Monday, March 8, 2010

Wrong color, wrong size, wrong shape, wrong, wrong, wrong!

საერთოდ, ფილმებს არასდროს ვაფასებ ჯილდოების, შემოსავლის ან თუნდაც რეჟისორის მიხედვით. ერთადერთი რეჟისორი, რომლის სახელის გაგონებაზეც შეიძლება ფილმით დავინტერესდე - ვუდი ალენია. სწორედ ამიტომ მიკვირდა თავის დროზე, ავატარს ასეთი ინტერესით რომ ელოდებოდნენ. როცა ვიკითხე, წინასწარ რა იცით რომ კარგი იქნება-მეთქი, ტრეილერზე და ბიუჯეტზე ეტყობა, და კიდევ ’ტიტანიკის’ და ’ტერმინატორის’ შემქმნელისგან არისო. როგორ შთამბეჭდავია არა?

ვერც ოსკაროსანი ფილმები ახდენენ ჩემზე შთაბეჭდილებას, თუ რა თქმა უნდა წინასწარ ნანახი და მოწონებული არ მაქვს. უხშირესად ვერც ვხვდები, რა კრიტერიუმით ანიჭებენ ფილმებს ჯილდოს და იშვიათია, რომ ოსკაროსანი ფილმი მომეწონოს.

ვინაიდან თავიდანვე ვთქვი, ფილმების ტიტულები არ მაინტერესებს-მეთქი, ახლა აღარ დავიწყებ გუშინდელი [თუ წუხანდელი] ოსკარის შესახებ საუბარს. ერთს ვიტყვი მხოლოდ - ერთ ადამიანს უთქვამს [სამწუხაროდ, არ მახსოვს ვის და როდის], ოსკარი რომ ობიექტური იყოს, საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტულს ყოველ წელს მერილ სტრიპი უნდა იღებდესო.

ოსკარის ცერემონიალს არასდროს ვუყურებ. მხოლოდ მეორე დღეს ინტერნეტში ვნახულობ იმას, რაც მაინტერესებს - წითელი ხალიჩის ფოტოებს [მე ვთვლი რომ ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ ეს არის]. დღესაც ასე მოვიქეცი.

ასეთი შეგრძნება დამრჩა - ან დიზაინერები ვეღარ ქმნიან გემოვნებიან სამოსს, ან ერთდროულად ყველა მსახიობმა დაკარგა გემოვნება.

სხვების ფონზე შედარებით ვინც მომეწონა -

დაიან კრიუგერი


კამერონ დიასი


რეიჩელ მაკადამსი


დემი მური


ჯენიფერ ლოპესი - ყოველთვის მომწონდა ეს ქალი. [კაბაზე არაფერს ვამბობ]



და ბოლოს პენელოპე <3 ძალიან ლამაზი იყო, როგორც ყოველთვის. თუმცა, კაბა ნაკლებად, მაგრამ თვითონ კი ბრწყინავდა

12 comments:

  1. იცი რატომ არ აძლევენ მერილს ოსკარს? იმიტომ რომ ერთია ჯილდო და ნომინანტი 5. და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოთხივე ნომინანტმა იცის, რომ ყველაზე მაგარი მერილია. ანუ ამას დამტკიცება აღარს სჭირდება ოსკარით.

    სანდრამ სწორედ ამიტომ გაიმარჯვა, ის ვერაოდეს გახდება მერილისნაირი, აკადემიამ ეს იცის და მისი მაქსიმალური ნიჭის გამოვლინება დააფასა. შეიძლება მეორედ ვეღარასოდეს მოხვდეს სანრდა... მე ასე მგონია. მან ნამდვილად კაგად ითამაშა.

    კაბებიდან მომეწონა ჯეილოსი და კამერონის.

    ReplyDelete
  2. me aseti ragacebi saertod ar mainteresebs..

    magram dges chemi bidzashvii atvalierebda da joli ver naxa..

    ar iko dajildoebaze?

    ReplyDelete
  3. როდრიგო სანტორო, მე ეგ არც მითქვამს, რომ მერილს ყოველ წელს ოსკარს უნდა აძლევდნენ, უბრალოდ ოსკარის სუბიექტურობას გავუსვი ხაზი :)

    სანდრას რაც შეეხება, მისი მაქსიმალური ნიჭი რომ სხვების საშუალო ნიჭზეც კი ნაკლებია, ამაზე რას იტყვის აკადემია? :)

    ვასასი, მგონი არ იყო ჯოლი, ფოტოებზე არ ფიგურირებდა და მეეჭვება, ფოტოგრაფებს გამორჩენოდათ :D

    ReplyDelete
  4. რა თქმა უნდა ყველგანაა რაღაც ნომინაცია, რომელიც ან ობიექტურია, ან არა. საერთოდ, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გაგება, რადგან ემყარება ღირებულებებს, რომელიც ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს.

