრულე ეს ფილმი და მინდა, რომ ხმამაღლა ვიტირო, ძალიან ხმამაღლა. ვიქვითინო.
ვთვლი, რომ ომი ყველაზე დიდი საშინელებაა ამქვეყნად და ყველაზე მეტად მისი მეშინია, ძალიან მეშინია.
კირას მწვანე კაბა მიდგას თვალწინ. ეხლა მე რომ მეცვას ეს კაბა, დავლევდი 1 ჭიქა ვისკის, მერე ქვევით, აივანზე ჩავიდოდი და მოვწევდი.
ზაფხულის მიწურულია, გუშინ შესანიშნავი წიგნი წავიკითხე - ტიპი მეზობელი საფლავიდან. თქვენ ვის დანახვაზე გიხტით საკვერცხეები სიხარულისგან?
აი, ვზივარ სამსახურში და მახსენდება ჩაგდებული კონკურსი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდი. რატომღაც მეგონა, რომ რაღაც გამომივიდოდა. გამოგვივიდოდა, უფრო სწორედ. არ ვიცი, ან მე შევცდი თანაგუნდელების შერჩევაში, ან ლიდერის თვისებები, როგორც ასეთი, ჩემში არ არსებობს. მე ძალიან მჭირდებოდა ამ კონკურში მონაწილეობა. მხოლოდ მონაწილეობა, და ესეც კი არ გამომივიდა.
ხანდახან მგონია, რომ ის ბავშვი ვარ, ოჯახში გამორჩეული რომ არის. გამორჩეული იმით, რომ როცა უნებურად საშაქრეს გატეხავს, დედა მაშინვე საყვედურებით ავსებს - აი ხომ ვიცოდი, რომ ასეც იზამდი.
ეხლაც ასეთი, სამდურავით სავსე ხმა მესმის - ხომ ვიცოდი, რომ ასეც მოხდებოდა, ხომ ვიცოდი! ყოველთვის მარცხდები! ან გეშინია და არაფერს აკეთებ, ან აკეთებ და არ გამოგდის.
ყურს თუ კარგად დავუგდებ, ეს ხმა მე მეკუთვნის.
ღმერთო ჩემო, როგორ მინდა ხმამაღლა ვიტირო. ზაფხულის მიწურულია და წინ შესანიშნავი, თბილი შემოდგომაა. ქარვისფერი შემოდგომა, ალერსიანი ამინდებით და მზიანი დღეებით. თუნდაც წვიმიანი. წინ შემოდგომაა.

Sunday, November 13, 2011
Coffee and Flowers
"I had a terrible day"
We say it all the time.
A fight with the boss, the stomach flu, traffic...
That's what we describe as terrible, when nothing terrible is happening.
Coffee spilled on our clothes..
When the really terrible things happen, we start begging a god we don't believe in, to bring back the little horrors and take away this.
The flood in the kitchen, the poison oak, the fight that leaves you shaking with rage?
Would it have helped, if we could see what else was coming? Would we have known, that these were the best moments of our lives?
ჩემი ცხოვრება ძალიან ჰგავს იმ ფილმს, სადაც მთავარი გმირის ცხოვრებაში არაფერი ხდება და ყოველდღე ერთი და იგივე რუტინას ასრულებს. ასეთი ბევრია გადაღებული, უცებ წარმოგიდგება თვალწინ, მაგრამ კონკრეტულად ვერ გაიხსენებ ვერც ერთს.
ასეთ ფილმებში მოგვიანებით პერსონაჟის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, ხდება წარმატებული, შეყვარებული, ბედნიერი და ა.შ და ა.შ
ჯერჯერობით, ჩემი გმირის ცხოვრებაში მხოლოდ დასაწყისი მეორდება და მეორდება. ყოველდღე ვდგები და ვუყურებ ამ ფილმს, ისევ და ისევ.
არ გეგონოთ, რომ მხატვრულად ვცდილობ აღვწერო; ხშირად ვხედავ ჩემს თავს ასე, გვერდიდან.
ადამიანები საკუთარი მე–დან აღიქვამენ ყველაფერს. ერთი და იგივე მოვლენა ერთ დღეს შეიძლება კატასტროფად მოგეჩვენოს და მეორე დღეს საერთოდ ვერ შენიშნო.
ამ ეტაპზე, ჩემს მეს ჰგონია, რომ სიახლე სჭირდება, ახალი ადამიანები უნდა გარშემო. არა, ძველები არ მობეზრდა, ან უარს კი არ ამბობს მათზე, ისინიც უნდა. ადამიანების დეფიციტი აქვს. ხომ არსებობს ვიტამინების და კიდევ მრავალი ელემენტის დეფიციტი, რომელიც სხვადასხვა ჩივილებით ვლინდება. ადამიანების დეფიციტი ვლინდება ადვილად გაღიზინებადობით, მუდმივიდ გაურკვევლობით და გუნება–განწყობის სწრაფი ცვალებადობით.
