რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ Lost - საუკეთესო სერიალია და ყველაზე ძალიან მიყვარს; თან დავამატე, Grey's Anatomy -ზე მეტად-მეთქი.
Lost - ჩემი საყვარელი სერიალია. Grey's Anatomy კი - ჩემი მეგობარი. ადრეც მაქვს ნათქვამი, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში, ის იყო ჩემს გვერდით - გრეის ანატომია. და მისი ეპიზოდების ნახვისას, პასუხს ვპოულობდი.
სასაცილოა ეს თუ არა, დიდად არ მადარდებს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაგეხმარება, თუ ის მართლა გეხმარება - რომელიმე ფილოსოფოსის წიგნი, ადამიანი თუ სერიალი?
ახლაც რთული პერიოდი მაქვს, ძირითადად - ფსიქოლოგიურად. პმს არ არის, ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. წინა პოსტი სიმბოლური იყო. იქ რეალურად არც ქვეყანა ესპანეთს ვგულისხმობდი, და არც ბლოგ Wonderland - ს. ერთადერთი რეალური, ფერნანდო ვერდასკო იყო :)
აი, დღეს ვუყურე მე-14 ეპიზოდს, და როგორც იქნა, შედარებით დავმშვიდდი. აქამდე ვერავინ და ვერაფერი მშველოდა.
ახლა ისევ მზად ვარ ექიმობისთვის, ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ალბათ კიდევ დამჭირდება დრო საბოლოო რეაბილიტაციისთვის, მაგრამ დავიცდი.
პ.ს მომავალში აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტებს Lost-ზე და Grey's Anatomy-ზე.
fernando miyvars magrad :))
ReplyDeleteAnnA, mec shemiyvarda <3
ReplyDeleteLOST მეც მიყვარს.. მარა მე-6 სეზონის ყურება არ დამიწყია :P
ReplyDeleteმივხვდი, წინა პოსტი მთლად ის არ იყო, რაც ჩანდა და კომენტარისგანაც ამიტომ შევიკავე თავი.
ReplyDeleteახლაც არ ვიცი რამდენად გულისხმობ "დაკარგულებს" და "გრეის ანატომიას" ;)
გუშინ ვფიქრობდი იმაზე, რომ ყველა პრობლემა ფსიქოლოგიურია... მაგრამ ასე ვერ გაჩნდება, თუ მატერიალური საფუძველი არ ექნება :| როგორც ჩემმა ჭკვიანმა ფსიქოლოგმა პროფესორმა თქვა, ვერც ვხვდებით, ისეთ რთულ პირობებში ვცხოვრობთ. აჰა, შენი სურვილი მზიან ქვეყანას შეაფარო თავი ან ფერნანდოს :))
Life sucks, but we all still wish to live its guts, don't we? ;))
Nataly, დაიწყე მეექვსე! ძალიან მაგარია <3
ReplyDeleteSophie, <3
წინა პოსტი რომ იყო, ასეთი სიმბოლური არასდროს დამიწერია :)
’Life sucks, but we all still wish to live its guts, don't we? ;))’
yes we do :) I still love my life :)
ტელევიზორში თუ შევეჩეხე რომელიმე არხზე, მაშინ ვუყურებ. ისე არა.
ReplyDeleteme lostis marto pirveli sezono momnwons..
ReplyDeletemere gaafuchrs..
greis anatomai miyvars.. :)