Wednesday, March 3, 2010

I die, I die. I live, I live.

ან უბრალოდ - Ka mate, Ka mate. Ka ora' Ka ora' !

ეს ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების ერთგვარი ლოცვა თუ ჰიმნია, ყოველი თამაშის წინ რომ აღავლენენ. მე ჟრუანტელი მივლის, როცა ვუყურებ.



რა შუაში იყო All Blacks და რამდენიმე დღის წინ პირველად ვნახე ტექსტის თარგმანი, სიტყვებიც შთამბეჭდავი აქვს. თან, ქვემოთ რაზეც ვაპირებ წერას, ერთგვარად არის კავშირში მასთან.

ახლა კი სულ სხვა მიმართულებით ვაპირებ გაგრძელებას. ჯერ ის, რომ მარტის ყოველ რიცხვში პოსტი მაქვს. ნუ, სულ სამია და აქედან ერთი ბაბისას ეკუთვნის. მომწონს ეს ფაქტი :)

ორიოდე დღის წინ ჩემს საყვარელ საიტზე ფოტოებს ვათვალიერებდი და ვამბობდი, რა საოცარია ინტერნეტი, შეგიძლია ფოტოებით მსოფლიო შემოიარო-მეთქი. მე მართლა მქონდა შეგრძნება, რომ ვიმოგზაურე. თითქმის ყველა კონტინენტიდან ვნახე რამდენიმე ქვეყნის ფოტოები. ყველა ქვეყანას აქვს თავის მახასიათებელი ნიშანი, და უკვე სურათებითაც შეგიძლია ამოიცნო, რომელ ქვეყანაშია გადაღებული.

გუშინ სოფის პოსტი ვნახე, ზუსტად ჩვენს დედამიწაზე წერდა. მერე დავფიქრდი, რომ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, მე კიდევ ბევრი რამის მოსწრება მინდა.

მოგზაურობა მინდა, ის საოცარი ქვეყნები მინდა ვნახო, აქამდე ფოტოებით რომ ვეცნობოდი. ადამიანები, მთები, სანაპიროები და შენობები.

ამ ბოლო დროს, კიდევ ახალი გატაცებები და სურვილები მაქვს. მაგალითად, კულინარია. საერთოდ ბევრს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ როცა ვაკეთებ, სიამოვნებას მანიჭებს მზადების პროცესიც და მერე გასინჯვაც, თუ როგორი გამოვიდა. თუმცა, სადმე ვერ ვიმუშავებდი კულინარად - რასაც ვაკეთებ, ის ისევ მე და ჩემთვის ახლობელმა ადამიანებმა უნდა მივირთვათ, სხვებს ვერ დავუთმობ.

საერთოდაც, ბოლო დროს ცოტა დაბნეული ვარ. არ ვიცი, რა მინდა მტკიცედ და რა - არა. უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარება და მგონია, რომ მუდმივი არაფერი არ არის, მიზნებიც კი.

ჰო, ჩემი ფოტო-მოგზაურობის კოლაჟი.

ბრაზილია, რიო


სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი


იაპონია, ტოკიო


დუბაი


ავსტრალია, Perth [ზუსტად არ ვიცი, როგორ გამოითქმის]



ახალი ზელანდია

მიკრონეზია


ულამაზესი საბერძნეთი <3




და ბოლოს, სიცოცხლის მუსიკა




The sun shines!

Rise!

5 comments:

  1. მიხარია,რომ პირველ კომენტარს ვწერ!
    ულამაზესი პოსტია,ფოტოები ხო საერთოდ!
    შენც ხოიცი მოგზაურობის სურვილში როგორ გიერთდები,

    კულინარობას რაც შეეხება მეც ვუსვამ ხოლმე ჩემს თავს სეკითხვას- რისი კეთება მანიჭებს სიამოვნებას დ კულინარია ერთერთია, მაგრამ ჩემი აზრით დიდი რესტორების მზარეულები ზომბებივით აკეთებენ ვთქვათ ჩემს საყვარელ ტირამისუს და იმაზე კიარ ფიქრობენ რა გემრიელია ცოტა მუსკატის კაკლის გემო მასკარპონეს კრემში, არამედ იმაზე, როდის დამთავრდება სამუშაო დღე რომ სახლშ წავიდნენ და როდის მოვა თვის ბოლო რომ ხელფასი აიღონ, ჰოდა ასეთი მიდგომა ტირამისუსთან რა ცუდია, წარმოიდგინე.