სამსახურს საერთოდ არ ვადანაშაულებ. იმიტომ, რომ მე ყოველთვის შემიძლია საღამოს სადმე გასვლა და ადამიანების ნახვა. უბრალოდ, ადამიანები არ არიან. ქუჩები ცარიელია. ვიღაცები კი დადიან, ტრასპორტშიც სულს მიხუთავენ თავიანთი დიდი სხეულებით, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიან.
მადლობა ამ ძალიან კარგ სიმღერას.
Saturday, June 11, 2011
Little white Lies
საერთოდ, როცა ვაპირებ, ფილმზე დავწერო, ძალიან მიჭირს - დაწყება და გაგრძელებაც. მე არ ვარ კინომცოდნე ან კრიტიკოსი, რომ სწორი შეფასება გავაკეთო. ფილმებს იმის მიხედვით ვაფასებ, თუ რა ემოციას იწვევს ჩემში. ამიტომ, შესაძლოა უმეტესად სუბიექტური ვიყო.
Little White Lies - ამ ფრანგულ ფილმს გუშინ ვუყურე და მაშინვე ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა. ასეთი ტიპის, მშვიდი და ურთიერთობებზე აგებული სიუჟეტები იშვიათად მხვდება და ყოველთვის ვწერ ხოლმე.
მოკლე მიმოხილვა - რეჟისორი არის გიიომ კანე [დიახ, ის გიიომი] და ერთ-ერთ მთავარ როლს მარიონ კოტილარი ასრულებს [რომელიც ძალიან ლამაზია - საერთოდ მე არ ვარ მისი სილამაზის თაყვანისმცემელი, მაგრამ აქ მომეწონა].
ფილმი ზოგადად არის, ნუ, ყველაფერზე - მეგობრობა, სიყვარული და ა.შ და ა.შ
სიუჟეტს რაც შეეხება, მშრალად რომ ვთქვა, ასეთია - მეგობრები, რომლებიც ყოველ წელს ერთ-ერთი მათგანის აგარაკზე ისვენებენ, ახლაც მიემგზავრებიან იქ. თითქმის მთელი მოქმედება სწორედ იქ ვითარდება.
ფილმი 2 საათსა და 34 წუთს გრძელდება, რაც საკმაოდ ბევრია. რაღაც მომენტებში, უფრო თავიდან, მეჩვენებოდა რომ ზოგიერთი ეპიზოდი ზედმეტად იწელებოდა. მაგრამ ნელ-ნელა, უკვე პესონაჟებს რომ მივეჩვიე, მინდოდა მთელი ღამე ვმჯდარიყავი და მეყურებინა მათი ცხოვრებისთვის, თუ როგორ გაგრძელდებოდა, პარიზში დაბრუნების შემდეგ.
ყველაფერი ძალიან უბრალოდ არის გადმოცემული - უყურებ და გახსენდება, რომ შენც გქონია მსგავსი მომენტები ცხოვრებაში, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი და ყოველდღიურია. მგონი, სწორედ ამან მომხიბლა - დასასვენებლად წასვლა; ოთახებზე დასწრება, რომელი სად დაიძინებს; დილის საუზმე ერთად, ჰაერზე. საღამოს ჭიქა ღვინო; ბავშვები.. თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან ფონად გასდევს ფილმს.
არ ვიცი, უყურეთ, უყურეთ და შეაფასეთ. ყოველ შემთხვევაში, დაიწყეთ მაინც და მერე თვითონ მივხდებით, გინდათ თუ არა გაგრძელება. გადმოსაწერი ბმული - Gol.ge

Saturday, March 19, 2011
Characters of mine
ასეთი თვისება მაქვს - ფილმებში ვინმე მეორე [ან მესამე] ხარისხოვანი პერსონაჟი მომეწონება და მერე ვიტანჯები, ვინაიდან როლის ხარისხის გამო, ისინი არც თუ ისე ხშირად ჩანან კადრში [ან ჩანან, მაგრამ მე მინდა რომ უფრო მეტად ჩანდნენ].
მე თუ მკითხავთ, ძალიან საინტერესო და რთულია, როცა მსახიობს მთავარი როლი არ აქვს. რთული იმიტომ, რომ მათ რამდენიმე წინადადებით/კადრით უნდა მოახერხონ პერსონაჟის ჩამოყალიბება და მაყურებლამდე მიტანა. ზოგი იმდენად კარგად ახერხებს, რომ მთავარი როლის შემსრულებელსაც ჩრდილავს ხოლმე. ამიტომ, ძალიან საინტერესოა მათზე დაკვირვება.
