ზურიუსმა რამდენიმე დღის წინ პოსტი დაწერა, ისე რომ იმ დროს ალბათ არც უფიქრია, შემდგომში რომ სხვებიც აყვებოდნენ.
მერე დარიჩინის გოგომ მოიფიქრა ამ პოსტის ტეგ-თამაშად გადაქცევა და სწორედ მან დამთაგა.
მგონია რომ ბევრი არაფერი მექნება დასაწერი საკუთარ თავზე, თუმცა შევეცდები.
- ჩემს სიარულის მანერაზე ბევრი ვიფიქრე. მგონი საშუალო ტემპით დავდივარ და აქეთ-იქით ვიყურები, სხვადასხვა საგნებს ვათვალიერებ ხოლმე. ადამიანებს თვალებში არ ვუყურებ : ))
- უხშირესად მეცმევა შარვალი და სპორტული ან ძაალიან დაბალძირიანი ფეხსაცმელი.
- აქსესუარებიდან არაფერს ვიყენებ. ნუ, თითებზე ორი სადა ბეჭედი მექნება აუცილებლად, დილით თუ არ დამავიწყდა გაკეთება.
- თმა მექნება ალბათ გაშლილი და ხვეულ-აჩეჩილი, იმიტომ რომ არ ვივარცხნი, მერე მიფუვდება სასტიკად.
- აუცილებლად მექნება საშუალოზე დიდი ზომის ჩანთა, ვინაიდან მიყვარს, როცა სრული აღჭურვილობით გამოვდივარ სახლიდან [ხალათი, ფონენდოსკოპი, ბლოკნოტი, ’კოსმეტიჩკა’ და ა.შ], რასაც დიდი მოცულობის ჩანთა ჭირდება.
როცა თქვენ მოხვალთ ჩემთან და დამელაპარაკებით:
- აუცილებლად მექნება გაოცებული სახე [როდრიგომ იცის, როგორი], მერე გამეღიმება და [აუცილებლად] ძალიან გამიხარდება.
- დავიწყებ ლაპარაკს, ალბათ სწრაფად და დაბნეულად.
შემდეგ უკვე როგორ განვითარდება მოვლენები, ეგ გარემოზე და თქვენზეა დამოკიდებული :)
თმა ალბათ წაბლისფერი გაქვს, ხომ???
ReplyDeleteასეც ვიფიქრე, რომ დიდი ჩანთა და დაბალძირიანები გეყვარებოდა...
და არ ვიცი რატომ, მგონია რომ ჩანთაში საწუწნი კამფეტები უნდა გეყაროს ხოლმე...
კოწახურის ან რამე მსგავსი :)
არ ვიცი, საიდან მოვიტანე, არ მკითხო :))) ვიცი რომ ვცდები ისედაც :P
კი, თმა წაბლისფერი მაქვს, ეგ დეტალი აღარ გამახსენდა, რომ დამეწერა :)
ReplyDeleteკანფეტები არ მიყრია ჩანთაში, თუმცა სულ მინდა რომ მქონდეს, მართლა მართლა. უბრალოდ დაუდევარი ვარ და ვერ მოვაბი თავი რომ ეგ გავაკეთო :))
კი მე ნამდვილად ვიცი ;))
ReplyDeleteშენ დიიდ ფინჯან ყავად ან შოკოლადად წარმომიდგენიხარ ^_^
ReplyDeletemominda, rom shemomxvde
ReplyDeleteდარწმუნებული იყავი, რომ აუცილებლად მოვალ, თუ ოდესმე დაგინახავ ქუჩაში (რაც ჯერჯერობით პარადოქსია) და მაგრად ჩაგეხუტები.
ReplyDeleteრატომღაც მეგონა, ქუჩაშიც ლიმნიანი ნამცხვრით დადიოდი... :) წარმოიდგინე, ზღაპარში რომ ვიყოთ და ადამიანები ჩანთების მაგივრად, თავიანთ საყვარელ ნამცხვრებს ატარებდნენ და ლაპარაკის მაგივრად, მხოლოდ იღიმებოდნენ; მაშინვე უფრო მიხვდებოდი, ვიდრე საერთოდ სიტყვებით :sunnyfairytale:
ვგონებ გიცნობ აწი :)))
ReplyDelete