ორი დღეა შოკოლადზე ვოცნებობ.. ბევრი ვითმინე და წეღან მე თვითონ მოვამზადე საშინაო რეცეპტით შოკოლადი, ’სნიკერსი’ ქვია, მაგრამ ისეთივე კავშირი აქვს სნიკერსთან, როგორც მე - კამერონ დიასთან [საერთო მე და კამერონს ის გვაქვს, რომ ორივე ქალი ვართ; ჩემს შოკოლადს და სნიკერსს კი - კაკაო და შაქარი]. საბოლოოდ ძალიან თხევადი გამომივიდა და კოვზით ვჭამე.
ეს ისე, შესავლისთვის.
ჩემი პირველი გესთ-პოსტი
წინა კვირას პირველი გესთ-პოსტი დავწერე, ანამ შემომთავაზა და დავთანხმდი, მაგრამ რამდენიმე დღე დამჭირდა გამბედაობის მოსაკრებად და თემის მოსაფიქრებლად. საბოლოოდ რაც გამოვიდა, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
წერილი ნატალიას და თინის პოსტი
ერთ მშვენიერ დღეს კი, ტოპ.გე-ზე ვნახე რომ ჩემს ბლოგზე საფოსტო ყუთიდან გადმოვიდნენ. ჰო, თურმე ასეთი ბლოგი ყოფილა, სადაც შეგიძლია წერილი მიწერო ვინმეს. დამაინტერესა და შევედი. პირველივე პოსტი ასეთი სათაურით იყო - წერილი ნატალიას. თვალში კი ნატალი პორტმანის ის ფოტო მომხვდა, კომენტარებზე ჩემს სახელს რომ ახლავს ხოლმე თან. იმდენი დამთხვევა იყო, რომ მივხვდი, ადრესატი მე ვიყავი. ისეთი თბილი წერილია.. მე ბევრს არაფერს ვიტყვი, თქვენ წაიკითხეთ.. [არა უშავს, სხვისი წერილების კითხვა კი არ შეიძლება, მაგრამ ეს გამონაკლისი იქნება]. იცით ვინ მომწერა? საყვარელმა hexe-მ.
იმავე დღეს როცა წერილი წავიკითხე, თინიმ ისეთი გესთ-პოსტი დამიწერა, რომ გაოცებული ვფიქრობდი, დღეს რა დღეა ასეთი, რომ ამდენი სითბო დავიმსახურე-მეთქი. რა კარგი ადამიანები ხართ!
ტვიტერი და რაფა
ბოლო ორი დღეა ტვიტერზე აქტიურად დავხეტიალობ და გუშინ დავაფასე განსაკუთრებით მისი ძალა - მაიამიში საჩოგბურთო ტურნირი ტარდება, გუშინ რაფა დავიდ ნალბანდიანს ხვდებოდა. რაფას ერთ-ერთი ფანი არის იქ და ესწრება თამაშებს. მისი [და ტვიტერის] საშუალებით ვიგებდი როდის ივარჯიშა, როდის გამოვიდა კორტზე.. როცა გავიგე რომ უკვე გამოვიდა, ლაივი ჩავრთე და თამაშს ვუყურე. საოცარი თამაში იყო! მართალია რაფამ მოიგო, მაგრამ მე ბევრი ვინერვიულე და ადრენალინი დავხარჯე..
mag snikersis gaketeba mgoni, mec vici..
ReplyDeleteui, ara..
is irisia da mawoni unda..
magari gemrielia..
