რატომღაც ვიფიქრე, რომ აუცილებელი იყო პოსტი დამეწერა. არა იმიტომ, რომ დიდი ხანია არაფერი დამიწერია [თუ არ არის დიდი ხანი?], უბრალოდ მოთხოვნილება ვიგრძენი.
ისე მოხდა, რომ ბოლო დღეები ხშირი ფიქრი მიწევს იმაზე, თუ რამდენად შეუძლიათ ადამიანებს შეცვლა. მე საერთოდ ორ კატეგორიად ვყოფ მათ - რომლებსაც უნდათ შეცვლა და რომლებსაც არ უნდათ. პირველ კატეგორიას საკუთარ თავში ცვლილების შეტანა უნდა, და ცვლილებაში არ იგულისხმება 'მე მწვანე ფერი მიყვარს, მაგრამ წითელი უფრო გემოვნებიანია და ამიტომ წითელი უნდა შევიყვარო', არამედ საკუთარ თავში უარყოფითი თვისებების დანახვა და მერე მათი გამოსწორება, ან გამოსწორების მცდელობა. ასეთი ადამიანები მომწონს - მუდმივად მუშაობენ თავზე და იზრდებიან. მაგრამ მეორე მხრივ, წარმოიდგინეთ რა ცუდია თვითონ მისთვის, როცა მუდმივად უკმაყოფილო ხარ, ცდილობ უფრო მეტი ისწავლო, სწავლობ კიდეც, მაგრამ შედეგს ერთ დღეში ხომ ვერ აღწევ? რეალურად, შედეგს არც აღწევ. მთელი ცხოვრება რაღაცის გამოსწორების მცდელობაა, მეტი არაფერი.
მეორე კატეგორია, სამაგიეროდ, სრულ იდილიაში ცხოვრობს. მოსწონს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და არანაირი უკმაყოფილების გრძნობა არ აწუხებს. არც მთელი ცხოვრება იტანჯება ათასი სულელური ფიქრებით თვითგანვითარებაზე.
დასასრული ორივე კატეგორიის ადამიანს ერთი აქვთ - სიკვდილი. საინტერესოა, რომელი უფრო ბედნიერ ცხოვრებას ატარებს - პირველი თუ მეორე კატეგორია?
ველოდები გრეის ანატომიის ახალი სერია როდის დაიდება; ვუყურებ ჩემს საყვარელ ადამიანებს და ცოტახნით მაინც დავიჯერებ, რომ ასეთები მართლა არსებობენ. რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოშიც ასე უბრალოდ გვარდებოდეს ურთიერთობები.
ეს ფოტო ძალიან, ძალიან მზიანი არ არის? <3
Man! ურთიერთობები არცერთ ქვეყანაში გვარდება ადვილად :|
ReplyDeleteმე ისეთი ადამიანები მიყვარს, რომლებიც იცვლებიან და სულ რაღაცას სწავლობენ. მყავდა რამდენიმე მეგობარი, რომლებმაც ვერაფერი ნახეს ცხოვრებაში, ოდნავ არ უცდიათ შეცვლა, რაღაც მიზნის დასახვა და მოცემული გზების არჩევა. მერე ჩვენი გზები გაიყო.
ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ყველაფრით კმაყოფილია და უბრალოდ, დინებას მისდევს. მე სულ ცვლილებები მჭირდება, ახალი რაღაცების შეცნობა, ხან ტირილი, ხან - სიცილი და მერე კმაყოფილება იმით, რომ ერთ რაღაცას უკვე მივაღწიე, ახლა სხვა რამის დაწყების დროა.
ნატალია გეთანხმები (ეს დათანხმება რაღა უბედურებაა) ხოდა ეგრეა რა.
ReplyDeleteკარგ სერიალებში და კინოებში რომ იდეალური ურთიერთობებია ხოლმე მეც ისე მშურს. არა კი არ მშურს. უბრალოდ არ არსებობს...
ძააალიან მაგარი ფოტოა. ფერები სულაც არ იყო აუცილებელი;)
Sophie, ურთიერთობები ყველგან რთულია ალბათ, მაგრამ ქართველები ძალიან ღრმადმწვდომი ხალხი მგონია და წვრილმანებზე ქმნიან პრობლემას. თან, ბევრი სათქმელი უთქმელი რჩება, მერე გულში გროვდება და ურთიერთობები ფორმალური ხდება. განვიცდი ამ ყველაფერს :D
ReplyDeleteროდრიგო, ფერები ალბათ ზედმეტიცაა ამ ფოტოზე :) იმიტომ მიყვარს შავ-თეთრი.