    მე პირადად დარწმუნებული ვიყავი რომ სანდრას მისცემდნენ. რადგან უყვარს ამერიკას ეს ქალი და მართლა კარგად ითამაშა, თუმცა ნომინანტებს გაცილებით ძლიერი სახეები ჰქონდათ შექმნილი.

    ReplyDelete
  5. რეიჩელის კაბა მომეწონა, ზღვას ჰგავს :)
    და პენელოპეს კაბის ფერი... მმმ.

    მეც წითელი ხალიჩის ფოტოებს ვათვალიერებ ხოლმე. ცერემონიალი საკმაოდ გაწელილია იმისთვის, რომ ვიჯდე და შევცქირო, თან ფოტოებზე უკეთ ჩანს კაბები :)

    ReplyDelete
  6. იბრწყინებდა პენელოპე, ბარდემის გოგოა ბოლოს და ბოლოს :cry: :shur:

    ReplyDelete
  7. მე მგონია, რომ მერილ სტრიპი არც ისეთი დიდი მსახიობია, როგორც ამბობენ :ლოლ: მეც ძალიან მომწონს ბევრ ფილმში, მაგრამ სანდრა ბულოკი იმსახურებდა ოსკარს, თუნდაც თავისი 90-იანებში შესრულებული როლებისთვის, ტიპური უბრალო ამერიკელი ქალია თავისი ოცნებებით, ამიტომ ვცემ პატივს. მიყვარს მაგისი "მის კონგენიალურობა", კიდევ "ქსელი" და "ბუნების ძალები", ბენ ეფლეკთან. პრინციპში რომ ვთქვა, ისეთი მსახიობები იმარჯვებენ სულ, რომლებსაც თავის დროზე ბევრი კარგი როლი აქვთ შესრულებული. შოუა რა :)

    ჰოდა კაბებზე ჩემთანაც ხომ დავწერე, ზოი სალდანას კაბა ძალიან მომეწონა, ორიგინალურია და თვითონაც მიმზიდველი გოგოა. პენელოპეს კაბა არ მომეწონა წელს... შეიძლება იმიტომ, რომ ასეთი ფერის კაბამ მისი სილამაზე დაჩრდილა. სხვა დროსაც სცმია წითელი კაბა, მაგრამ წელს რაღაც ვერ გამოიყურებოდა კარგად.
    @ბუდა, არ უშველა შენმა ბარდემმა :P

    ReplyDelete
  8. ნატ, მიუხედავად იმისა რომ მიყვარს მერილ სტრიპი, უკვე ძალიან ამეტებენ მაგის ტალანტზე ლაპარაკს და მოდაში შემოდის მერილ სტრიპის "ფანობა". ხო და რაც შეეხება ავატარს იმიტომ ელოდებოდნენ (ველოდებოდით:) ), რომ სულ ახალი სიტყვა იყო კინემატოგრაფიაში და არა ტერმინატორის გამო :) და პირადად მე კიდევ ფენტეზი ყველაზე მეტად მიყვარს.. და კუბრიცკ ხომ იცი ბლოგერი, მაგას ჰქონდა ავატარზე კარგი პოსტი, ცოტა სუბიექტური, მაგრამ კარგი :) და ავატარი hurt loker-ს მაინც რომ სჯობდა ეგ ვიცი :))))

    hannah :)

    ReplyDelete
  9. წითელ და ვარდისფერ ტონებში კიდევ იყო რამდენიმე ლამაზმანი, ჩემი აზრით, რომელსაც ასევე მშვენივრად აყვავებული კაბა ეცვა...
    ისე რა გითხრა. ეს ოსკარი ბევრი არაფერი ყოფილა და იმედია ფეხბურთის მსოფლიოთასი მაინც გამაოცებს ამ წელს! ;)

    ReplyDelete
  10. Hanna, შენც კარგად იცი რომ მერილ სტრიპი ჩემი საყვარელი მსახიობი არასდროს ყოფილა და აქაც უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, როგორც ზემოთ აღვნიშნე. მერილის ფანობა რომ მოდაში შემოდის, შევნიშნე მეც ეგ ტენდენცია.

    პ.ს და ავატარი რომ წინასწარ კარგად გაპიარებული იყო, ეგეც იცი. რა დონეზეც გააპიარეს, იმ დონის ფილმი არ იყო. ფენტეზის მოყვარულებს გიყვარდეთ, ჩვენ, რეალისტებს, ნუ გვატენით, ვოტ! :D

    p.p.s ბლოგერი კუბრიკი არ ვიცი :)

    ReplyDelete
  11. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  12. ჰო, წამყვანების მიუხედავად, ოსკარების ამ ცერემონიამ ჩემი მოლოდინი არ გაამართლა..

    ReplyDelete