რაღაც თხევად შოკოლადს მეც ვაკეთებდიხოლმე ბავშვობაში :)
ReplyDeleteroca yvelas axsovxar da Tbiladaa Sendami ganwyobili, eg imas niSnavs, rom sapasuxos iReb im energiisas,rasac gascem. gviyvarxar, natalia :)
ReplyDeleterafa rom magaria,magas raRa Tqma unda :) ise nalbandianic miyvars, erTi Cemi Zalian axlo megobris Zmakacia :) stumrac hyavda cota xnis win saxlSi :))
magram me mainc rafas vgulSematkivrobdi :P
Sokoladze mec mabodebs :)) uzomod shemizlia vWamo :P
ReplyDeleteAnnA, uh, mec minda rom Nalbandiani chemtan stumrobdes <3
ReplyDeletexoda, mec miyvarxart - tqven da Rafa kide :user:
:)))))))))
ReplyDeletexo,is biWi(Cemi megobari) argentinaSi somxeTis yofili elCis Svilia da erevanSi iyo amas winaT da nalbandiani hyavda :)) megobruli matCi atamaSes somxeTis N1 CoganTan da wuTebSi mougooo icinoda :))))
იცი, ამას წინათ შაკირას კლიპი "gypsy" ვნახე ტელევიზორში და რაფა შენს მიერ დადებული სურათებიდან ვიცანი :)))
ReplyDeleteდიდხანს ვფიქრობდიმ, საიდან მეცნობა ეს ბიჭითქო :)
და შენ გამახსენდი :)
shokolads vaketeb me chveulebriv xolme, ai namcvxris minanqars rogor vamzadeb da txili shegizlia dayaro tefshze, moasxa , mere gamagrdeba da chamo, uf mominda axla :D :)))))))
ReplyDeleteშოკოლადი კოვზით <3 :შ
ReplyDeleteმე გერმანული შოკოლადი ვჭამე გუშინ. :)
ReplyDeleteCinnamonGirl, იმდენს ვლაპარკობ რაფაზე, რომ ვასოცირდები უკვე :)) უჰ, რაც მე მაგ კლიპს ველოდე თავის დროზე :D
ReplyDeletebabisa, ხო, აი ეგეთი იყო დაახლოებით, ოღონდ რძის ფხვნილი ქონდა დამატებული. კაკალის გატეხვა დამეზარა, თორემ ძალიან მოუხდებოდა :)
როდრიგო, შოკოლადს სპეციალურად არ ვყიდულობ, დიეტა არ დავარღვიო-მეთქი, სამაგიეროდ უფრო ნოყიერს ვაკეთებ სახლში :D
უბრალოდ
ReplyDeleteიმდენად თბილი და მშობლიური ბლოგი გაქვს
შეუძლებელია
ვინმეს არ უყვარდე
(რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს)
არვიცი ადრე მითქვამს, თუ არა...
ReplyDeleteმაგრამ ახლა გეტყვი და მერე კიდევ გეტყვი....
რამდენჯერაც არ მომბეზრდება...
უსაზღვროდ საყვარელი ხარ.
ძალიან ძალიან ძალიან საყვარელი :*****
აუ მერე მეც გამასინჯე რა ეგ შოკოლადი.
ReplyDeletehexe, tu chemi blogis martla asetia, dzalian bednieir viqnebi :user: :)
ReplyDeleteKate, <3 gagasinjeb aucileblad, didi araferia magram mainc :)) :*
არც არის საჭირო, "დიდი რამე იყოს".
ReplyDeleteმთავარია ტკბილი იქნება. <3
რა კარგი პოსტი იყო. მომენატრა შენი ნაწერები ამ ბლოგზე.
ReplyDeleteგესთ პოსტებიც ძალიან მომეწონა, აბსოლუტურად ყველამ კარგად გამოხატა თავი და საინტერესო იყო.
ნალბანდიანი მეც მომწონდა ადრე :D უფრო სწორად, სახელი მომწონდა, დავიდი რომ ჰქვია და კიდევ არგენტინელია :D
მმმ, შოკოლადი, წავედი, მეც ვჭამო...
vaime chemi rafa :D =)) vamos rafa : )
ReplyDeletegushin rogor waago :| shemecoda :( xelebi ro urtya tavis pexebs ;(
ReplyDelete