Thursday, February 4, 2010

We all shine on

ადრე ვახსენე, რომ ფოტოგრაფია მიყვარს. მე თვითონ არასდროს მიცდია ფოტოების გადაღება, მხოლოდ სხვისი ნამუშევრის ტკბობით შემოვიფარგლები. არა მგონია, მე კარგი ფოტოგრაფი ვიყო.
17-18 წლის ასაკში, განსაკუთრებით გატაცებული ვიყავი ფოტოგრაფიით. ერთი ძალიან კარგი საიტი ვიცოდი, სადაც ფოტოგრაფების მიხედვით იყო დალაგებული ნამუშევრები. მეც აქტიურად ვათვალიერებდი და ვინახავდი სურათებს. რამდენიმე დღის წინ ჩემს მარაგს გადავხედე და შევამჩნიე, რომ უმრავლესობა შავ-თეთრი ფოტო იყო, თან რაღაც დათრგუნული და დეპრესიული. მაშინ ძალიან მომწონდა, ახლა კი გაკვირვებული ვარ, მაინც რატომ მიზიდავდა ასეთი ტიპის სურათები. ალბათ ასაკის გამო. თუმცა, ძალიან დეპრესიული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ფაქტია რომ მაშინდელი ჩემი ხასიათი ასეთ ფოტოებთან ასოცირდებოდა.








უმეტესობას სწორედ ასეთი ფოტოები შეადგენს.

ახლა, ახლა აბსოლუტურად განსხვავებული ხედვა თუ გემოვნება მაქვს. უფრო სწორედ, მე ის შავ-თეთრი ფოტოები მაინც მომწონს, მაგრამ უფრო სხვა ტიპის სურათებს ვეძებ და ვინახავ, მზიანს და ფერადს. განსაკუთრებით მიყვარს ადამიანებიანი და ყავიანი ფოტოები და ტკბილეული კიდევ :)







საბოლოოდ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ხომ სწორედ ასეთი დეტალები შეადგენს. ფინჯანი ყავა, შოკოლადი, ღიმილიანი სახეები, მზე და ქარი[ც], რომელიც ასე ენერგიულად ნავარდობდა დღეს ჩემს თმებში.


ჰო, დღეს გაჩერებაზე 15-20 წუთი ძლიერი ქარის გამო აქეთ-იქით ვმოძრაობდი, თავს ძლივს ვიკავებდი. ჩემი თმა იყო ყველგან, მეტი ვერაფერს ვხედავდი. ერთ მომენტში, როცა გარემოს მოვკარი თვალი, ერთ-ერთი კორპუსის ფანჯარაზე წარწერა შევნიშნე - We all shine on

დამავიწყდა ქარი, წონასწორობას რომ მაკარგვინებდა. სიცივე, სხეულამდე რომ ატანდა უკვე. ესეც ერთ-ერთი დეტალია, საბოლოოდ ცხოვრებას რომ შეადგენს.

6 comments:

  1. სურათების თვალიერება მეც მიყვარს ^^


    დევიანტარტზე დავეხეტები ხოლმე ^_^

    ReplyDelete
  2. clown, დევიანტი მეც ძალიან მიყვარს :ლავ: და სწორედ მანდ ვპოულობ მზიან ფოტოებს :)

    ReplyDelete
  3. I wanna shine on too...
    მე კიდევ უფრო მეტად იმპრესიონისტების ნახატები მიყვარს, ნაზი და მქრქალი ფერები, ან პირიქით, წითელზე უწითლესი... შავ-თეთრი ფოტოები არასოდეს მყვარებია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზია.
    შენი ყავისა და ტკბილეულობის სურათებს რა ჯობია... მიყვარს ხოლმე მათი თვალიერება.

    ReplyDelete
  4. ici, arasdros vinaxav xolmefotoebs saitebidan kompitershi, ris gamoc xshirad minania..

    ai tkbileuloba ki chemi sisusteaaaa!uzomod shemidzlia vavaliero sachmlis fotoebi da sashinelebaa!

    ReplyDelete
  5. არადა რა კაი ფოტო გამოვიდოდა, რომ გადაგეღო ეგ წარწერა და ფანჯარა...
    დამაინტერესა მაგრად

    ReplyDelete
  6. მეც ვინახავ ხოლმე, მერე ვახარისხებ, ვშლი, ცოტა მაქვს, ძალიან რაც მომწონს.

    აუ მომშივდა ამ ვარდისფერი ფუნთუშების დანახვაზე :))

    ReplyDelete