@ ნატალია, ერთი მხრივ მართალი ხარ. ზოგი უფრო ადვილად გამოხატავს ყველაფერს და საქმეც აწყობილია თითქოს. ვერ გაიგებ, რომელი ჯობია :ლოლ: თვითგვემისთვის ქართული ვარიანტი პირდაპირ მისწრებაა :) (trying to be happy)
ReplyDeleteმიყვარს ადამიანები რომლებიც იცვლებიან (იზრდებიან), რა თქმა უნდა კარგისკენ ^_^
ReplyDeleteხოდა ეს გრეის ანატომია დამრჩა ეგრე რა :შ
სიამოვნებით გავატარებდი მთელ ცხოვრებას მხოლოდ იმ საქმეების კეთებაში, რომლებიც მიყვარს. "ახალი რამეების ცდა" არაა ჩემს ხასიათში - რა თქმა უნდა, დროსთან ერთად ვპოულობ ახალ რამეებს, მაგრამ მაგის მიზნად დასახვა არასოდეს მაინტერესებდა.
ReplyDeleteთუმცა რაც შეეხება ადამიანების მიერ საკუთარ ხასიათში მინუსების გამოსწორების მიზნით შეცვლას, თუ ადამიანი ამას არ ცდილობს, ჩემი აზრით, არ შეიძლება დაერქვას, რომ ასეთი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს.
გეთანხმები ყველაფერში.
ReplyDeleteმგონი მეორე კატეგორიაც არ არის ბედნიერი.
წარმოიდგინე, რომ ეს არის იმ ხალხთა გაერთიანება, რომელიც არასოდეს აღიარებს დანაშაულს. (ადამიანის მოკვლას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ადამიანურ შეცდომებს, რომლებსაც ისინი სჩადიან).
მიჭირს ასეთებთან.
ხო, საქართველოში განსაკუთრებით რთულადაა ეს პრობლემა. :(((
tornike, ცხადია მეც მინუსების გამოსწორებას ვგულისხმობდი. ადამიანები, რომლებსაც მუდმივად ახალი რაღაცეების ცდა არ უყვართ, არ ითვლებიან მეორე კატეგორიად :)
ReplyDeleteKate, ბედნიერად ჩემს თვალში არ ითვლებიან, თორემ თვითონ ამ ასპექტში ძალიან ბედნიერები არიან და თავი იდეალური გონიათ :D
მია - ხო მართალი ხარ.
ReplyDeleteთვითონ არანაირად არ აწუხებთ ეგ.
vai, greys vuyure da kidev ertxel davaskveni rom miyvars, ai aris ragac masshi
ReplyDelete<3
sul gazrdis survilit da sakutari taviss rulyofisadmi swwrafvit tu ganvvitardebit, tore ise cxovreba iyineba ert adgilze
ReplyDeleteda es foto iseti kargia, ai roca ar unda shevxedo, mand gaseirneba momindeba :)
რაღაცნაირი ჩემნაირი პოსტი იყო, ადამიანების კატეგორიებად დაშლას ვგულისხმობ... ჩემი მანიაა ეს ;)
ReplyDeleteერთადერთ შენიშვნას გავაკეთებ - არ არსებობენ ადამიანები, რომელბიც საერთოდ არ იცვლებიან და თავები იდეალურები ჰგონიათ. უბრალოდ პერიოდები არსებობენ ცხოვრებისეული, როდესაც არაფრის შეცვლა არ მიაჩნიათ საჭიროდ. ან კიდევ თვლიან, რომ შესაცვლელი უკვე შეცვალეს და ახლა აწ არსებული უნდა გამოიყენონ ბოლომდე...
ასეთი ადამიანების მეშინია :/
ხოლო რაც შეეხება იმ კითხვას, თუ რომელი უფრო ბედნიერად ცხოვრობს - ალბათ ისინი, რომელბსაც არ უნდათ შეცვლა. იმიტომ რომ მათ არცფ იციან, რომ უნდა შეიცვალნონ. არ ცოდნა კიდევ ბედნიერებაა :)
თუმცა, ეგეც ზედმეტად კატეგორიულად გამომივიდა მგონი :))