თუმცა, იმ მსახიობებსა და პერსონაჟებზე, რომლებზეც ქვევით უნდა გიამბოთ, მთლად შესრულების მანერითა და პერსონაჟის სიღრმით არ მოვხიბლულვარ.
მაგალითად, არტური ფილმიდან Inception, რომელსაც ჯოზეფ გორდონ-ლევიტი თამაშობს, უნებურად მომეწონა. აი ასე, ავდექი და მომეწონა [და ბოლო წუთამდე გული მიკანკალებდა, არ მომკვდარიყო]. ამავე ფილმიდან არის იმსი, რომელიც მოთაღლითო ტიპია, საკმაოდ ჰგავს სოიერს და გარდა ამისა, ფიზიკურად მომწონს ძალიან.
ჰენრი კავილი ფილმში ტრისტანი და იზოლდა, ტრისტანის ძმის როლს თამაშობს. უღმერთოდ სიმპათიურია, ძალიან ცოტა ეპიზოდში ჩანს [ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება] და ბოლოს კვდება. მახსოვს, კინოში ვიყავით ამ ფილმზე და როცა მოკვდა, ჩემმა მეგობარმა თანაგრძნობის ნიშნად ხელი მომიჭირა :D ცალკე მსახიობიც საოცრად მომწონს და აი, იდეალური მამაკაცი თუ არსებობს სადმე, ალბათ ასეთი გარეგნობისაა.
ყველაზე ბურუსით მოცული პერსონაჟი ჩემს სიმპათიებს შორის, რომელსაც არანაირი როლი არ აქვს, გარდა ფონის შექმნისა, არის ერთი ინდიელი [კერძოდ ჰურონი] უკანასკნელ მოჰიკანში. ის საკმაოდ ხშირად ჩანს ასე ფონად და მეც ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ ხოლმე :D
ყველა ასე გაელვებულ პერსონაჟებზე მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მაგალითებად აქ მოყვანილებიც საკმარისია. სამაგიეროდ, თქვენ მომიყევით თქვენს მეორე ხარისხოვანებზე :)

![]() |
| Eames & Arthur |

| მარცხნივ გაიხედეთ <3 |
ყველა ასე გაელვებულ პერსონაჟებზე მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მაგალითებად აქ მოყვანილებიც საკმარისია. სამაგიეროდ, თქვენ მომიყევით თქვენს მეორე ხარისხოვანებზე :)
Tuesday, March 1, 2011
What are you looking at?
ძალიან მშვიდი დღეები მქონდა, პარასკევი და შაბათ-კვირა. საინტერესო ფილმებს ვუყურებდი, რემარკს ვკითხულობდი და ბევრ ყავას ვსვამდი. დიდი რაოდენობით კომშის ჯემს და შინდის მურაბას ვჭამდი და სინდისიც არ მქენჯნიდა ამის გამო. შაბათს ღამით ხვავრიელად [რა კარგი სიტყვაა, არა?] რომ თოვდა, ეზოში გავედი და ასე ვიდექი, ჭაღარას დავემსგავსე რამდენიმე წამში. როცა არანაირი გარე ფაქტორები არ გაწუხებს, ადვილია სხვა სამყაროში გადასვლა. მეც ასე ვიყავი, ფილმებში ვცხოვრობდი და წარმოვიდგინე, რომ თოვლიც რომელიმე ფილმის ნაწილი იყო; მიხაროდა, რომ შემეძლო ასე, ვმდგარიყავი ეზოში და თოვლისგან დავსველებულიყავი.
პარასკევს მთელი დღე სამხრეთ ამერიკაში ვიყავი. თან, აღმოჩნდა რომ შესაბამისი ფილმიც გადმომიწერია. ფილმს The City of Your Final Destination ჰქვია - საოცრად ვისიამოვნე! დანარჩენს არ მოვყვები, შინაარსს და ა.შ არ მიყვარს განხილვები. მე ასეთი მშვიდი ფილმები მიყვარს, ადამიანებით. ის დღე მართლა სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.
შაბათს კი ვუყურე ფილმს The Scarlet Letter. ყველაზე მეტად რაც გულში დამრჩა და აღვშფოთდი, ის ადამიანები იყვნენ, ვინც გაბოროტებულებმა საკუთარი რელიგია შექმნეს და მისი სახელით სჯიდნენ უდანაშაულო ადამიანებს. ინკვიზიცია და მსგავსი ამბები ყოველთვის მაფორიაქებს ხოლმე. კიდევ კარგი, ბოლოს ბედნიერად დასრულდა, ტიპიურად. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ბანალური ჰეფი-ენდი მჭირდებოდა.
