Sunday, May 23, 2010

Coupe des Mousquetaires

გვერდით რძიანი ყავა მიდგას კარამელით და გემრიელ სურნელს აფრქვევს. მე კი მთელი დღეა საფრანგეთზე, კერძოდ კი პარიზზე ვფიქრობ; მაგრამ არანაირი რომანტიული სურვილები არ მამოძრავებს - ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება ამ წუთებში პარიზის ერთ-ერთ უბანში. ალბათ იქიდან მოგუდული ხმები ისმის და შიგადაშიგ ოვაციების და ტაშის ხმა გამოდის.

დიდი შლემის ტურნირები ყოველთვის განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. შედარებისთვის, უხეშ მაგალითს მოვიყვან - როგორც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ოღონდ, ჩოგბურთში ეს მოვლენა წელიწადში ოთხჯერ ხდება. საკმაოდ ბევრია, ფეხბურთს თუ შევადარებთ. მაგრამ მაინც, ამ დროს განსაკუთრებული განწყობაა, რომელიც თავისთავად მოდის. ეს განწყობა ამყვა დღეიდან და ასე ორი კვირა ვიქნები. როლან გაროსი ჩემი ფავორიტია დიდი შლემის ტურნირებს შორის [უიმბლდონთან ერთად], ალბათ სუბიექტური მიზეზები მაქვს ამისათვის.


ჩემი ფავორიტია-მეთქი ვთქვი და მეტს ვეღარაფერს ვწერ, რაღაც აზრები გამეფანტა. ჰო, რატომ არის ჩემი ფავორიტი? 2005-2008 წლების განმავლობაში, რაფამ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ეს ტურნირი. 2009 წელს კი, როცა ყველა სპორტულ გამოცემაში იწერებოდა სტატიები იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ნადალის დამარცხება და ათასი ხერხი მოიყვანეს მაგალითად, რაფამ მეოთხედფინალამდეც კი ვერ მიაღწია. ამით 'ისარგებლა' როჯერ ფედერერმა და პირველად მოიგო ეს ტურნირი. მანამდე, ზედიზედ სამი წელი, ფინალში ის რაფასთან მარცხდებოდა. წელს კი ამ მხრივ საინტერესო იქნება, რა მოხდება.

ფავორიტად წელსაც რაფა ითვლება. საინტერესო ფაქტი: როცა რაფას კითხეს მისი ფავორიტობის შესახებ, ასე უპასუხა: “Am I favorite to win at Roland Garros? I was last year and I lost.”


მგონი მთავარი არ მითქვამს, თუ რატომ ვლაპარაკობ ამდენს დიდი შლემებზე და განწყობებზე. დღეს French Open ანუ როლან გაროსი დაიწყო : )


10 comments:

  1. შენს გამო მგონი მეც შემიყგარდა რაფა
    და ნადალი :))
    ჩოგბურთი კი მიყვარდა, მაგრამ არა ასე- სახელ გვარებით იშვიათად ვცნობ და იშვიათად ვიმახსოვრებ ხოლმე :)

    ReplyDelete
  2. წარმატებები რაფას ;)

    ReplyDelete
  3. babisa, იმდენს ვწერ რომ შეგაყვარეთ ყველას მგონი :D

    Nataly, thanks :))

    ReplyDelete
  4. თიიიიკMay 23, 2010 at 10:51 PM

    VAmos rafa ! :) მეც განსაკუთრებულად ეს ტურნირი მიყვარს და მიზეზიც ზუსტად ის არის რაც შენ დაწერე :) მაგრამ ახლა დიდი სურვილი მაქვს ამ ტურნირთან ერთად რაფამ US OPEN-იც მოიგოოს :))(ეს უკანასკნელი არ აქვს მოგებული საერთოდ)

    ReplyDelete
  5. მგონი ბავშვობის ტრავმა მაქვს და ამიტომ არ მიყვარს ჩოგბურთი : )
    პერედოზი მომივიდა ღრმა ბავშვობაში და : )
    ახლა კი მინდება ხოლმე შიგადაშიგ თამაში (რაც ვერ მოვახერხე) მაგრამ ყურება არაა: )

    ReplyDelete
  6. No Rafa ;) ROGER AND ONLY ROGER!!! :))) :P :P
    ვაშა! რამდენი წელია არ გამომიტოვებია და წელს გამოვტოვებ. არაუშავს, სამაგიეროდ შენ მყავხარ და ველოდები შენს პოსტებს (გოგოებზეც დაწერე, გთხოვ!).

    ReplyDelete
  7. მე და ჩოგბურთი?!:) მაგრამ გემრიელად კი ჩავიკითხე :)

    ReplyDelete
  8. გილოცავ :)

    ისე გემრიელად წერ ხოლმე ჩოგბურთზე, მიჩნდება სურვილი რომ ერთხელ მეც დავჯდე და ვუყურო, მითუმეტეს რომ ძმა და მამა მოყვარულები არიან...

    მაგრამ იდეაში, ფეხბურთის მოყვარულს, ფეხბურთის ყურებას ვერ ვახერხებ და ჩოგბურთს... რავიცი, რავიცი...

    თუმცა მადისაღმძვრელი პოსტებისთვის მადლობა ;)

    ReplyDelete