Wednesday, February 10, 2010

The Last of The Mohicans

[ეს პოსტი წინა პოსტის ერთგვარი გაგრძელებაა..]

ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი წიგნია ჯეიმს ფენიმორ კუპერის ’უკანასკნელი მოჰიკანი’. რომელიც წაკითხული მაქვს ალბათ, thousand times. პირველად რომ წავიკითხე, 9-10 წლის ვიქნებოდი. წარმოიდგინეთ, ამ ასაკში სათავგადასავლო წიგნი; ზაფხული იყო და სოფელში ვიყავი, ყოველდღე ავდიოდი ფიჭვნარში; იქვე მინდორში, ბალახებში ვიწექი, ვუსმენდი ქარის ხმას, ჩიტების ჭიკჭიკს, მწერების ბზუილს.. და თავაუღებლად ვკითხულობდი. ყველაფერმა ერთად გავლენა მოახდინა და მეც უიმედოდ შემიყვარდა :))

მერე უკვე ვეღარ ვჩერდებოდი, სულ მინდოდა მეკითხა და მეკითხა, უკვე დაზეპირებული ფრაზები.

ინდიელები შემიყვარდა. და კიდევ დები მანროები. თავიდან ალისა მომწონდა, უმცროსი და - საყვარელი გოგონა, რომელზეც ზრუნავენ. ახლა, როცა გავიზარდე, უფროსი - კორა მომწონს. ისე ძალიან, რომ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებდი მის როლს [მსახიობი რომ ვიყო და არჩევანის უფლება რომ მქონდეს :)]. მისი ტრაგიკული ბედი მიყვარს. პატარა რომ ვიყავი, მაშინ კი ის მხიბლავდა, თუ როგორი თავგანწირვით ზრუნავდა საკუთარ დაზე.



ერთხელ, რუსთავი2-ს რომ ვუყურებდი, რაღაც ფილმი დაიწყო. ვიფიქრე, რა უნდა იყოს საინტერესო-მეთქი და უცებ.. შავ ფონზე დიდად დაეწერა The Last of The Mohicans!


აი, ასეთი გახარებული იშვიათად ვყოფილვარ. ჯერ ისიც კი არ ვიცოდი, რომ ფილმი არსებობდა, და თან შემეძლო მაშინვე მენახა! პატარა ვიყავი და მეგონა, რომ ყველა პერსონაჟი წიგნისას უნდა მგვანებოდა, და ყველაფერი ზუსტად ისე უნდა განვითარებულიყო, როგორც წიგნში. ნელ-ნელა იმედები მიცრუვდებოდა. არც მსახიობები გავდნენ გმირებს და არც მოვლენები განვითარდა ისე, როგორც მე ველოდი.

აღმოჩნდა, რომ ’ქორის თვალი’ გაახალგაზრდავდა. მეტიც, კორა მანრო შეუყვარდა.



[მაშინ, როცა წიგნში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ხაზი უნკასის კორასადმი გრძნობები იყო :( ] დუნკან ჰეიუარდს კი ალისას ნაცვლად, მისი დის მიმართ გაუჩნდა სიმპატია. ბოლოს კი უფროსი დის ნაცვლად, უმცროსი მოკვდა და კიდევ ისეთი ადამიანები, ვინც წიგნში არ კვდებოდნენ.

კადრი ფილმიდან, როცა ალისა კვდება [one of my favorites].



უკანა ფონზე ინდიელები - უნკასი & ჩინგაჩგუკი <3



საბოლოოდ ფილმი შემიყვარდა და მერე ისიც ათასჯერ ვნახე. მაგრამ წიგნი ჩემს უპირველეს ფავორიტად რჩება და ფილმის ყოველი ნახვის შემდეგ, სინანულის გრძნობა მიჩნდება ხოლმე. ერთადერთი, რაც ფილმში ჩემს გულწრფელ სიყვარულს იმსახურებს, მუსიკაა.


საოცარი, საოცარი მუსიკა აქვს..

4 comments:

  1. იცი, რომ ეს ჩემი უსაყვარლესი ფილმია? დენიელ დეი ლუისზე ვგიჟდები და პირველად მეც რუსთავი 2-ზე ვნახე ეს ფილმი. მუსიკა რომ მესმის, დღემდე მეტირება... აი, წიგნი არ წამიკითხავს, უნდა გამოვტყდე.

    ReplyDelete
  2. ვაფრენ ამ წიგნზე..
    მე ცოტა გვიან წავიკითხე, სადღაც 12 წლის ვიქნებოდი. ერთხელ მაქვს წაკითხული, მაგ პერიოდში საყვარელ წიგნებს უკვე არარ ვაბულბულებდი.. :)

    ფილმი არ მაქვს ნანახი.. ;)

    ReplyDelete
  3. სოფი, ეხლა წიგნის წაკითხვა უკვე გაგიჭირდება ალბათ, ყველაფერს თავის ასაკი აქვსო რომ ამბობენ, მართალია :))

    ვასასი, აი შენ კი შეგიძლია ფილმი ნახო ;)

    ReplyDelete
  4. ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია ყოველთვის როცა ჯერ წიგნს ვკითხულობ და მერე ფილმს ვუყურებ ფილმი აღარ მომწონს. ეს ფილმი არ მომეწონა რადგან ყველაფერი პირიქით იყო მე უნკასი და კორა სულ ყოველთვის ერთად წარმომიდგებიან, ქაორისთვალთან სულ არააა

    ReplyDelete