Friday, February 12, 2010

Friday evening

თებერვლის ცივი, თოვლიანი დღე.

დამატკბობელით დამტკბარი ყავა და კომპიუტერი.

დილით, ძილბურანში უამრავი ხმა. დაბნეულობა იმის გამო, რომ ვერ ვხვდები სად ვარ. მერე ვფხიზლდები და მახსენდება. საავადმყოფოში დრო არ არსებობს. არც დღე და ღამე იგრძნობა. გარეთ რომ იხედები, ტრანსპორტი მოძრაობს, ხალხი გაჩერებაზე დგას - ჩვეულებრივი მოვლენა. შენ კი კედლის მიღმა ხარ და გრძნობ, რომ აქ სხვა სამყაროა. საავადმყოფოში დრო არ არსებობს.

ლექციაზე უმიზეზო სიცილი - ოთხნი ისე ვხარხარებთ, ლექტორიც კი ვერაფერს გვეუბნება. კალიუმს რატომ ინახავ? ენგური მდინარაძე.

გაჩერებაზე ცივა. მერე თბილი ავტობუსი მოდის. თითქმის ცარიელია. მე მიყვარს ცარიელი ავტობუსი - ჩემს საყვარელ ადგილს ვარჩევ და მოვკალათდები.


სახლამდე მოსასვლელი გზა რთულია - გათხრილია და მოყინული. ვახტები ორმოებს. ქუჩამდე მოვაღწიე და ყველაზე დაძაბული მომენტია. აბა, ნატალია. აქაც უნდა გადახტე და სამშვიდობოს ხარ. ნეტავ ფეხი დამიცურდება? მაგრამ არა. გადავლახე. სამაგიეროდ, მეზობლის ძაღლი [თუ ლეკვი, whatever, ორივესი მეშინია] შემომახტა და თათები მეტყობა შარვალზე.

მერე სახლი. დამატკბობელით დამტკბარი ყავა და კომპიუტერი.

თებერვლის ცივი, თოვლიანი დღე.

It's friday evening.

12 comments:

  1. ბოლოს ღრმად ამოვისუნთქე და გავთბი :)
    ასეთი დღე მქონდა მეც დაახლოებით.

    ReplyDelete
  2. ვაი, მეც მშვენიერი დღე მქონდა.. :)

    მერე რა, რომ ფეხები გამეყინა.. :)

    ReplyDelete
  3. mteli weekend cinaa yyeaaaap! ;) :*

    ReplyDelete
  4. friday night კვირის უსაყვარლესი დრო :) ნატ დიეტაზე ხარ? :)

    ReplyDelete
  5. ნატ, კი, ვარ :)) და ძალიან ეფექტურია ჩემთვის სხვათაშორის :)

    ReplyDelete
  6. ra kargia rom kargi rameebi xdeba xolme :)

    ReplyDelete
  7. ეს ბლოგი მიყვარს იმიტომ, რომ სითბოა...
    რაღაც სხვანაირი სითბო...
    განსაკუთრებული...
    ჩემებური...
    :*

    ReplyDelete
  8. ცარიელი ავტობუსი <3

    ReplyDelete
  9. აი, ქეითის თქმის არ იყოს, აქ რომ შემოვდივარ, სულ ყავის სუნი მესმის და სითბოა :ლოლ: ა, კიდევ დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც შემოვალ და ნამცხვრები ჩამომაცვივდება ეკრანიდან :)))

    ReplyDelete
  10. დე, არაფერი მსგავსი :D

    Kate & Sophie, a lot of hugs from me :user:

    ReplyDelete
  11. ხო ცარიელი ავტობუსი ჩემი სისუსტეც არის. საერთოდ მიყვარს ავტობუსი


    ნატალია – <3

    ReplyDelete