და კვირის ფილმი - Manolete. ოჰ, ედრიენ ბროდი და პენელოპე კრუსი შესანიშნავად თამაშობენ. ბევრი წყვილი არ არის, ვისაც ასე მოაქვს მაყურებლამდე თავის გრძნობები. ჯერ რუსულად ვუყურე და ბევრი ვერაფერი ვიგრძენი. მაგრამ ინგლისური იმდენად სხვა იყო, ედრიენის თბილი ხმით და პენელოპეს ესპანური აქცენტით, რომ აუცილებლად ორიგინალში უნდა ნახოთ!
ეს ჩემი საყვარელი მომენტია. პენელოპე კიბეებზე ადის სასწაულად სექსუალური, წითელი კაბით. უკან ვიღაც მიყვება და თვალს არ აშორებს მის სხეულს. უცებ პენელოპე ჩერდება, ბრუნდება და თავის ესპანურ აქცენტიანი ინგლისურით ეუბნება:
- What are you looking at?

Wednesday, December 15, 2010
დამწყები ბლოგერები, ძველი ნივთები და რუსული ფილმები
დამწყები ბლოგერების პოსტები მიყვარს - ისეთი გულახდილია ყველა; მომწონს, თუ როგორ წერენ - სად იყვნენ დღეს, რა გააკეთეს და ა.შ მეც ასე ვწერდი თავიდან, უფრო გულახდილად და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა მოვლენებზე ვფიქრობდი - აი, ეს ბლოგზე დასაწერად გამოდგება.. წერის სტილი აშკარად უფრო დამეხვეწა, სამაგიეროდ, ყველაფერზე აღარ ვწერ. მაგალითად ახლა, იმდენი იდეა მომდის და ჯერ გადავახარისხებ ხოლმე, ბოლოს კი პოსტისთვის მხოლოდ ერთი რჩება, ან არც ერთი. მე კიდევ მიყვარს ეს დამწყები ბლოგერები და მათი პოსტები. თუმცა, ახლანდელი დამწყები ბლოგერები აღარ გვანან კლასიკურ დამწყებ ბლოგერებს, იმიტომ რომ საქართველოში უკვე ბევრს აქვს ბლოგი და წინასწარ იციან, რაზე უნდა წერონ. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრს აქვს ბლოგი, ის ჯერ კიდევ არ იციან, როგორ უნდა წერონ. პრობლემა ყოველთვის ამაშია.
როგორ დამღალა ამ ფეისბუქმა, ამდენმა ხალხმა და მათ აზრებმა. სულ 250-მდე მეგობარი [ბოდიში, ფრენდი] მყავს და უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენ უცხოს. ლამისაა ჩამოვუარო და უმეტესობა წავშალო, მაგრამ თავს ვიკავებ. იმიტომ რომ ასეთი თვისება მაქვს, სახლში არაფერს არ ვაგდებ - ძველ ტანსაცმელს, სკოლის რვეულებს, უნივერსიტეტის ქსეროქსებს, ვაგროვებ და ვაგროვებ, იქნებ რამეში დამჭირდეს-მეთქი. თუმცა, ჯერ არაფერში დამჭირვებია.
ეს ორი დღეა ისტერიულად ვუყურებ რუსულ საახალწლო ფილმებს [არა, ბედის ირონიას არა], თანამედროვე ფილმებს. ჯერ რაც ვნახე, არც ერთი კაპიკად არ ვარგოდა. ერთი უნახავი მაქვს და შეიძლება კიდევ გადმოვწერო. მაინც მსიამოვნებს, როცა ვუყურებ, ხალხი როგორ დადის მაღაზიებში, პროდუქტს ყიდულობს და მერე თბილ სახლებში მიაქვთ. რუსული ბინები ცალკე ფენომენია - რაღაცნაირი, თბილი. დედას უყვარს ძალიან და ალბათ იმის გავლენაა, მეც რომ მომწონს. ასე, შორიდან, ფილმებში დანახული.
რა უბედურებაა, ამდენ განსხვავებულ თემაზე დავწერ ერთ პოსტში და მერე აღარ ვიცი, როგორ დავასათაურო ხოლმე. ახლა უნდა ვიჯდე ცოტა ხანი და ვიფიქრო.
ჰო, აქვე კითხვა დამებადა, პოსტის სათაურს როგორ იფიქრებთ ხოლმე, რის მიხედვით?

Subscribe to:
Posts (Atom)