Tuesday, March 9, 2010

Sunny's Ghost In Wonderland

"Wondering is the main reason why I was born"





Wonderland-ში არასოდეს ვყოფილვარ. დიდხანს არც მჯეროდა, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა, ან თუ არსებობდა, მე წავიდოდი...

ზოგჯერ წარმოვიდგენ, რომ სრულიად უცხო ქალაქში გამოსული, იისფერპალტოიანი მოჩვენება ვარ, თმა ისე მაქვს სახეზე ჩამოყრილი, რომ ადამიანებმა ვერ დამინახონ და დავდივარ. ვიყურები აქეთ-იქით და ყველაფერი მიკვირს. ყველაფერი ისეთი უცხოა, მიწასაც სხვა ფერი აქვს და ხეებსაც, ადამიანებსაც კარგად ვერ ვარჩევ და ვიღიმები ჩემთვის. მოჩვენებებს თავისუფლად შეუძლიათ გიჟები იყვნენ და ცოცხალი ჭკვიანებისგან განსხვავებით, როცა მოუნდებათ, მაშინ იცინონ.

ასე ვიყავი ზუსტად დღეს, როცა მოჩვენებების wonderland-ში მოვხვდი. ძველი, ტალახიანი ბათინკები მეცვა და უცებ მივხვდი, რომ ხანდახან თავი მარკესის გმირად მომაქვს; ისე არ ვიქცევი, როგორც, ჩვეულებრივ, იქცევიან. ერთ ავსტრალიელ მწერალს აქვს მოთხრობა: ქალი და კაცი სიკვდილის წინ შეხვდებიან ერთმანეთს, სადმე კონკრეტულ ადგილას კი არა, უბრალოდ ისე შეხვდებიან; ავტორი არაფერს აღწერს, უბრალოდ ამბობს, რომ შეხვდნენ და დიდხანს ლაპარაკობდნენ. ბოლოს მოთხრობა ისევე გაუგებრად მთავრდება, როგორც დაიწყო. დიდხანს ვერ ვხვდებოდი და დღეს მოჩვენება რომ გავხდი, გამახსენდა. ადამიანები იმდენს ლაპარაკობენ, მაგრამ მაინც არ ესმით ერთმანეთის. იმ მოთხრობაშიც ასე იყო, ორივე მომაკვდავი საკუთარ ისტორიას ჰყვებოდა, ოღონდ ერთმანეთს არ უსმენდნენ და არც თვალებში უყურებდნენ.

ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ყველანი მოჩვენებებად ვიქცეთ და აღარასოდეს ამოვიღოთ ხმა. Can we?

5 comments:

  1. როგორი სევდიანი პოსტია, მუსიკასთან ერთად.

    იცი, როცა ჩემთან გესთ-პოსტებს წერენ, მერე ის პოსტები ისევე მიყვარდება, როგორც ჩემი დაწერილი.

    დღეს ვფიქრობდი რატომღაც გოგონაზე, რომელიც ჩვეულებრივი, მაგრამ უცნაური იყო. არც კი ვიცი, ის გოგონა მე ვიყავი თუ გამოვიგონე. ჰოდა, ახლა მგონია, რომ იისფერპალტოიანი მოჩვენებაც იგივე ის უცნაური გოგონაა და ამ პოსტში შემხვდა :)

    ReplyDelete
  2. ლამაზი და დადებითად სევდიანი ფანტაზია. მუსიკა კი ისეთი მართლა მოგანდომებს ქუჩაში გასლას და უმისამართოდ ხეტიალს. და კიდევ ხელში ბუშტი მინდა :)

    ReplyDelete
  3. რა მუსიკალური და ბოდიალა მოჩვენებაა. მაგრამ მარკესი არა, რაღაც უფრო ნათელი და გამჭვირვალე.
    "ყველა წესიერ ბლოგს უნდა ჰყავდეს მოჩვენებები" – ბლოგოსფეროს კანონი

    ReplyDelete
  4. adamianebs ufro uyvart , roca usmenen, vidre roca tavad uwevt mosmena.. me ishviatad shemxvedria adamiani, romelzec mifiqria, rom mosmenis uishviatesi undari aqvs .
    da es sasiamovnoa xolme :)

    ReplyDelete
  5. მარგარიტა გამახსენდა :შ

    ReplyDelete