Monday, March 1, 2010

Hello World, It's me.

თურმე გარეთ როგორ თბილი დღეებია.

მზე ანათებს და ათბობს კიდეც.

მე კიდევ დღეს გავიგე ეს. 10 დღის მერე პირველად გავედი გარეთ.

ხალხი ისევ ისეთია. თბილისიც. და საერთოდ სამყაროც.


გუშინ რომ მეგონა, როგორც იქნა გამოვვირუსდი-მეთქი, დილიდან აუტანელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. და გულისრევამ. გული მერეოდა ყველაფერზე. საკვებზე [ზოგიერთზე, ყველაზე არა], ფეხბურთზე [განსაკუთრებით 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე], ფეისბუქზე [ამაზე ცოტა გადამიარა], და კიდევ რამდენიმე რაღაცაზე. გამოვიდა რომ ყველაფერზე არ მერეოდა გული, მაგრამ მაინც. გაუნძრევლად თუ ვიწექი, თავს კარგად ვგრძნობდი. მეც ვიწექი მთელი დღე გაუნძრევლად. ღამით მომაფიქრდა ნიმესილის დალევა და მერე წამოვჯექი საწოლში, ვჭამე და გავიღიმე კიდეც.

დღეს იმ ზემოთ ჩამოთვლილებზე ცოტა კიდევ მაქვს ის აუტანელი შეგრძნება. მაგრამ გარეთ ვიყავი და თავი ძლიერი მგონია.

პ.ს აი, მომავალში ყოველთვის როცა ამ პოსტს წავიკითხავ, ეს შეგრძნება სულ გამახსენებს თავს, რაც ძალიან არ მინდა. მაგრამ მაინც ვწერ.

თან გაზაფხული მოვიდა, გაზაფხული! როგორ ველოდი, მაგრამ დღეს თავიდან ამომივარდა. ეხლა ქეითის პოსტმა შემახსენა.

პ.პ.ს ნახეთ რა გამოდის! სიზმარშიც კი ვნახე რომ სეანსზე ვიყავი <3

11 comments:

  1. ფეისბუქზე მეც მერევა ხოლმე გული, უფრო სწორად იქ "დაშეარებულ" ბულშითოლოგიაზე :|

    ხო, გაზაფხული რომ არ მიყვარს, უკვე იცი... მგონი, საქმე ისაა, რომ 2010 წელს ძალიან გავიზარდე და შევიცვალე, უკვე აღარ ვიცი, ზუსტად რა მახარებს :|

    Get well soon, dear :*

    ReplyDelete
  2. გაზაფხიული მიყვარს, მაგრამ რატო არ ვიცი .. ალბათ იმიტომ რომ გარეთ კარგი სუნია :D

    ReplyDelete
  3. vaime, mec erti suli maqvs, rodis gamova..

    3D-shi pirvelad alisa unda vnaxo.. :)

    ReplyDelete
  4. ალისას მეც ველოდები,გაზაფხულს და კაი განწყობასაც პრინციპში,ხოოდა,სახლში ჩაჯდომები მომწყინდა და იმედია ალისას რო ვუყურებ და ჩემი კარგი ამინდები დადგება,სადმე წავბორიალდები..

    ReplyDelete
  5. ვგიჟდები ამ ბლოგზე რა.
    აქ სრულიად სხვა სურნელი ტრიალებს. მიყვარს აქაურობა და უსაყვარლესი ხარ შენ.

    ReplyDelete
  6. ნატალია, არ ვიცოდი , რომ ავად იყავი, კი ვფიქრობდი , ბლოგი სულ დაივიწყამეთქი :)
    აი გამოჯანმრთელებასთანერთად გაზაფხული მოვიდა და იმედია მზეებს და სითბოსაც მოიტანს
    ჰოდა, ალისას ძალიან ველოდები, მაგრამ ალბათ, მარტის 20მდე არ გაუშვებენ

    ჰოდა, მახსოვს შენი შემოთავაზება, მისმასპინძლებ? :))

    ReplyDelete
  7. ჩემი 2010 წელი 6 მარტიდან იწყება
    გაზაფხულს გილოცავთ

    ReplyDelete
  8. clown, გაზაფხულის სუნი მიყვარს მეც <3

    Kate, ააჰ, ქეით, you made me blush <3

    babisa, გიმასპინძლებ, გიმასპინძლებ! ხოდა ალისას რაც შეეხება, მსოფლიო პრემიერაა საქართველოში, 4-ში :)

    მულპი, მომენატრე :)

    ReplyDelete
  9. va, ramagaria , rom 4shia :))))

    hoda, sad gamogigzavno ?

    ReplyDelete
  10. ალისას ველით ყველა და იქნებ იქ არსებულმა იდეალურმა სამყარომ გაგვაბედნიეროს...

    ReplyDelete
  11. @mylpi - ვააა, რა მაგარ დღეს გეწყება :D

    ReplyDelete