    საცოდავი ტირამისუ :)))

    ReplyDelete
  2. ანუკ, მე კიდევ, ხომ იცი, შენი კომენტარები როგორ მიხარია :)

    ხოდა, სწორედ მაგაშია საქმე რომ მზარეული როცა ხარ, იქ უკვე სავალდებულოა რაღაცეების კეთება და იძულება კიდევ სიამოვნების მომნიჭებელი არ არის :)


    პ.ს გახსოვს, სანგრიის გაკეთება რომ დავგეგმეთ? :))

    ReplyDelete
  3. ეგ სარაგბო ჰიმნები მეც ძალიან მომწონს ხოლმე და კარგი იქნებოდა, ქართველებსაც ჰქონდეთ..

    მოგზაურობაზე აღარ დავწერ როგორი მნიშვნელოვანია და როგორ ზრდის ამავე დროს ადამიანს და რომ ყველაფერი უნდა მოიკლო და იმოგზაურო, მაინც :)))

    ჰოდა კიდე ის, რომ რამდენჯერმე კი დავფიქრდი, რომ მექნებოდა ჩემი არტ-კაფე, სადაც მე დავამზადებდი კოქტეილებს, ნამცხვრებს, სალატებს... ისე მომოწნს ეს მზადების პროცესი და როცა გემრიელი გამოდის <3 მარა ნუ, ეს ოცნებებში, სადმე ზღვისპირა ქალაქში საკუთარი კაფე...

    და ფოტოების გარდა, სპეციალური ვირტუალური ტურები ჩართე ხოლმე, აი ვიდეოები როა და თან გიხსნიან და მერე მართლა გექნება შეგრძნება, რომ იქ უკვე იყავი :)))

    ReplyDelete
  4. ნატალია, მთელი ბავშვობა გავატარე ოცნებაში, რომ ბევრ ქვეყანაში მემოგზაურა და განსხვავებული ცხოვრება მქონოდა. ჰოდა, ამისრულდა ეს ოცნება, იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა და ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის... პრინციპში, არც მახსოვს რას ვაკეთებდი :D უბრალოდ, ვკითხულობდი, ფილმებს ვნახულობდი და რაღაც პრინციპებს ვიყალიბებდი.
    მთელი მსოფლიო არ მაქვს, ბუნებრივია, შემოვლილი, მაგრამ ძალიან ბევრ ლამაზ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ცხოვრებაში იმაზე კარგი არაფერი მისწავლია, რაც ამ მოგზაურობისას გაცნობილმა ადამიანებმა მასწვალეს :)
    ამიტომ, მჯერა, შენც მოახერხებ მოგზაურობას!

    პერთი - ჰით ლეჯერის ქალაქია :( ბევრი ნაცნობი მყავს მანდ, რომლებიც კუნძულ სანტორინიზე ცხოვრებისას გავიცანი, მხიარულები და ძალიან სიცოცხლის მოყვარულები არიან. მეც ვიმედოვნებ, რომ ოდესმე მანდ მოვხვდები. ავსტრალია ჩემი ოცნების ქვეყანაა... ჰოდა როგორც ჩვეულებრივ th ისე წარმოითქმის ესეც :) ენამოჩლექით :)

    ReplyDelete
  5. ნუ ეს საბერძნეთის სითეთრეს ხომ წკუიდან გადავყავარ. უმაგრესია.



    იაპონია და ბრაზილია ჩემი ოცნების ქვეყნებია <3

    ReplyDelete