Saturday, February 6, 2010

The dance for two

ცეკვა - ეს არის მოძრაობები, რომელიც რაღაც რიტმს მიყვება, სხეულის ერთდროული დაჭიმვა და რელაქსაცია.

ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად, ცეკვაზე არასდროს მივლია. თუ არ ჩავთვლით 2 თვიან კურსს, ქართულ ცეკვაზე რომ ვიარე სკოლის ბანკეტის წინ :ლოლ: მახსოვს, როგორ გულით მინდოდა კარგად მეცეკვა, მაგრამ 2 თვეში რამდენი ილეთიც არ უნდა ისწავლო, თუ მოძრაობა არ გაქვს დახვეწილი, მხოლოდ მცდელობას აზრი არ აქვს. შესაბამისად, ჩემი მონდომების მიუხედავად არაფერი გამომდიოდა და ძალიან სასაცილოდ ვცეკვავდი. მაშინ ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მერე ვიდეოზე რომ ვუყურე, სირცხვილისგან სად დავმალულიყავი არ ვიცოდი.

საერთოდ, მე გულით მხოლოდ სახლში ვცეკვავ, როცა მაყურებელი არ მყავს. დასვენების და ყველაფრისგან გაქცევის ერთ-ერთი მეთოდია - ოთახს ვკეტავ და მუსიკას ვრთავ. არ ვფიქრობ მოძრაობებზე, არაფერზე; მხოლოდ მელოდიას ვუსმენ და რიტმს ავყვები.. მე ვთვლი, რომ ადამიანი სწორედ ამ დროს ცეკვავს ყველაზე ’თავისებურად’ - ყველას ჩვენი ცეკვა გვაქვს, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს ვაჩვენებთ..


ალბათ იცით, ახლა რაზეც გადავალ : )

ისიც იცით, რაზე ვოცნებობ.. [და რახან ვოცნებობ, ე.ი არასდროს გამიკეთებია]

ტანგო - ყველაზე ვნებიანი ცეკვა..



ქვაფენილიანი ქუჩა, შავი კაბა და ყვავილი თმაში. მუსიკის ჰანგები და თავბრუდამხვევი მოძრაობები..



This is the dance for two.

5 comments:

  1. მე მყავს ერთი ნიუ იორკელი მეგობარი გოგო, რომელიც სასწაულად ცეკვავს ჰიპ-ჰოპს და რეპავს :ლოლ: ჰოდა, მე ვუთხარი, ეჰ, ალბათ მაინცდამაინც ბრუკლინში უნდა დავბადებულიყავი-მეთქი და იცი, რა მითხრა? ადექი და შენც წარმოიდგინე, რომ იქ დაიბადე და გაიზარდეო :))) უნდა გაათავისუფლო შენი სხეული, სული და უბრალოდ იცეკვო საკუთარი სიამოვნებისთვისო :)

    შესაბამისად, ეს რჩევა ყველა ცეკვაზე ვრცელდება :D

    ReplyDelete
  2. ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი ცეკვის გარეშე. სახლში მეც ვცეკვავ, ოთახში.
    მაგრამ გარეთაც. ქუჩაშიც უპრობლემოდ შემიძლია.

    ReplyDelete
  3. Zalian momwons vnebiani tangoc da sxva cekvebic, roca profesionalurad cekvaven
    mec minda vicode da vcekvavde ase

    ise ki, saxlshi xo, mara garetac tavisuflad vcekvav tu situacia momewona da ganwyobac shesabamisi maqvs <3

    ReplyDelete
  4. სოფი, ეგრეა :) საკუთარი სიამოვნებისთვის ცეკვა ყველაზე ლამაზია :)

    ქეით, მე არ ვარ მთლად ასე თავისუფლად, რომ ქუჩაშიც ვიცეკვო :)))

    ბაბისა, აი ასე ვარ მეც - სიტუაცია უნდა ვიგრძნო ჩემიანად, რომ გულით ვიცეკვო :) რაც არც ხშირად ხდება, მაგრამ არც ძალიან იშვიათად :)

    ReplyDelete
  5. ნატ ტანგო შენ ქორწილში უნდა იცეკვო : )) ასე რომ აქედანვე დახვეწე მოძრაობები და დაიწყე სწავლა :)

    ReplyDelete