შაბათს პრაიმ ფიტნესში ჩოგბურთის ღია კარის დღე იყო და წასული ვიყავი. პირველად მეჭირა ჩოგანი ხელში და ბედნიერებისგან ვცახცახებდი. ისეთი სიამოვნების მომგვრელია თამაში, რომ სიტყვებით შეუძლებელია გადმოსცე, უბრალოდ უნდა ითამაშო და იგრძნო. ყველაფრისგან იცლები და მხოლოდ სიამოვნება გრჩება.
ახლა ვფიქრობ, რომ როცა სწავლას დავამთავრებ, ერთი წელი დავისვენო ყველაფრისგან; ვიმუშავო ნებისმიერ ადგილას, გამოვიმუშავო იმდენი ფული, რომ ყოველ კვირას ჩოგბურთი ვითამაშო და დავიცალო. ერთი წლის შემდეგ კი ვიფიქრებ სწავლის გაგრძელებაზე. ახლა კი დასვენება მინდა. მართლა მინდა, აი მართლა.
მეც მინდა, მეც მეც მეც!
ReplyDeleteჩოგბურთი და ცურვა - ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს მსოფლიოში, ჩემი აზრით!!!
kargi gadawyvetilebaa
ReplyDeletechogburti ki arasdros mitamashia da sainteresoa, iqneb mec vcado ertxel :)
არასდროს მითამაშია ჩოგბურთი და მომინდა :შ
ReplyDeleteმიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთს შორიდან ვიცნობ, მაინც მომწონს ეგ სპორტი და იმედი მაქვს, რაღაც დონეზე მაინც მოვახერხებ, ვისწავლო :)
ReplyDeleteსოფოს ვეთანხმები ცურვაშიიიიიიიიიიიი
ზოგადად ადამიანმა ყოველთვის უნდა ვეცადოთ ოცნება აუსრულებელი არ დავიტოვოთ...
ReplyDeleteიმიტომ რომ მერე ლპება და ყარს...
და ჩვენც გვამყრალებს მერე...
შენ კი არ დაგემართება, ვიცი, მაგრამ მაინც გახსოვდეს...;)