ეს 2 დღეა, ფოტოებით ვმოგზაურობ - იტალიაში & საფრანგეთში.
იტალიაში ბევრი მწვანე დარაბა და ლამპიონებია. ფერადია კიდევ, ესპანეთს გავს.
საფრანგეთი.. საფრანგეთი საოცარია.
ერთ-ერთი პატარა ქალაქის [თუ სოფლის] თვალიერებისას, ძალიან მომინდა რომ იქ მეცხოვრა. მყუდროდ, ყოველდღიური რუტინებით. ქვაფენილიანი ქუჩები, პატარა მოედანი ღია კაფეებით, სადაც ყოველდღე ფინჯან ყავას დავლევდი. იმ ქალაქში ალბათ კულინარი ვიქნებოდი, ან გამყიდველი წიგნების მაღაზიაში.
მერე, საღამოს ჩემს ძველ სახლში დავბრუნდებოდი, სადაც ღამღამობით სხვენზე ჭრიალი ისმის. ბუხარს გავაფიცხებდი და ჩაის დავლევდი, პურზე წასმული ქლიავის ჯემით.
ხანდახან თქვენც მესტუმრებოდით, ჩემთან ერთად ისხდებოდით ცეცხლთან და მერე საფრანგეთის ერთ-ერთ პროვინციაში ბუხართან გატარებული საღამოები თბილად გაგახსენდებოდათ. .
აი ეხლა ამას რომ ვწერ, სველი ბალახების სუნი მცემს, და მგონია რომ გარეთ საფრანგეთის ნისლია..
ამ დღეებში თავი მოგაბეზრე ჩემი ფილმებით, მაგრამ "აუზი" (La Piscine) უნდა ნახო :) ძველიც, ჟაკ დერის და ახალიც, ფრანსუა ოზონის ;)
ReplyDeleteამ პოსტში მეც ვიმოგზაურე და უცბად დავკარგე რეალობის შეგრძნება.
ReplyDeleteსაფრანგეთი არ მიყვარს, მაგრამ იტალიაზე ვგიჟდები.
"აუზი" რომი შნაიდერისა და ალენ დელონის მონაწილეობით მართლა არაჩვეულებრივია. ახალი არვიცი.
eget adgilas cxovrebaze arc me vityodi uars :)
ReplyDeleteსხვენზე ჭრაჭუნი მოაშორეთ და იდილიაა. სხვენიდან ღამე რაღაც ხმა რო გავიგო გინდა საფრანგეთში და გინდა აგერ თბილისში გული გამისკდება :))
ReplyDeleteitalia chemia... (mesakutresmaili)
ReplyDeleteნაატ ვაფშე ნი კ წემუ მარა აი ახლა უძალიანესად მომინდა შენთან და ანუსთან ჭორაობა : ) თავისი ყავებით და ამბებით. ძალიან დაღილი რომ არ ვიყო ავასრულებდი კიდეც :)) ამ დღეებში ვქნათ რამე რა :*
ReplyDeleteნატ ტოსკანის ცის ქვეშ ნანახი გაქვს?
ReplyDeleteაი ეგ გამახსენდა ამ პოსტზე
ნატა მეც მომენატრა ეგ რაღაცეები :) - თან გამოცდებს მოვრჩი და დროა შევიკრიბოთ :) მე რამეს მოვამზადებ :)
ნატ ტოსკანის ცის ქვეშ ნანახი გაქვს?
ReplyDeleteაი ეგ გამახსენდა ამ პოსტზე
ნატა მეც მომენატრა ეგ რაღაცეები :) - თან გამოცდებს მოვრჩი და დროა შევიკრიბოთ :) მე რამეს მოვამზადებ :)
რა მაგარია :)
ReplyDeleteძალიან ნათელი პოსტები გაქვს, ასეთი მოღუშული დღეა და უცებ სინათლის შეგრძნება გამიჩნდა :*