Tuesday, February 9, 2010

Read me

ბავშვობაში კითხვა მიყვარდა ძალიან. ჩემი საყვარელი საქმიანობა, უფრო სწორედ, ჩემი ერთადერთი საყვარელი საქმიანობა იყო. ქუჩაში იშვიათად ვთამაშობდი, თან ძალიან უნიჭო და მოუქნელი ვიყავი. ერთადერთი, რაც შედარებით ნორმალურად გამომდიოდა, სირბილი იყო - სწრაფად დავრბოდი.

ხოდა, იმას გეუბნებოდით, რომ ძირითად დროს კითხვაში ვატარებდი. განსაკუთრებით ზაფხული მიყვარდა, შემეძლო დილიდან საღამომდე მეკითხა, ისე რომ სხვა არაფერი გამახსენდებოდა. ვიჯექი სავარძელში ფეხმოკეცილი, და ისე გადავდიოდი წიგნის სამყაროში, რომ გარშემო ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი, ტვინის ყოველი უჯრედი მიმართული იყო ნაწარმოებისკენ და გარემო გამღიზიანებლებზე არ რეაგირებდა. არც საკუთარ სახელზე ვპასუხობდი, ხშირად დედას ხელის შეხება უხდებოდა, რომ გონს მოვეყვანე. საოცარ სიამოვნებას ვიღებდი კითხვისგან, არც კი ვიცი რას შევადარო. ალბათ, ნარკოტიკს [მიუხედავად იმისა, რომ არ გამისინჯავს :ლოლ:]. დაუძლეველი სურვილი მიჩნდებოდა კითხვის. განსაკუთრებით ჭამის დროს მიყვარდა კითხვა, და განსაკუთრებით, ასტრიდ ლინდგრენის. აი, რაღაც საყვარელი იყო, კარლსონი და ბიჭუნა რომ სახურავზე ფუნთუშებს შეექცეოდნენ და კაკაოს აყოლებდნენ, მე კი ჩემთვის ვჭამდი.

ზაფხულის არდადეგებზე სოფელში უამრავი წიგნი მიმქონდა. იქ რაღაც განსაკუთრებული გარემო იყო, ყველაფერს უფრო მძაფრად და ცოცხლად აღვიქვამდი. აივანზე მქონდა ჩემი ბუდე - საწოლი იდგა და ფარდით იყო გამოყოფილი დანარჩენი ნაწილისგან და მე ჩემს ჯადოსნურ სამყაროში ვცხოვრობდი.


ბოლო რამდენიმე წელია, აღარ ვკითხულობ ისე ბევრს და ისე გატაცებით. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სამედიცინო ლიტერატურას დავუთმე მეტი დრო. მხატვრული ლიტერატურისთვის კი გონება აღარ მრჩება. თან, ეროვნული გამოცდების წინ 3თვეში მომიწია ძალიან დიდი მასალის წაკითხვა და ისე გადამღალა, მეგონა წიგნისკენ ვეღარ გავიხედავდი. ერთი პერიოდი ვერც ვიხედებოდი. მერე დავისვენე, მაგრამ უკვე მედიცინისკენ მივმართე ტვინი - ძალიან ბევრს ვკითხულობდი.
ვაღიარებ, რომ ინტერნეტსაც მიუძღვის წვლილი ჩემს უკითხველობაში. ამ ბოლო დროს ლიბ.გე-ზე წავიკითხე რამდენიმე მოთხრობა, მაგრამ იმას წაკითხულად არ ვთვლი. ვერაფერი ვერ შევიგრძენი. მე ის მოყვითალო ფურცლები და გაცვეთილი ყდები მინდა დავინახო, თავისებური სუნი ვიგრძნო და გვერდები მავიწყდებოდეს, მერე კი ისევ თავიდან ვეძებდე, კითხვა-კითხვით. აი, ამ დროს მოვა ისევ ის სიამოვნება, და არა კომპიუტერის მოციმციმე ეკრანიდან.

თანამედროვე მწერლებს თითქმის არ ვიცნობ, ჯერ ველოდები ახალ წიგნებს, რომ დაძველდეს. და მერე წავიკითხავ :D

7 comments:

  1. მე სერიოზულად განვიცდი იმას, რომ წიგნებს ვეღარ ვკითხულობ. შენ სამედიცინო და მე კიდევ მხოლოდ რელიგიურ ლიტერატურას ვეცნობი. ინტერნეტში ლიტერატურას იშვიათად ვეცნობი და შენი არ იყოს, ემოციებს ნაკლებად აღმიძრავენ. ამ პოსტმა უფრო ამიჩუყა გული, ვიდრე ვინმეს ონლაინ მოთხრობამ, განსაკუთრებით შენ, კარლსონი და ბიჭუნა ერთად რომ წარმოგიდგინეთ... ამიტომ, აი ჩემი საყვარელი სურათის ლინკი, რაღაცნაირად შენ გგავს :) ანუ სულაც არ გგავს, მაგრამ წიგნში რომ ვიყოთ, ასეთი გოგო იქნებოდი :)

    http://img12.nnm.ru/a/b/e/9/3/abe93c2fde8af8b33e39d040e2104eaf_full.jpg

    ReplyDelete
  2. kitxvaze metad araferi miyvars.. bavshvobidan wignebshi var chamdzvrali.. :)


    bavshvobashi tu rame wigni momewoneboda, atasjer vkitulobdi. ase, karlsoni, epi, meri popinsi da ra vici, ra agar, zepirad vici aqamde.. :)

    magram, erti xuti welia wakitxuli agar gadamikitxavs xelmeored, magisi dro agar aris, jobis, bevri waikitxo da sxvadasxva.. :)

    ReplyDelete
  3. მეც ვერ ვიღებ იმ სიამონებას კომპში კითხვისას, რასაც უშუალოდ წიგნიდან კითხვისას განვიცდი ხოლმე.
    რაც დრო გადის, უფრო ცოტა დრო მრჩება კითხვისთვის :(

    ReplyDelete
  4. რავქნა, კომპიუტერში წაკითულ ვერც მოთრობას და ვერც წიგნს "გემოს ვერ ვუსინჯავ", რა ჯობია რომ წამოწვები, წიგნს როგორც გინდა ისე დაიჭერ ხელში და ისე წაიკითხავ

    ReplyDelete
  5. ბავშვობაში ვერ ვიტანდი. არადა დრო მქონდა.
    ახლა კი სამწუხაროდ პირიქითაა. :((((((((
    კარგია, რომ კიტოს აქციაში ჩავებით.

    ReplyDelete
  6. ასე მგონია ეს მე დავწერე : ))))

    ReplyDelete
  7. კარგი პოსტია. თემა ნაცნობია. ჩვენი თაობის 90%-ს ეს პრობლემა აქვს, მათ შორის მეც. მაგრამ თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ მოვაგვარო ეს პრობლემა და ცოტას მაინც ვკითხულობ, ცოტას ცოტა ემატება და საბოლოოდ კითხვას მაინც ვახერხებ. :) კომპიუტერში კი თვალები მეთხრება ჯერ კითხვის დროს და ემოცია 0-ია ხოლმე.

    ReplyDelete